File.Pirveli.Ge » გვერდი 3
 
Информация к новости
  • Просмотров: 1329
  • Автор: admin
  • Дата: 6 დეკემბერი 2016
6 დეკემბერი 2016

რა არის ყრდელი?

Категория: სტატიები

რა არის ყრდელი?


მას შემდეგ, რაც ლუნა მაზიაშვილმა ყრდელის ბიზნესი დაიწყო და კარლსრუეში გამართულ მებოსტნეობის საერთაშორისო ფორუმზე უცხოელებიც დააინტერესა, ინტერესი საქართველოში ამ მცენარის მიმართ, რომელსაც ამ სახელით თითქმის არავინ იცნობდა, ერთიორად გაიზარდა.

სერიალ ჩემი ცოლის დაქალებში გამოჩენილი ახალი პერსონაჟის, ლუნა (მთვარისა) მაზიაშვილისა და მის მიერ ექსპორტზე გატანილი ყრდელის პოპულარობამ, ალბათ, სერიალის შემქმნელთა მოლოდინსაც გადააჭარბა. ბევრმა მიაშურა გუგლის საძიებო სისტემას იმის გასაგებად, თუ რა მცენარეა ყრდელი, რომელიც სალათებში აქტიურად გამოიყენება და რომელიც, თურმე, ღორჯოსაც უხდება.

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, გიორგი კეკელიძემ ფეისბუკზე დაწერა, რომ ბიბლიოთეკის გიგანტურ ელექტრონულ რესურსებში, ყველაზე მეტი ნახვა, ბოლო ორი დღეა, ყრდელს აქვს.

სწორედ პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ონლაინ, ბოტანიკურ ლექსიკონში წერია, რომ ყრდელი არის იგივე სალათა, დიახ, სალათა, რომელიც ხილ-ბოსტნეულის მაღაზიებსა და ბაზრობებზე იყიდება და რომელსაც ძალიან ხშირად მივირთმევთ.

მცენარეს ლათინურად ეწოდება Lactuca sativa (მეორენაირად Lettuce) და მისი არაერთი სახეობა არსებობს.

ვიკიპედიის მიხედვით, სალათა (Lactuca sativa), იგივე ყრდელი, ერთწლოვანი ბოსტნეული მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახისა. კულტურაში გავრცელებულია თითქმის ყველგან. იზრდება ველურადაც. სალათა ჯერ ივითარებს ფოთლებს ფესვიდანვე, შემდეგ - ძლიერ განტოტვილ საყვავილე ღეროს, რომლის სიმაღლე 60-120 სმ-ს აღწევს. ის სიცივეგამძლე, სინათლისა და ტენის მოყვარული მცენარეა, იყენებენ საჭმელად. შეიცავს C, B, PP და სხვა ვიტამინებს, კაროტინს, რკინისა და ფოსფორის მარილებს. ყრდელის სახესხვაობებია ფოთლოვანი სალათა, თავიანი სალათა და რომენის სალათა.

საქართველოში უმეტესად ფოთლოვანი სალათის ადგილობრივი ფორმებია გავრცელებული. სალათა მრავლდება თესლით, ზოგჯერ ჩითილით.
ცნობილია ყრდელის ველური ჯიშიც, რომელსაც ქართულად ველის ყრდელი, ლათინურად კი Lactuca Serriola ეწოდება. ბოტანიკური ლექსიკონის მიხედვით, ველის ყრდელს სხვანაირად ღორის ქადას ეძახიან. როგორც ჩანს, ეს მცენარე საქართველოს თითქმის ყველა კუთხეშია გავრცელებული, რადგან მას სხვადასხვა მხარეში სხვადასხვა სახელი აქვს:

კახური, ქიზიყური – ქადუნა;
ხევსურული – ხარნია;
თუშური – ხარნუყა;
ზემოიმერული – ბატიკბილა, ხავარტა;
ლეჩხუმური – ბატიბალახი;
აჭარული – ნარკოკობა;
მესხური – ბატისასუქა;
სულხან-საბა–ორბელიანი – ხასი, ველის ყრდელი;
მეგრული – ბჟალე;
სვანური – მგლჯა;
ამავე ლექსიკონის მიხედვით, ველის ყრდელის სხვა სინონიმებია: ბატიბალახი, ბატიკბილა, ბატისასუქა, ნარკოკობა, ქადუნა, ხარნუყა, ხავარტა, ხარნია, ხასი, ყროლა.
Информация к новости
  • Просмотров: 3417
  • Автор: admin
  • Дата: 5 დეკემბერი 2016
5 დეკემბერი 2016

მაკიაჟის ძალა

Категория: სურათები/photo

მაკიაჟის ძალა
Информация к новости
  • Просмотров: 1096
  • Автор: sami425
  • Дата: 5 დეკემბერი 2016
5 დეკემბერი 2016

Chill Tonic - A Selection Of Finest Chillout & Chillhouse Music (2015)

Категория: მუსიკა/music

Chill Tonic - A Selection Of Finest Chillout & Chillhouse Music (2015)
VA - Chill Tonic - A Selection Of Finest Chillout & Chillhouse Music - 2015
House | MP3 | 320 Kbps | 336 mb
Информация к новости
  • Просмотров: 1122
  • Автор: sami425
  • Дата: 29 ნოემბერი 2016
29 ნოემბერი 2016

Get Large Miami 2015 (2015)

Категория: მუსიკა/music

Get Large Miami 2015 (2015)
VA - Get Large Miami 2015
House | MP3 | 320 Kbps | 230 mb
Информация к новости
  • Просмотров: 14353
  • Автор: admin
  • Дата: 28 ნოემბერი 2016
28 ნოემბერი 2016

ლამაზი სურათები

Категория: სურათები/photo

ლამაზი სურათები


მაღალი გარჩევადობის ლამაზი სურათები. 100 ცალი. ზომა 374 მბ.
Информация к новости
  • Просмотров: 1105
  • Автор: admin
  • Дата: 27 ნოემბერი 2016
27 ნოემბერი 2016

რატომ გაურბის მამაკაცს თვალი სხვისკენ?

Категория: სტატიები

რატომ გაურბის მამაკაცს თვალი სხვისკენ?


ფსიქოლოგების აზრით, ამაზე რამდენიმე პასუხი არსებობს:

1 თუ მას არაjანსაღი სექსუალური ცხოვრება აქვს.ინტიმური ცხოვრებით გამოწვეული უკმაყოფილება, მოწყენილობა-აი, მამაკაცების განხიბვლის ყველაზე ხშირი მიზეზი. უმეტესწილად მეგობარი ქალის ყოლის სურვილი მამაკაცებს ცლქმრობის კრიზისულ პერიოდში უჩნდებათ-5, 7, 11 წლის შემდეგ.

2 სულიერი სიმშვიდისა და ურთიერთგაგების ძიების გამო.თუ საღამოობით დაღლილ მამაკაცს შინ არა მზრუნველი, არამედ ბუზღუნა და უხეში ცოლი ხვდება, ცხადია, უფრო ალერსიანი ქალის მოძებნას შეუდგება.

3 თავისი როლის ხაზგასასმელად, თვითდამკვიდრების მიზნით.თუკი მამაკაცს ოჯახში პირველობის დასამტკიცებელად არგუმენტი სჭირდება, ე.ი. ნამდვილად ეეჭვება საკუთარი შესაძლებლობებისა, ამიტომ პრესტიჟისათვის ცდილობს საყვარელი გაიჩინოს.უფრო ხშირად კი თავს უმტკიცებს-ჯერ კიდევ მაგარი ვარო.მამაკაცის კრიტიკული ასაკი 35-დან 50 წლამდეა.საერთოდ, რაც უფრო ხანში შედის მამაკაცი, მით მეტად ებრძვის სიბერეს.

ფსიქოლოგების აზრით, არსებობს რამდენიმე ძირითადი მიზეზი, რომელიც ძლიერი სქესის წარმომადგენლებში გაუცნობიერებელ შიშს იწვევს:განსაკუთრებით ეშინიათ ხელმძღვანელი ქალის-ის მათ თავდაჯერებულობას ართმევს და არასრულფასოვნების კომპლექს უჩენს;

აქვთ სამსახურის დაკარგვის შიში;ეშინიათ, რომ მიატოვებენ და მარტო დარჩებიან; საყვარელ ქალთან ყოფნისას არ სიამოვნებთ მათზე სიმპათიური და ათლეტური აღნაგობის მამაკაცის ხილვა; ერიდებიან გასუქებას;ეშინიათ სექსუალური ცხოვრების დროზე ადრე დამთავრების;საკმაოდ უფრთხიან ცოლის სოლიდურ თაამდებობაზე დანიშვნას და ამის გამო ოჯახში ფუნქციის დაკარგვას;ვერ ეგუებიან დამარცხებას;ეშინიათ უმუშევრობის და ცოლის ხარჯზე ცხოვრების;გაურბიან არამყარ ურთიერთობებს.

აი, ის ძირითადი მიზეზები, მამაკაცთა ცხოვრებას ჯოჯოხეთად რომ აქცევს;მაგრამ მათი განეიტრალება ყოველთვის შეუძლია ჭკვიან ქალს.არსებობს განსაზღვრული ეტიკეტი, რომელიც ქალს მამაკაცთან ურთიერთობას გაუადვილებს.თუ ქალს ერთადერთი მიზანი ამოძრავებს, ოცნების მამაკაცმა მის გამო თავი დაკარგოს-უნდაიცოდეს, როგორ მიაღწიოს ამას.ამისთვის:

1 თქვენი სამყარო იდუმალების ბურუსში გაახვიეთ.მამაკაცი მანამ ინარჩუნებს რომანტიკულ სახეს, ვიდრე ბოლომდე გაგიცნობთ.

2 ნუ ჩაუძვრებით სულში. “ყოვლისმცოდნე" ქალი მამაკაცს აღიზიანებს

3 ნაკლები ილაპარაკეთ ყოფით პრობლემებზე.მამაკაცებს მოსწონთ არა მეწვრილმანე, არამედ ზებუნებრივი, თითქოსდა “არაამქვეყნიური" ქალები, უფულობაზე წუწუნი და ნათესავების პრბლემებზე ლაპარაკი შედეგს არ იძლევა.

4 წელიწადში ერთხელ, რამდენიმე დღით მაინც დაშორდით ერთმანეთს

5 უშიშრად აგრძნობიეთ, რომ მისი საკუთრება არ ხართ

6 ყოველთვის მიხედეთ გარეგნობას!
Информация к новости
  • Просмотров: 3578
  • Автор: admin
  • Дата: 23 ნოემბერი 2016
23 ნოემბერი 2016

გილოცავთ გიორგობას !

Категория: News

გილოცავთ გიორგობას !


საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ - 23 აპრილსა (6 მაისი) და 10 ნოემბერს (23 ნოემბერი) - ზეიმობს დიდმოწამე გიორგის ხსენებას. ნოემბრის გიორგობას მართლმადიდებელ სამყაროში მხოლოდ საქართველოს ეკლესია აღნიშნავს, რადგან წმინდანის საგვემელ ბორბალზე წამება სისასტიკით ჯვარცმასაც არ ჩამოუვარდება

ყველას გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს
უფალი იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს მფარველი
Информация к новости
  • Просмотров: 1172
  • Автор: admin
  • Дата: 8 ნოემბერი 2016
8 ნოემბერი 2016

"საიდუმლო სერობის" აქამდე უცნობ საიდუმლოს ფარდა აეხადა

Категория: სტატიები


"საიდუმლო სერობის" აქამდე უცნობ საიდუმლოს ფარდა აეხადა

60

ყველა თქვენგანმა იცის ალბათ ლეონარდო დავინჩის ნახატი "საიდუმლო სერობა", რომელსაც წმინდა მნიშვნელობა აქვს. როგორც ლეონარდოს სხვა დანარჩენი უამრავი ნახატი იდუმალი და დღემდე ამოუცნობია, სწორედ იგივე ხასიათს ატარებს "საიდუმლო სერობის" ნახატიც და სიმბოლოებსა და ფარულ შეტყობინებებს შეიცავს.


 


ცოტა ხნის წინ ამ ლეგენდარული ნახატის რესტავრაცია დასრულდა, რისი წყალობითაც ნათელი მოეფინა ძალიან ბევრ რამეს, რომ მას დიდი ისტორიული დატვირთვა აქვს, თუმცა ბოლომდე ჯერ მაინც არაა ფაქტები ცნობილი.


 


ლეონარდო და ვინჩი ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ხელოვნების ოსტატია ისტორიაში. იმასაც ამბობენ, რომ ის ღვთისმგმობელია და სული მიყიდა ეშმაკს, თუმცა მიუხედავად ამისა, დიდი იტალიელი მხატვრის გენიალურობაში ეჭვი არავის შეპარვია.


image


 


დაუჯერებელია, თუმცა მონუმენტალური ნამუშევარი "საიდუმლო სერობის" შესრულება 1495 წელს მილანის ჰერცოგის ლუდოვიკო სფორცას შეკვეთით დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ჰერცოგი ცნობილი იყო თავაშვებული ხასიათითა და ცხოვრებით, ძალიან მოკრძალებული და ღვთისმოსავი მეუღლე ჰყავდა სახელად ბეატრისი, რომელსაც ლუდოვიკო ძალიან დიდ პატივს სცემდა. სამწუხაროდ, როდესაც ჰერცოგს უფრო გაუმყარდა გრძნობა მეუღლის მიმართ, ბეატრისი მოულოდნელად გარდაიცვალა. ღრმა მწუხარებას მიეცა ჰერცოგი და 15 დღის განმავლობაში არ გამოსულა საკუთარი ოთახიდან, სწორედ ამ გარემოებამ– მეუღლის სიკვდილმა აიძულა ის, მისი უკანასკნელი სურვილი აესრულებინა და ცნობილ იტალიელ მხატვრას ლეონარდო და ვინჩს შეუკვეთა "საიდუმლო სერობა" დაეხატა. აქვე მინდა გითხრათ, რომ ჰერცოგი ლუდოვიკო მოექცა სასიკეთოდ და თავაშვებულ ცხოვრებას შეეშვა.





უნიკალური ნახატი "საიდუმლო სერობა" 1498 წელს დაასრულა და ვინჩმა. სურათის პარამეტრები 880–460 სმ–ზეა, ამიტომ მისი ნახვა უკეთესია 9 მეტრი მოშორებითა და 3, 5 მეტრი სიმაღლიდან. ლეონარდომ ტილოს შქმნისას ისარგებლა კვერცხის ტემპერათი, რამაც 20 წლის შემდეგ ნახატის განადგურება იწყო.


imageimage


 


ცნობილი ფრესკა მდებარეობს მილანში Santa Maria delle Grazie–ს ეკლესიაში. ხელოვნებათმცოდნეებისა და მხატვარების თქმით ტილოზე გამოსახულია ის ჭურჭელი და მაგიდა–სკამებით, რომელსაც ეკლესიაში ნამდვილად იყენებენ.






საინტერესო ფაქტები:  


 


1. ტილოზე გამოსახული მოციქულების არსებობა ყოველთვის სადავო იყო. არსებული წარწერეით თუ ვიმსჯელებთ, ესენი არიან– ბართლომე, იაკობ უმცროსი, ანდრია, იუდა, პეტრე, იოანე, თომა, იაკობ უფროსი, ფილიპე, მეთიუ, თადეოზი და სიმონ მოშურნე.


imageimage


 


2. ბევრი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ ტილოზე ასახულია წმინდა ზიარება, რადგან იესო პურსა და ღვინოზე მიუთითებს ხელებით.





3. ისტორიული წყაროებიდან თუ არა, სახელმძღვანელოებიდან მაინც გეცოდინებათ, რომ და ვინჩმა ნახატის შესრულებისას იესოსა და იუდას დასახატად ერთი და იგივე ადამიანი გამოიყენა.


 


ერთხელ და ვინჩმა ეკლესიაში დაინახა ახალგაზრდა ყმაწვილი მგალობელთა გუნდიდან, რომელიც იმდენად სუფთა სულის იყო და კეთილი, რომ მოინდომა იესოს სახად დაეხატა. უკანასკნელი პროტოტიპი, ვისი დახატვაც ვერ მოახერხა მხატვარმა, იყო იუდა. იესოს დახატვიდან მხოლოდ სამი წლის შემდეგ დაიწყო და ვინჩმა იტალიის ქუჩებში ხეტიალი, რათა იუდას პროტოტიპისთვის მიეგნო და აი ერთ საღამოსაც მან იპოვა ქუჩის ერთ კუთხეში მწოლიარე ლოთი, რომელიც წაიყვანა სახელოსნოში. ლოთიც მორჩილად და ბარაბაცით გაჰყვა, თუმცა მისთვის სრულიად გაურკვეველი იყო ეს ყველაფერი.


 


დაასრულა რა და ვინჩიმ იუდას დახატვა, ლოთი წამოდგა, მიუახლოვდა ნახატს და ამტკიცებდა, რომ ეს უკვე ნანახი ჰქონდა, რომ სამი წლის წინ, როდესაც ტაძრის გუნდში გალობდა, ვიღაცამ ის უკვე დახატა იესოს სახად.


 


image



 


ეს მტკიცებულება კი მეტაფორაა, რადგან სიკეთე და სიბოროტე ერთმანეთისგან ერთ ნაბიჯშია.






4. ყველაზე სადავო ტილოზე კი არის პიროვნება, რომელიც იესოს მარჯვენა გვერდით ზის. მოსაზრების თანახმად ის მარიამ მაგდალინელია და არა იესოს რომელიმე მოციქულთაგანი. სუფრასთან კი მისი მდებარეობა მიუთითებს იმ ფაქტს, რომ ის იესოს კანონიერი მეუღლე იყო, რადგან ნახატზე მათი მდგომარეობა ქმნის ასო M-ს, რაც matrimonio-ს აღნიშნავს, ანუ ქორწინებას.


imageimage


 


5. სხვა ისტორიკოსების თქმით კი მოციქულების განლაგება მხატვარმა შემთხვევით არ გააკეთა, ისინი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით დახატა. ამ ლეგენდის თანახმად ჰოროსკოპის მიხედვით იესო იყო თხის რქა, მისი მეუღლე მარიამ მაგდალინელი კი ქალწული.






6.   ასევე აღსანიშნავი ფაქტია ის, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს დარბეული იქნა ტაძარი და შესაბამისად ჩამოშლილი მისი ყველა კედელი გარდა იმ კედლისა, სადაც "საიდუმლო სერობის" ფრესკა იყო შესრულებული. მანამდე კი, 1566 წელს ტაძრის ბერებმა ფრესკის კედელზე გააკეთეს გასასვლელი კარი, რომელიც მოციქულებს ფეხებს უკვეთდა. მოგვიანებით კი მხსნელის თავზე მილანის გერბი დაკიდეს. მე-ХVII საუკუნის დასასრულს კი ამ ადგილს ცხენების თავლა გააკეთეს.






7.   განხილვაში იყო ასევე სადილი, რომელიც მაგიდაზე ეწყო და რომ იუდასთან "და ვინჩიმ" დახატა მიმობნეული მარილი და ცარიელი თეფში. რაც ყველაზე ცუდ მაგალითად მოიაზრებოდა.





8. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ლეონარდო და ვინჩი იყო ათეისტი, ეს ყველა მტკიცებულება ჰიპოთეზა უფროა, ვიდრე ფაქტი.


Информация к новости
  • Просмотров: 7017
  • Автор: admin
  • Дата: 3 ნოემბერი 2016
3 ნოემბერი 2016

YouTube FLV to AVI Converter Pro v2.20 + crack + Portable

Категория: პროგრამები/soft

YouTube FLV to AVI Converter Pro v2.20 + crack + Portable


მინიმალური სისტემური მოთხოვნები:
Microsoft Windows 98/NT/2000/ME/XP/Vista
Intel Pentium III/500 MHz or compatible
64MB RAM (128 MB recommended)

გადაყავს FLV ფაილები AVI ფორმატში მაღალი ხარისხით
Информация к новости
  • Просмотров: 2989
  • Автор: Nosif
  • Дата: 31 ოქტომბერი 2016
31 ოქტომბერი 2016

mpui

Категория: პროგრამები/soft

mpui

ეს არის მულტიმედია პაკეტი რომელშიც შედის MPlayer- ის ბოლო ვერსია და + ოტი კომპონენტი MPUI და SMPlayer
Информация к новости
  • Просмотров: 1201
  • Автор: admin
  • Дата: 30 ოქტომბერი 2016
30 ოქტომბერი 2016

ამ გოგონამ თავის ყოფილ შეყვარებულს სასტიკი რამ გაუკეთა

Категория: სტატიები

ამ გოგონამ თავის ყოფილ შეყვარებულს სასტიკი რამ გაუკეთა


არაფერია იმაზე უარესი, როდესაც გაიგებ, რომ შეყვარებული გღალატობს…
გოგონამ სახელად ჰარიეტმა ისეთი სასტიკი რამ მოუფიქრა ტავის ყოფილ შეყვარებულს, რომ ბიჭს გოგონა 17 წლის განმავლობაშიც კი არ დაავიწყდება…
ჰარიეტს ყოფილმა შეყვარებულმა დენ ბრაუნმა უთხრა, რომ მისთვის სრულად აენაზღაურებინა ის ფული, რომელიც მან ჯასტინ ბიბერის კონცერტის ბილეთში გადაიხადა ჰარიეტისთვის….
გოგონამ კი ვალის დაბრუნების ასეთი სასტიკი მეთოდი შეიმუშავა… ის ყოველდღიურად 1 პენსს ურიცხავს ანგარიშზე ბიჭს, რაც მთელი ვალის დაბრუნების საერთო ვადას 17 წლამდე ზრდის!
Информация к новости
  • Просмотров: 1066
  • Автор: sami425
  • Дата: 25 ოქტომბერი 2016
25 ოქტომბერი 2016

Beautiful Jewels Of Lounge Music (2015)

Категория: მუსიკა/music

Beautiful Jewels Of Lounge Music (2015)
VA - Beautiful Jewels Of Lounge Music - 2015
Lounge | MP3 | 320 Kbps | 840 mb
Информация к новости
  • Просмотров: 4375
  • Автор: admin
  • Дата: 19 ოქტომბერი 2016
19 ოქტომბერი 2016

აკაკი წერეთელი - ბაში-აჩუკი

Категория: ლიტერატურა

აკაკი წერეთელი - ბაში-აჩუკი


აკაკი წერეთელი

ბაში-აჩუკი

თავი პირველი

თვალმიუწვდომელ სიშორიდან გველივითი მოიკლაკნებოდა ჩუხჩუხა არაგვი და ერთგან კლდოვან კიდეს გამეტებით ეხეთქებოდა, რომ ახალი გზა გაეკვლია!.. თავს არ იზოგავდა, მაგრამ შეუპოვრობისაგან უკუქცეული, დარეტიანებული და თავბრუდასხმული, თითქოს სულის მოსაბრუნებლად, იქვე მორევში რამდენჯერმე მოტრიალდებოდა ხოლმე და მერე კი დაკვირვებით გადადიოდა დაბლობზე, რომ უფრო მეტის სიფრთხილითა და კვნესა-დუდუნით დაშვებულიყო ქვემოატეხილ ჭალებისაკენ. იმ კლდოვან მთის თავზე, ღრუბლიდან გამოსულიყო უზარმაზარი ციხე-დარბაზი

Информация к новости
  • Просмотров: 1126
  • Автор: sami425
  • Дата: 16 ოქტომბერი 2016
16 ოქტომბერი 2016

DJ Top 50 2015 Vol.1 [2CD] (2015)

Категория: მუსიკა/music

DJ Top 50 2015 Vol.1 [2CD] (2015)
VA - DJ Top 50 2015 Vol.1
House | MP3 | 254 Kbps | 289 mb
Информация к новости
  • Просмотров: 1033
  • Автор: admin
  • Дата: 15 ოქტომბერი 2016
15 ოქტომბერი 2016

ახალტეკინური ცხენი-თურქმენეთის ნაციონალური სიამაყე

Категория: სტატიები

ახალტეკინური ცხენის ისტორია ჩვ.წ.აღ-მდე 7-6 საუკუნეებიდან მოდის. დროთა განმავლობაში, მკაცრმა ბუნებრივმა პირობებმა, ის უფრო ძლიერი გახადა. ეს სახეობა ამტანი, ძლიერი და გარეგნულად ულამაზესია. მას შეუძლია უდაბნოს დიდი ნაწილი გაიაროს წყლისა და საკვების გარეშე.

ძველ დროში, ამ ჯიშის ცხენი მეტად ფასობდა, ვიდრე ქალები და ბავშვები. სწორედ მასზე იყო დამოკიდებული პატრონის ბედი. საომარი მოქმედებების დროს, მას შეეძლო ორი ზრდასრული მამაკაცი სამშვიდობოს გამოეყვანა, რაც შეიძლება სწრაფად.

ახალტეკინური ცხენი-თურქმენეთის ნაციონალური სიამაყე


პატრონი ახალტეკინურ ცხენს არასოდეს ტოვებს დაბმულს, რადგან ის ძალიან ჭკვიანი ცხოველია. აქვს საუკეთესო მახსოვრობა და საოცარი ინტელექტი. ამ სახეობას ოჯახის წევრადაც მიიჩნევენ.

ახალტეკინური ცხენი-თურქმენეთის ნაციონალური სიამაყე


თუ მოიშინაურებთ მას, ეს ნიშნავს, რომ საუკეთესო მეგობარი შეიძინეთ. იგი ძალიან ეჩვევა პატრონს, თუმცა, სხვა ადამიანებს არასოდეს ემორჩილება.

ახალტეკინური ცხენი-თურქმენეთის ნაციონალური სიამაყე


მეტიც, თურქმენეთში არსებობს ახალტეკინური ცხენის დღე - 24 აპრილი, ხოლო აშხაბადის ცენტრში განთავსებულია ამ ულამაზესი ცხოველის მონუმენტი.

ახალტეკინური ცხენი-თურქმენეთის ნაციონალური სიამაყე

არქივი

აპრილი 2017 (5)
მარტი 2017 (8)
თებერვალი 2017 (5)
იანვარი 2017 (8)
დეკემბერი 2016 (6)
ნოემბერი 2016 (6)
^