სტატიები » გვერდი 2 » File.Pirveli.Ge
 
Информация к новости
  • Просмотров: 699
  • Автор: admin
  • Дата: 25 სექტემბერი 2016
25 სექტემბერი 2016

"შვილი რომ გაეთბო, ესკობარმა 2 მილიონი დოლარი დაწვა" - "კოკაინის მეფის" ცხოვრება და სიკვდილი

Категория: სტატიები

"შვილი რომ გაეთბო, ესკობარმა 2 მილიონი დოლარი დაწვა" - "კოკაინის მეფის" ცხოვრება და სიკვდილი


დასაწყისი

პაბლო ემილიო ესკობარ გავირია 1949 წლის 1-ლ დეკემბერს, კოლუმბიაში, მედელინიდან 40 კილომეტრის დაშორებით, რიონეგროში დაიბადა. პაბლოს მამა ფერმერი იყო, დედა კი - სკოლის მასწავლებელი. ოჯახში თანატოლების მსგავსად პაბლოსაც უყვარდა ლეგენდარულ კოლუმბიელ "ბანდიტოსებზე" საგმირო ამბების მოსმენა. იმაზე, თუ როგორ ძარცვავდნენ მდიდრებს და ეხმარებოდნენ ღარიბებს.

პაბლომბავშვობ ღარიბ უბანში გაატარა, არც ისე სანიმუშო მოსწავლე იყო, ამიტომ 16 წლისა სკოლიდან გამოუშვეს და მისი დანაშაულებრივი ცხოვრებაც იმ დროიდან დაიწყო. თავდაპირველად ძარცვავდა საფლავებს, იპარავდა საფლავის ქვებს და მანქანებს, გარშემო კრიმინალები შემოიკრიბა და საკუთარი ბანდაც შექმნა.

27 წლის პაბლო ესკობარმა ცოლად მოიყვანა მარია ვიქტორია ჰენაო ველეჯო, რომელიც იმ დროისთვის მხოლოდ 15 წლის იყო. წყვილს ორი შვილი - ვაჟი ხუანი და გოგონა - მანუელა ჰყავდა. "შემიძლია ერთმანეთს ჩავანაცვლო ყველაფერი, მაგრამ ვერასდროს ვერაფერს ვანაცვალებ ჩემს ცოლ-შვილს", - ამბობდა ნარკობარონი.

"შვილი რომ გაეთბო, ესკობარმა 2 მილიონი დოლარი დაწვა" - "კოკაინის მეფის" ცხოვრება და სიკვდილი


1971 წელს ესკობარის ბანდამ გაიტაცა ბიზნესმენი დიეგო ეჩევარიო. მის სანაცვლოდ გამტაცებლებმა რამდენიმე მილიონი მოითხოვეს, საბოლოოდ ბიზნესმენი მოკლეს, ამბავი კი უმალ გავრცელდა კოლუმბიაში, მომხდარმა გაახარა ღარიბი მოსახლეობა, რადგან ეჩევარიო, როგორც ამბობენ, ღარიბების განსაკუთრებული ექსპლუატატორობით გამოირჩეოდა.

1972 წელს ესკობარი მედელინში უკვე ყველაზე ცნობილი ავტორიტეტული დამნაშავე იყო.

ამერიკელთა 1970-იანელ თაობას მხოლოდ მარიხუანა აღარ აკმაყოფილებდა, უფრო ძლიერი ნარკოტიკი ესაჭიროებოდა. მალე ამერიკაში გაჩნდა კოკაინი, რაზეც პაბლომ თავისი დანაშაულებრივი ბიზნესის აწყობა დაიწყო. ცოტა ხანში ესკობარი კოლუმბიის კოკაინის ინდუსტრიას თითქმის სრულად აკონტროლებდა. მოგვიანებით მან და მასთან დაახლოებულმა სამმა ბიზნესმენმა შექმნეს მედელინის ნარკოკარტელი. ეს იყო უმსხვილესი კარტელი, რომელიც აშშ-ში კოკაინს ავრცელებდა.

კოკაინის გადასატანად ისინი თვითმფრინავებსა და წყალქვეშა ნავებსაც კი იყენებდნენ.

"დონ-პაბლო" პოლიტიკაში და აშშ-ს პრეზიდენტი ნარკობარონთა წინააღმდეგ

პაბლო ესკობარმა ბედი პოლიტიკაშიც ცადა. მან თავისი კანდიდატურა კოლუმბიის კონგრესში წარადგინა და 32 წლის კონგრესმენის შემცვლელი გახდა. კონგრესში არჩევის შემდეგ, ის კოლუმბიის პრეზიდენტობაზე ოცნებობდა, მაგრამ საარჩევნო რბოლაში კოკაინის ბინძური ფულის ჩადების წინააღმდეგ იუსტიციის მინისტრმა როდრიგო ლარა ბონიამ ფართო კამპანია გააჩაღა. ამის გამო, 1984 წელს ესკობარი კოლუმბიის კონგრესიდან გარიცხეს. სრულიად მოულოდნელად იუსტიციის მინისტრი მოკლეს, შურისძიების კვალი კი ესკობართან მიდიოდა.

1980-იან წლებში ამერიკის პრეზიდენტი რეიგანი ნარკობარონთა წინააღმდეგ ილაშქრებს, ის ავალებს სამართალდამცველ უწყებებს ბრძოლას ნარკობარონთა წინააღმდეგ არა მარტო აშშ-ში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, მათ შორის კოლუმბიაშიც.

ამერიკელებმა კოლუმბიის ხელისუფლებას ესკობარისა და რამდენიმე მსხვილი ბიზნესმენის გადაცემა მოსთხოვეს. სამართალდამცავთა მცდელობების მიუხედავად, პაბლომ შეძლო და პოლიციას დაემალა, ის მხოლოდ ერთი პირობით ჩაბარდებოდა, თუ კოლუმბიაში მოიხდიდა სასჯელს და არ მოხდებოდა მისი ექსტრადირება აშშ-ში

"შვილი რომ გაეთბო, ესკობარმა 2 მილიონი დოლარი დაწვა" - "კოკაინის მეფის" ცხოვრება და სიკვდილი


ესკობარმა რამდენჯერმე შეძლო ციხისთვის თავის დაღწევა, საბოლოდ კი, 1991 წელს ის ჩაბარდა ხელისუფლებას, თუმცა ციხეც კი, სადაც ის ჩაჯდა, მისი საკუთრება იყო და ნამდვილად არ ჰგავდა ციხეს. აუზი, კაზინო, ღამის კლუბი, ჯაკუზი, სპორტული მოედანი - ასეთი იყო "ლა კათედრალი", ციხე, სადაც პაბლო ეკსობარი სასჯელს იხდიდა. ასეთი ყოფის გამო, 1992 წლის 22 ივლისს პრეზიდენტმა გავირიამ ესკობარის ნამდვილ ციხეში გადაყვანა ბრძანა, მაგრამ ესკობარმა პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ შეიტყო და ციხიდან გაიქცა.

პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის სიკვდილი

1990-იან წლებში პაბლო ესკობარი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო. მისი სიმდიდრე 30 მილიარდ დოლარს აღემატებოდა. ის ამერიკის ძებნილი ნარკობარონების სიას ედგა სათავეში და მსოფლიოში ყველაზე ცნობილი დამნაშავე გახლდათ.

1993 წლის 1-ლ დეკემბერს, ესკობარს 44 წელი შეუსრულდა, იცოდა, რომ ეძებდნენ, ამიტომ ცდილობდა, ტელეფონით ნაკლები ელაპარაკა, თუმცა ოჯახის მონატრებამ თავისი ქნა და ვაჟს დაურეკა. პოლიციამ მას მარტივად მიაგნო, სახლს, რომელშიც ესკობარი იმალებოდა, ალყა შემოარტყეს. სპეცრაზმელებმა კარი შეამტვრიეს და შიგნით შეიჭრნენ, ესკობარის მცველმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, თვითონ მძიმედ დაჭრილი ფანჯრიდან გადმოვარდა. ესკობარმა გაქცევა სცადა და ფანჯრიდან სახურავზე აძვრა. გაისმა სროლის ხმა და ესკობარი უგონოდ დაეცა. არსებობს ვარაუდი, რომ ის სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა, თუმცა ზოგი ფიქრობს, რომ "დონ-პაბლომ" თავი მოიკლა...

იმავე წლის 3 დეკემბერს ათასობით კოლუმბიელმა მედელინის ქუჩები გაავსო. ესკობარის დაკრძალვას 25 000 ადგილობრივი მაცხოვრებელი დაესწრო. ზოგი ნარკობარონის სიკვდილს განიცდიდა, სხვები კი სიხარულს გამოხატავდნენ.

გთავაზობთ საინტერესო ცნობებს პაბლო ესკობარის შესახებ:

თავის ერთ-ერთ უზარმაზარ სამფლობელოში - პუერტო ტრიუნფოში ესკობარმა საკუთარი ზოოპარკი მოაწყო, სადაც უამრავი სპილო, ჟირაფი, ჰიპოპოტამა და სხვა ცხოველები ბინადრობდნენ.

ღარიბმა მოსახლეობამ, რომელთაც ესკობარი ეხმარებოდა, ნარკობარონს ზედმეტსახელად რობინ ჰუდი უწოდა. ამას გარდა მისი ზედმეტსახელი იყო "დონ პაბლო" და "ელ პატრონა".


"შვილი რომ გაეთბო, ესკობარმა 2 მილიონი დოლარი დაწვა" - "კოკაინის მეფის" ცხოვრება და სიკვდილი


გავრცელებული ხმებით, ესკობარს 4000 ადამიანი ჰყავს მოკლული, მათ შორის 200 მოსამართლე, 1000 პოლიციელი, ჟურნალისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები. "ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ღმერთი ვარ, თუ ვიტყვი, რომ რომელიმე ადამიანი უნდა მოკვდეს, ის იმავე დღეს კვდება".

როდესაც ესკობარის ოჯახი სამართალდამცავებს ემალებოდა, პაბლოს ქალიშვილი მანუელა ავად გახდა. შვილი რომ გაეთბო, ესკობარმა 2 მილიონი დოლარი დაწვა.

იმისათვის, რომ ხელისუფლებას ექსტრადიციის შესახებ კანონი შეეცვალა, ესკობარმა კოლუმბიას 10 მილიარდი დოლარი შესთავაზა.

მთელი 7 წლის განმავლობაში ესკობარი ჟურნალ "ფორბსის" სიაში უცვლელ ადგილს იკავებდა, როგორც ყველაზე მდიდარი ადამიანი მსოფლიოში.

ესკობარის ბიზნესი დიდი და მრავალფეროვანი იყო,ის მოიცავდა მანქანებს, თვითმფრინავებს ვერტმფრენებს, ნავებს, მან ასევე იყიდა 2 წყალქვეშა ნავი, რათა კოკაინი ამერიკაში გადაეტანათ.

ესკობარს ყველაზე მეტად ექსტრადიციის ეშინოდა. მიუხედავად ყველაფრისა, მას არ სურდა, რომ სიცოცხლის უკანაკსნელი წლები ამერიკის ციხეში გაეტარებინა. "მირჩევნია ჩემი სხეული განისვენებდეს კოლუმბიის მიწაზე, ვიდრე აშშ-ში, ციხეში".

მიუხედავად მისი უამრავი სისხლიანი საქმისა და გარიგებისა, ესკობარმა რამდენიმე პროგრამა შეიმუშავა ღარიბი კოლუმბიელების დასახმარებლად. ის ფულს ურიგებდა ეკლესიებსა და საავადმყოფოებს, დააფუძნა გაჭირვებულთა თავშესაფრები, სადაც ხალხი უფასოდ იღებდა საკვებს, მანვე ააშენა პარკები და სპორტული მოედნები...

ესკობარმა თავისი სახელი და პოპულარობა იმაში გამოიყენა, რომ ის აერჩიათ კოლუმბიის კონგრესში. "ყველას აქვს თავისი ფასი, მთავარია გაარკვიო ვინ რამდენი ღირს", - ხშირად იმეორებდა თურმე "კოკაინის მეფე".
Информация к новости
  • Просмотров: 627
  • Автор: admin
  • Дата: 23 სექტემბერი 2016
23 სექტემბერი 2016

განსაზღვრეთ ადამიანის ხასიათი მისი ჭიპის ფორმის მიხედვით

Категория: სტატიები

განსაზღვრეთ ადამიანის ხასიათი მისი ჭიპის ფორმის მიხედვით

ჭიპი არის სხეულის ნაწილი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ეს არის პირველი ორგანო საიდანაც ადამიანი იღებს საკვებს ჯერ კიდევ დედის მუცლიდან. ჭიპი განსხვავდება ზომის, ფორმის, სიღრმის მიხედვით.

აღსანიშნავია, რომ ისევე როგორც თითის ანაბეჭდი, ჭიპიც ინდივიდუალური აქვს ყველა ადამიანს და მსოფლიოში ორი ერთნაირი არ არსებობს.

სხვათაშორის, ჭიპი არ არის მხოლოდ უბრალო ნაწიბური, მისი ფორმის მიხედვით შეგიძლიათ განსაზღვროთ თქვენი უნარები.

განსაზღვრეთ ადამიანის ხასიათი მისი ჭიპის ფორმის მიხედვით


თუ გაქვთ სავსე ჭიპი

ასეთი ადამიანები ძალიან სასარგებლო და საიმედო პარტნიეორები არიან ყველა საქმეში. თუკი თქვენ გაქვთ სავსე ჭიპი ეს იმას ნიშნავს, რომ საქმეს კარგად აკეთებს გუნდში. ასევე გაქვთ ძალიან მშვიდი პირადი ცხოვრება.

განსაზღვრეთ ადამიანის ხასიათი მისი ჭიპის ფორმის მიხედვით


იმ შემთხვევაში, თუ ამოზნექილი ჭიპი გაქვთ

ხართ საუკეთესო მეგობარი და გექნებათ ხანგრძლივი ქორწინება. მსგავსი მამაკაცები არიან ძალიან კარგი მამები, მაგრამ ურთიერთობებში დომინანტები არიან ქალები. კარგი ამბავი: თუ თქვენ გაქვთ მსგავსი ჭიპი, მაშინ თქვენ ხანგრძლივად იცხოვრებთ.


განსაზღვრეთ ადამიანის ხასიათი მისი ჭიპის ფორმის მიხედვით


თუ ძალიან ჩავარდნილი ჭიპი გაქვთ

გამოდის, რომ თქვენ ხართ ამაყი და ამბიციური პიროვნება. თქვენ არ შეგიძლიათ ცხოვრობდეთ ამ სამყაროში დიდების გარეშე. და ღმერთმა ნუ ქნას, რომ ვინმე თქვენ მაღლიდან გიყურებდეთ, როგორც მაგალითად თქვენ. თქვენხართ ეგოისტი, რომელიც, პირველ რიგში, ფიქრობს მხოლოდ თავის თავზე.

განსაზღვრეთ ადამიანის ხასიათი მისი ჭიპის ფორმის მიხედვით


ნუშის ფორმის ჭიპი

თუ თქვენ ხართ მფლობელი ამდაგვარი ჭიპის, მაშინ თქვენ გაქვთ ნამდვილად ძლიერი ხასიათი და მტკიცე ცხოვრებისეული პოზიცია, მაგრამ თქვენ არ ხართ მარტივი ტიპაჟი.


განსაზღვრეთ ადამიანის ხასიათი მისი ჭიპის ფორმის მიხედვით


თუ ჭიპი რკალის ფორმის გაქვთ

ხართ ლიბერალიზაციის მომხრე და გაქვთ რბილი ხასიათი, და მაინც, თქვენ შეგიძლიათ გადალახოთ ნებისმიერი დაბრკოლება და პრობლემა. ასეთი ადამიანები არიან "როგორც ქვის კედელი!", მაგრამ ამავე დროს გაქვთ ისეთი შესანიშნავი თვისებები, როგორიცაა დათმობის უნარი და რომანტიულობა ...

ფსიქოლოგების მიერ შედგენილი ტესტი გვიჩვენებს ადამიანის ხასიათს ჭიპის ფორმის მიხედვით, მაგრამ თქვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეთ, რომ ეს არის მხოლოდ ზოგადი მახასიათებელი, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ გადაწყვეტილებები და გარკვეული მიმართულება გქონდეთ ცხოვრებაში. სინამდვილეში, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და საბოლოოდ თქვენ უნდა შექმნათ თქვენი ცხოვრება.
Информация к новости
  • Просмотров: 5085
  • Автор: admin
  • Дата: 22 სექტემბერი 2016
22 სექტემბერი 2016

მადლობა (dgiuri.com)

Категория: სტატიები

მადლობა (dgiuri.com)


დღეს არის მადლობის საერთაშორისო დღე :)

სასაცილოა თითქოს, მაგრამ სინამდვილეში ამას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ!

გაიხსენეთ, რამდენ ხალხს აქვს ჩვენთვის სიკეთე გაკეთებული, რამდენს ვუყვარვართ, რამდენი მეგობარი და კეთილისმსურველი გვყავს, რამდენი დამსახურება აქვთ სხვებს ჩვენს მიმართ...

დაურეკეთ, მიწერეთ და მადლობა გადაუხადეთ!

მე მადლობას ვუხდი ჩემს ბებიებს და ბაბუებს, ვინც გამზარდა და წერა/კითხვა მასწავლა, აგრეთვე მანქანის ტარება (თუ არა, ეს რომელიღაც ბიძამ მასწავლა მგონი) და უბრალოდ შრომა - საბოლოო ჯამში ჩემგან ჩამოყალიბდა ის ადამიანი, რომელიც ეხლა აქ ზის და ბლოგზე რაღაც სისულელეებს წერს.

მადლობა მშობლებს, რომ გვერდში მიდგანან ამდენი ხანია და თავისი კრიტიკული შენიშვნებით ცხოვრებას მიხალისებენ.

მადლობა ჩემს მეგობრებს, რომლებიც ... ეუფ, ამას ცალკე პოსტი უნდა მგონი.

მადლობა სკოლის მასწავლებლებს და საერთოდ, მთელს ჩემს სკოლას - თავისუფალ ადამიანად რომ გამზარდეს, იმისათვის.

მადლობა ყველა იმ ხალხს, ვისთანაც ჩემი ცხოვრების განმავლობაში სტუმრად ყოფნა მომიწია (იაპონიიდან დაწყებული ერევნით დამთავრებული) - მათი დახმარებით ახალი ჰორიზონტები დავინახე
(მიუხედავად იმისა, რომ ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქითაც კი ვარ ნამყოფი, სვანეთსა და ხევსურეთამდე ვერ მიმიღწევია)

მადლობას ვუხდი ჩემს მეზობლებს, ჩემს ნათესავებს და ნაცნობებს, თანამშრომლებს და კოლეგებს, კურსელებს და კლასელებს - ამ უკანასკნელებს განსაკუთრებით, იმიტომ რომ ბოლო დროს თითქოს თავიდან დავმეგობრდით, ერთმანეთი ისევ ვიპოვნეთ და ეს ძალიან კარგია (არ არის ცუდი).

მადლობა აგრეთვე... ჩემს მტრებს. ხალხს, ვისაც ჩემი შურს. იმათ, ვინც არ მიცნობს და ვერსაოდეს გამიცნობს. ვისაც უნდა, რომ ხელი და ფეხი მომტყდეს. ვისაც არ უნდა, რომ რამე წარმატებას მივაღწიო. ბოროტ და უბრალოდ, სულელ ხალხსაც ვუხდი მადლობას - თქვენი დამსახურებაცაა იმაში, თუ ვინ ვარ მე, და რა ადამიანი დავდექი (ამ ყველაფერს ისე ვწერ, თითქოს ეხლა გავხდი 18 წლის და თავი მომაქვს...)

ხოო, ჩემი საიტის ძვირფას სტუმრებსაც მადლობა ბევრი კომენტარისათვის :)

მეგობრებს კი მაინც ყველაზე განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ.
Информация к новости
  • Просмотров: 3159
  • Автор: admin
  • Дата: 29 აპრილი 2016
29 აპრილი 2016

დიდი პარასკევი - იესო ქრისტეს წმიდა ვნებათა ხსენება

Категория: სტატიები

დღეს დამოეკიდების ძელსა, რომელმან დაჰკიდა ქვეყანა წყალთა ზედა; გვირგვინსა ეკალთაგან დაიდგამს ანგელოსთა მეუფე; ტყუილსა ძოწეულსა შეიმოსს, რომელმან შეჰმოსნა ცანი ღრუბლითა; ყვრიმლის-ცემასა ნებსით თავს-დებს, რომელმან იორდანეს განათავისუფლა ადამ; სამსჭვალითა განიმსჭვალვის სიძე ეკლესიისა; ლახვრითა განიგმირვის ძე იგი ქალწულისა; თაყვანის-ვჰსცემთ ვნებათა შენთა ქრისტე, თაყვანის ვჰსცემთ ვნებათა შენთა ქრისტე, თაყვანის ვჰსცემთ ვნებათა შენთა ქრისტე, გვიჩვენენ ჩვენ დიდებულიცა შენი აღდგომა.

დიდი პარასკევი - იესო ქრისტეს წმიდა ვნებათა ხსენება


დღეს კაცობრიობამ ღმერთს სიკვდილი მიუსაჯა. დღეს მოხდა ღმერთის საშინელი განსჯა... სამყაროს არასდროს უხილავს ასეთი უმანკო განსასჯელი და ასეთი საშინელი მსაჯული: არასდროს დაუცინიათ ღმერთისთვის ასე საშინლად. მოხარხარე ჯოჯოხეთი ჩასახლდა დღეს ადამიანში და დასცინა ღმერთსა და ყოველივე ღვთაებრივს. დღეს დასცინეს მას, ვისაც არასდროს გაუცინია. დღეს დაამცირეს ის, ვინც მოვიდა ჩვენს განსადიდებლად; დღეს ვტანჯავთ მას, ვინც მოვიდა ტანჯვისაგან ჩვენს განსათავისუფლებლად; დღეს სიკვდილს ვანიჭებთ მას, ვინც მარადიული ცხოვრება მოგვიძღვნა.

საკუთარი ხალხისაგან უარყოფილი სამყაროს მეუფე ჯვარზედ აღესრულა; ზეციური სიყვარული გაითელა ადამიანური სიძულვილით; ნათელი ჭეშმარიტი შეურაცხყოფილი იქნა სიცრუითა და ადამიანური ღალატით. რა ჩააცხრობდა ზეციური მამის მრისხანებას, როგორი ღვაწლი გამოისყიდდა კაცობრიობის ამ ახალი ცოდვით დაცემას. რას წარმოადგენდა მთელი სამყარო და თვით ზეციური ძალები ძე ღმრთისას დანთხეული სისხლის თუნდაც ერთი წვეთის წინაშე?.. გოლგოთიდან ყველაფერი ხელისგულივით მოჩანდა. ნათელი იყო ყოველივე და სამყარო განაჩენს ელოდა. განაჩენი წარმოითქვა ნაგვემი, შეურაცხყოფილი, ტანჯული ძე კაცისას მიერ: „მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“.

აღსრულდა რაღაც დიადი, განუზომლად მნიშვნელოვანი და იდუმალი. მოხდა დაცემული ადამის აღდგინება, ქრისტეში ადამიანის ღმერთთან შეერთება, ცოდვების წარხოცვა, სიცოცხლის განახლება. მამის მიერ მოცემული საქმე აღასრულა ძემ. მამისადმი სრული მორჩილების გზა ბოლომდე განვლო. აღსრულდა ადამიანური სიმართლეც: ის სიყვარული, რაც ერთმა შეიძლება ყველას მისცეს, მიეცა ქვეყანას; ის ბოროტება, როგორიც შეიძლება ამ სოფელმა ერთს დაატეხოს, ქრისტეს ხვედრი შეიქნა. კაცობრიობამ გოლგოთაზე გაასამართლა ქრისტე, მაგრამ გოლგოთაზევე გასამართლდა კაცობრიობაც. გოლგოთაზევე დასრულდა ადამის მოდგმის ქრისტიანობამდელი ისტორია. მართალია, იუდეველებმა ჯვარს აცვეს უფალი, მაგრამ სამაგიეროდ თითქმის მთელმა მაშინდელმა წარმართულმა სამყარომ თაყვანი სცა ჯვარცმულს, როგორც ღმერთს და ამით ქრისტეს ვნების გზა სამყაროს გადარჩენის, ბოროტებისა და ცოდვის უფსკრულიდან მისი აღმოყვანის გზად აღიარა. ქრისტეს ჯვართან ჯვარცმისას შეკავშირდა სამყაროს მთელი ბოროტება და იქვე, ჯვარცმისას, ჯვართან მოხდა ამ ბოროტების დამარცხება. დამარცხება, ასე რომ სწყუროდათ ბოროტებისა და ძალადობის გარემოცვაში მცხოვრებ სიმართლის მაძიებელთ.

ქრისტეს ჯვრით დასრულდა ძველი ცხოვრება და დაიწყო ახალი, რომელშიც აღორძინდა ადამიანის სული. გოლგოთაზე ნათლად გამოიკვეთა საშინელება გზისა, კაცობრიობა რომ ვიდოდა ქრისტემდე. ადამიანს საშუალება მიეცა სინანულისა. გოლგოთა იყო ბრძოლა სიკეთისა ბოროტებასთან, ნათლისა ბნელთან, ქრისტესი ამა სოფლის თავადთან.

და ქრისტემ სძლია ამ სოფელს!
Информация к новости
  • Просмотров: 6942
  • Автор: admin
  • Дата: 9 აპრილი 2016
9 აპრილი 2016

9 აპრილი - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე

Категория: სტატიები

9 აპრილი - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე


საქართველოს უახლეს ისტორიაში 9 აპრილი შევიდა როგორც დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ. ამ დღეს ქართველი ერის ზეიმს სევდის ელფერიც დაჰკრავს... ეს დღე 1989 წლის 9 აპრილს მთავრობის სასახლესთან საბჭოთა არმიის ნაწილების მიერ სასანგრე ნიჩბებით აჩეხილი გოგო-ბიჭების ხსოვნის დღეც არის...

ერთ-ერთ მიტინგზე თამრიკო ჭოველიძის მამას უკითხია ჩემი ქალიშვილი ტყუილად ხომ არ დაღუპულაო...


არა! ტყუილად არ დაღუპულა! ათასობით ხალხი დაიხოცა აფხაზეთში, მაგრამ ომი მაინც წავაგეთ! ამ გოგო-ბიჭების სიკვდილით კი 9 აპრილის ომი იქნა მოგებული!

ბატონმა ზვიადმა და საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და 9 აპრილი, 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა, ამით მათ არა მარტო ქართველი ერი, არამედ ჭირისუფლებიც გაამხნევეს და უკვდავჰყვეს დაღუპულთა სახელები ამ დღესთან ერთად!

სამარადისო ხსოვნა მათ:

აზა ადამია
ნათია ბაშალეიშვილი
ეკა ბეჟანიშვილი
ნატო გიორგაძე
თამუნა დოლიძე
თინა ენუქიძე
ნინო თოიძე
ზაირა კიკვიძე
მანანა ლოლაძე
თამარ მამულაშვილი
მამუკა ნოზაძე
ნანა სამარგულიანი
მარინე ჭყონია-სამარგულიანი
ელისო ჭიპაშვილი
თამარ ჭოველიძე
მზია ჯინჭარაძე
ნოდარ ჯანგირაშვილი
მანანა მელქაძე
გია ქარსელაძე
შალვა ქვასროლიაშვილი

გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!

ყველაფერი კი 4 აპრილს სამედიცინო ინსტიტუტიდან აგორებული მანიფესტაციით დაიწყო! ქართველი სტუდენტი ახალგაზრდობის მოთხოვნას მთელმა საქართველომ დაუჭირა მხარი! არ დარჩენილა მთელ საქართველოში ერთი საწარმოც კი რომელიც არ გაიფიცა და არ შეუერთდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნას! გაიფიცნენ და სოლიდარობას უცხადებდნენ ზღვაში გასული თევზსაჭერი გემებიც კი... საოცარი სიყვარული, საოცარი ერთსულოვნება და პატივისცემა იგრძნობოდა ერთმანეთის მიმართ!

ფეხზედამდგარი საქართველოს შეჩერება შეეძლო მხოლოდ უხეშ ძალას და 9 აპრილის გამთენიისას, საბჭოთა არმიის ნაწილება სისხლიანი დილა გაუთენეს სრულიად საქართველოს, მაგრამ მტერმა ერის დამორჩილება და დაჩოქება მაინც ვერ შესძლო!

ამ წერილის ბოლოს შემოგთავაზებთ ლექსს, დაწერილს სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის მაშინდელი სტუდენტის ნანი აბულაძის მიერ, იგი წაკითხულ იქნა მიკროფონით 9 აპრილის გამთენიისას მომიტინგეთა წინაშე, რამდენიმე წუთის შემდეგ კი ჯალათთა მიერ გაშვებულმა მომწამვლელმა გაზმა კინაღამ სიცოცხლეს გამოასალმა ავტორი!

ქართველი მამულში ათამადეთ,
სტუმარი ვერ გასწევს თამადობას!
სხვა რჯული ვერა იქმს დავითობას,
სხვა რჯული ვერა იქმს თამარობას!

ქართველებს მამული დაანებეთ,
განწირულს ღვთის მადლი ლოცავს;
მის მიერ აგებულ ტაძარში,
ქართულად ათქმევინეთ ლოცვა!

ამინ!
Информация к новости
  • Просмотров: 663
  • Автор: admin
  • Дата: 3 აპრილი 2016
3 აპრილი 2016

ტაქსი გამოძახებით

Категория: სტატიები

ტაქსი გამოძახებით


ტაქსი გამოძახებით "ნოსტალგია"
ტელ: 2200 200


ტაქსი გამოძახებით "სერვის ლუქსი"
ტელ: 2535 535


"ტაქსი დავინჩი"
ტელ: 210 50 50; 555 55 12 67


ვებ-გვერდი
"09 თბილისის ტაქსი"
ტელ: 09; 237 50 87


"ომეგა ტაქსი"
ტელ: 0790 37 77 37; 237 78 77


ვებ-გვერდი
ტაქსი გამოძახებით "ტაქსი გრუპი"
ტელ: 274 74 74; 591 18 91 91


ტაქსის გამოძახების სამსახური "Maxim"-ი
ტელ: 2 60-60-60


ვებ-გვერდი
ტაქსი გამოძახებით “GIG TAXI”
ტელ: 278 78 78; 273 79 30


ტაქსი გამოძახებით "პეგასი 2009 "
ტელ: 2 37 80 66


"TAXI CALL CENTRE"
ტელ: 2 300 200


"CITY-TAXI"
ტელ: 2 474 474; 2 474 477; 593 774 474
Информация к новости
  • Просмотров: 711
  • Автор: admin
  • Дата: 10 თებერვალი 2016
10 თებერვალი 2016

თამარ მეფე

Категория: სტატიები

თამარ მეფე


თამარი გამოსახული ვარძიის მონასტრის ერთ-ერთ ფრესკაზე

თამარ მეფე

თამარი, თამარ მეფე (დ. დაახ. 1160 — გ. 1213, შესაძლოა 1210 ან 1207) — საქართველოს მონარქი 1184 წლიდან, გიორგი III-ის ასული, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის წარმომადგენელი. თამარს საქართველოს ოქროს ხანაში მოუწია მეფობა და უაღრესად წარმატებული მმართველი აღმოჩნდა. თამარი ატარებდა ტიტულს: "მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი". მემატიანე მას მოიხსენიებს, როგორც: "დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა, მესიის მოვლენილი"[საჭიროებს წყაროს მითითებას].
1179 წელს მეფე გიორგიმ თამარი თანამოსაყდრედ გამოაცხადა. 1184 წელს, მეფე გიორგის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყანაში რთული ვითარება შეიქმნა; ფეოდალურმა არისტოკრატიამ დაიწყო ბრძოლა დაკარგული პოლიტიკური პრივილეგიების აღსადგენად. 1185 წელს გავლენიან ფეოდალთა ერთმა ჯგუფმა თამარს, მისი სურვილის წინააღმდეგ, შერთო ანდრეი ბოგოლიუბსკის შვილი იური, რომელიც ქართულ წყაროებში ცნობილია "გიორგი რუსის" სახელით. ორი-ორნახევრი წლის შემდეგ თამარი განქორწინდა და იური საქართველოდანაც განდევნეს. მეფე თამარი მეორედ დაქორწინდა დაახლოებით 1189 (ან 1187) წელს დავით სოსლანზე.
თამარის დროს საქართველო კავკასიის უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა. ისტორიკოსთა ერთი ნაწილის აზრით, ეს ძლიერება არ ემყარებოდა ქვეყნის შინაგან საწარმოო ძალთა განვითარებას, გაერთიანებული ფეოდალური მონარქიის ეკონომიკური ძლიერების ძირითად წყაროს სამხედრო ნადავლი და ხარკი შეადგენდა და ქვეყნის გაერთიანება ეფემერული ხასიათისა იყო.[1][2] ისტორიკოსთა მეორე ნაწილის აზრით, გაერთიანებული საქართველოს სიძლიერე შესაფერის სოციალურ-ეკონომიკურ ბაზისს ემყარებოდა. [3][4][5]თამარის მეფობის პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა, რომელთგან განსაკუთრებით აღსანიშნავია 1195 წლის შამქორისა და 1203 წლის ბასიანის ბრძოლები.

თამარ მეფე


გეგუთის სასახლის ნანგრევები. გიორგი III-ის და თამარის სამეფო სასახლე.

ცხოვრების ადრეული წლები

გიორგი III XII საუკუნის 50-იან წლებში ოსთა მეფის, ხუდდანის ასულ ბურდუხანზე დაქორწინდა. ამ ქორწინებას გარკვეული პოლიტიკური მიზანიც ჰქონდა — ჩრდილოეთის მეზობლებთან კავშირის განმტკიცება. თავის მხრივ, ბურდუხანი გამორჩეული ქალი ყოფილა. მას განსაკუთრებული პატივისცემით მოიხსენიებს და დიდ შეფასებას აძლევს ბასილი ეზოსმოძღვარი[6].
1160 წელს გიორგი III-სა და ბურდუხანს შეეძინათ ქალიშვილი – თამარი. თამარმა იმ დროისთვის სათანადო აღზრდა-განათლება მიიღო. თამარს თავისი გონიერებით ადრევე მიუქცევია ყურადღება. მას განსაკუთრებულად მზრუნველობდა მამიდა (დემეტრე I-ის ასული, გიორგი III-ის და) რუსუდანი, რომელიც ხორასნის სულთნის ცოლყოფილი იყო და დაქვრივების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. ფაქტობრივად, თამარი და თავისი და მამიდასთან იზრდებოდნენ.
ორბელთა შეთქმულების შემდეგ მეფე გიორგიმ „შემყრელმან შვიდთავე სამეფოთა მისთამან აწჳა დედოფალთა დედოფალი, ბედნიერი და სჳანი ცოლი მისი ბურდუხან და შვილი მათი თამარ, ნათელი და ბრწყინვალება თუალთა მათთა, და მანიაკი ყოველთა მეფეთა, და გჳრგჳნი ყოველთა ჴელმწიფეთა ... მეფე ყო თამარ, თანადგომითა ყოველთა პატრიაქთა და ებისკოპოზთა, დიდებულთა იმიერთა და ამიერთა, ვაზირთა და სპასალართა და სპასპეტთა ... და დაადგა გჳრგჳნი ოქროსა თავსა მისსა“[7]. ეს მოხდა 1179 წელს. მეფემ დიდიდებულები დააფიცა თამარის ერთგულებაზე.[8] ამის შემდეგ, სახელმწიფოში ცხოვრება ჩვეული წესით გაგრძელდა. გიორგი III კვლავ აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფოს მართვა-გამგეობაში. დაახლოებით ამავე ხანებში გარდაიცვალა ბურდუხან დედოფალი.
მამა-შვილის ერთობლივი მმართველობის ხანაში, 1179 წელს საგანგებო საკანონმდებლო კრება მოუწვევიათ, რომლის მთავარი მიზანი ქვეყანაში გახშირებული პარვისა და ყაჩაღობის მოსპობა იყო. კრებამ ამ დანაშაულის ჩამდენთათვის სასჯელის უმაღლესი ფორმა — ჩამოხრჩობა დააწესა.[9][10][8][11]
1184 წლის 27 მარტს, ვნების კვირის სამშაბათს, კახეთში გარდაიცვალა გიორგი III. თბილისში ისნის ციხეში მყოფ თამარს მამის გარდაცვალება შეატყობინეს. პატრიარქმა და დიდებულებმა სამშვილდეში მყოფ რუსუდანს ამცნეს ეს ამბავი და თბილისში ჩამოიყვანეს. გიორგი III მცხეთაში დაკრძალეს და იმავე წელს გადაასვენეს საქართველოს მეფეთა საძვალეში –გელათში.
გიორგი III-ს მიერ დიდებულებზე მოპოვებულმა მნიშვნელოვანმა გამარჯვებამ ქვეყნის ცენტრალიზებას შეუწყო ხელი. დიდგვაროვანთა უფლებების აღდგენისთვის ხელსაყრელი დრო სწორედ მეფის გარდაცვალების შემდეგ შეიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ თამარი ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეში გამეფდა, დიდგვაროვანმა ფეოდალებმა, ეს საკმარისად არ მიიჩნიეს და მისი ხელახლა მეფედ კურთხევა გადაწყვიტეს.
სწორედ აქედან ჩაეყარა საფუძველი ფეოდალთა პროტესტს სამეფო კარის ჯერ კიდევ გიორგი მესამისეული პოლიტიკის წინააღმდეგ[12][13]. ეს პროტესტი თანდათანობით კიდევ უფრო გამძაფრდა. ფეოდალებმა, „იმიერთა და ამიერთა“, ერთხმად განაცხადეს, რომ ისინი გიორგი III-ის დროს დაწინაურებულ უგვარო მოხელეებს აღარ დაემორჩილებოდნენ. ასეთებად მიიჩნიეს ამირსპასალარი ყუბასარი და მსახურთუხუცესი აფრიდონი. სამეფო კარი დათმობაზე წავიდა და ეს მოხელეები თანამდებობებიდან გადააყენა. ამის შემდეგ ფეოდალებს შორის ამ თანამდებობების ხელში ჩაგდებისთვის ბრძოლა დაიწყო.

თამარ მეფე


მეფობის ადრეული წლები და პირველი ქორწინება
დიდიგვაროვანთა პროტესტი ჯერ კიდევ დასრულებული არ იყო, როცა მეჭურჭლეთუხუცესმა ყუთლუ-არსლანმა, რომელსაც ბევრი თანამოაზრე ჰყავდა, თამარს ახალი მოთხოვნები წაუყენა. მისი მოთხოვნებით ისანში ახალი სახელმწიფო ინსტიტუტი, ე. წ. „კარავი“ უნდა დაარსებულიყო.
ისანში მდებარეობდა მეფის სასახლე და საქართველოს სამეფოს უმაღლესი ინსტიტუტი – სახელმწიფო დარბაზი. დარბაზის მოწვევა მხოლოდ მეფის სურვილზე იყო დამოკიდებული, ამჯერად კი ყუთლუ-არსლანის დასი მოითხოვდა, რომ სასახლის გვერდით კარავი ყოფილიყო დადგმული. ამ კარავში, მეფისგან დამოუკიდებლად და მეფის დაუსწრებლად, სახელმწიფო მართვა-გამგეობასა და უზენაეს მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საქმეები უნდა განხილულიყო. ყუთლუ-არსლანის დასის გეგმით, მეფეს კანონმდებლობითი უფლება უნდა ჩამორთმეოდა და მთლიანად ამ ახალ ინსტიტუტს გადასცემოდა, ხოლო მეფეს მხოლოდ აღმასრულებელი ფუქციები დარჩებოდა. ყუთლუ-არსლანის მოწინააღმდეგეებმა თამარ მეფეს ამ დასის ხელმძღვანელის შეპყრობა ურჩიეს . თამარის მრჩევლებს ეგონათ, რომ ყუთლუს დაჭერა ამბოხებულთა მოძრაობას ჩაახშობდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა.
აჯანყებულებთან მოსალაპარაკებლად თამარ მეფემ კრავაი ჯაყელი და ხუაშაქ ცოქალი, ორი გამოჩენილი მანდილოსანი მიაგზავნა. შეთანხმება ურთიერთდათმობით გახდა შესაძლებელი. „კარავის“ დაარსების იდეა უარყოფილი იქნა, თუმცა, ამის სანაცვლოდ, თამარ მეფემ დარბაზის უფლებები გაზარდა.

უფლებები გაზარდა.
ყუთლუ-არსლანის პოლიტიკური დასის დაშოშმინების შემდეგ, საქართველოს მეფემ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. თამარის ბრძანებით მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელისა და ვაზირის თანამდებობა ანტონმა მიიღო. ამირსპასალარად დაინიშნა სარგის ჯაყელი.[14]
მიუხედავად ამისა, დიდგვაროვანი ფეოდალები მნიშვნელოვან ძალაუფლებას კვლავ ინარჩუნებდნენ. ისინი აქტიურად ერეოდნენ თამარის პირად ცხოვრებაშიც. ეს ნათლად გამოჩნდა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დედოფლის ქორწინების საკითხი დადგა. დიდგვაროვნები თამარის საქმროდ მათთვის მისაღებ კანდიდატურას ეძებდნენ. ასეთად მათ იური ბოგოლიუბსკი (გიორგი რუსი) მიიჩნიეს. თუმცა, ზოგი დიდებული თამარის იური ანდრეის ძეზე დაქორწინების წინააღმდეგი იყო; ისინი თამარს ურჩევდნენ, კავშირი ბიზანტიის მმართველებთან დაემყარებინა, მაგრამ მათი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
უფლისწული იური როსტოვ-სუზდალის დიდი მთავრის, ანდრეის შვილი იყო. ანდრეის გარდაცვალების შემდეგ, სამთავროში ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა. იური სამთავროდან გააძევეს, რის შემდეგაც ჩრდილოეთ კავკასიაში წავიდა[15]. სწორედ იქ მოხდა ქართველი დიდებულების დაკავშირება მასთან. წყაროების მიხედვით, საქართველოს მეფე ამ ქორწინების წინააღმდეგი იყო. „ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი“ გადმოგვცემს თამარის პასუხს შეთავაზებულ წინადადებაზე:
კაცნო, ვითარ ღირს არს შეუტყობელი ეს ქმნად? არა ვიცით კაცისა ამის უცხოსა ქცევა და საქმე, არცა მჴედრობისა, არცა ბუნებისა, და არცა ქცევისა. მაცალეთ, ვიდრემდის განიცადონ ყოველთა სიკიეთე, განა სიდრკუე მისი.
მიუხედვად ამისა, ეს ქორწინება მაინც შედგა. თამარის ორივე ისტორიკოსი ერთხმად აღიარებს, რომ იური უფლისწულს ცუდი ზნე აღმოაჩნდა – მას მემთვრალეობაში, მამათმავლობასა და ზოოფილიაში სდებდნენ ბრალს [17][18][19]. თამარმა აღნიშნულის შესახებ დარბაზს მოახსენა, რომელმაც იური ანდრეის ძის საქართველოდან ექსორიაქმნის (გაძევების) შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. „წარიყვანეს ექსორია-ქმნად, გარნა აურაცხელითა ლარითა, სიმდიდრითა და საჭურჭლითა“[20]. საქართველოდან განდევნილმა იური ბოგოლიუბსკიმ თავი კონსტანტინოპოლს შეაფარა. წყაროთა ცნობით, ეს ფაქტი ქორწინებიდან ორი-ორნახევარი წლის შემდეგ მომხდარა. [21][22]
იური დარბაზის გადაწყვეტილებას არ შეეგუა და 1191 წელს აჯანყება დაიწყო. იგი თავისი მხარდამჭერი რაზმით საქართველოში ერზრუმის გზით შემოვიდა. აჯანყებას ბევრმა დიდებულმა დაუჭირა მხარი, მათგან აღსანიშნავია: გუზანი – კლარჯეთისა და შავშეთის მმართველი, ბოცო – სამცხის სპასალარი და ვარდან დადიანი — მსახურთუხუცესი. აჯანყებულებმა იური გეგუთში გადაიყვანეს და იქ მეფედ გამოაცხადეს. თამარ მეფე თავიდან ამ რთული ვითარების მოგვარებას მოლაპარაკების გზით ცდილობდა, ამ მიზნით მან აჯანყებულებს საგანგებო მოციქულები გაუგზავნა. შეთანხმებას მეამბოხეები არ დათანხმდნენ. თამარის ჯარმა აჯანყებულთა ნაწილი ჯავახეთში, თმოგვსა და ერუშეთის შუა ნაწილში დაამარცხა[23]. როდესაც ქართლში მყოფმა მეამბოხეებმა ჯავახეთის ჯგუფის დამარცხების ამბავი გაიგეს, უბრძოლველად გაიქცნენ თარგი:სად. გამარჯვებულ სამეფო კარს ამბოხებულთა წინააღმდეგ დიდი სისასტიკე არ გამოუჩენია. იური ანდრეის ძე უვნებელი გაუშვეს, ის კვლავ კონსტანტინოპოლში წავიდა.[24] რაც შეეხება სხვა ამბოხებულებს, არც ისინი დაუსჯიათ, როგორც ამას კანონი ითვალისწინებდა, თუმცა ყველა მათგანს თანამდებობები ჩამოართვეს [25].
1193 წელს იური ხელმეორედ შემოიჭრა საქართველოში, ამჯერად რანის მხრიდან, მაგრამ კამბეჩოვანში (ძრირითადად, დღევანდელი ქიზიყის ტერიტორია) ბრძოლისას მარცხი განიცადა.

თამარ მეფე


მეორე ქორწინება
გიორგი რუსის გაძევების შემდეგ თამარის ქმრობის მსურველნი კვლავ გამოჩნდნენ. ესენი იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის უფლისწულები, ქრისტიანები თუ მუსლიმანები. მაგრამ ახალი ქორწინების საკითხის გადაწყვეტა უკვე იოლი აღარ იყო – ბევრი კანდიდატი უარით გაისტუმრეს. საქართველოში ჩამოვდა აღსართან შირვანშაჰი, რომელიც თამარის ქმრობის ღირსად ჩათვლის შემთხვევაში „რჯულის დაგდების“ მზადყოფნაში იყო. თუმცა აღსართანს უარი უთხრეს.
რუსუდან დედოფალი თამარის შესაფერის საქმროდ ოსთა უფლისწულს, დავით სოსლანს მიიჩნევდა. ქართულ ისტორიოგრაფიაში განმტკიცებულია მოსაზრება, რომ დავით სოსლანი ოსეთში დამკვიდრებული ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელი იყო. ეს შტო მომდინარეობს სრულიად საქართველოს მეფის გიორგი I-ისა და ალდე დედოფლისს ვაჟის დემეტრესგან. დემეტრეს დარჩა ძე, რომელიც, ქვეყანაში მიმდინარე მწვავე პოლიტიკური ბრძოლების გამო თავის ბებია ალდესთან ერთად ოსეთში გადაიხვეწა[საჭიროებს წყაროს მითითებას]. მხითარ გოშის ცნობით, „თამარმა, გიორგი მეფის ასულმა, განიშორა პირველი ქმარი, რუსთა მეფის ძე და შეირთო სხვა ქმარი, ალანთა სამეფოდან, თავისი ნათესავი დედის მხრიდან, სახელით სოსლანი, რომელიც გამეფებისას დავითად იწოდა“.
თამარი დავით სოსლანთან ქორწინებას დათანხმდა. ამის შემდეგ, დიდებულები რუსუდან დედოფლისა და „გაზრდილი მისი“ დავითის წამოსაყვანად ოსეთში გაემართნენ. ქორწილის მსვლელობას, რომლის გამართვაც დიდუბის სასახლეში („სანახებსა ტფილისისა“) გადაწყდა, რუსუდანი ხელმძღვანელობდა. დღემდე მოღწეულია თამარის ქორწილისათვის მიძღვნილი ხალხური ლექსები.
ქორწინება 1187 (ან 1189) წელს მოხდა. ამიერიდან, მეფე თამარი და დავით სოსლანი ქვეყნის საშინაო და საგარეო საქმეებს შეთანხმებულად განაგებდნენ.

თამარ მეფე


საგარეო პოლიტიკა
მუსლიმანი მეზობლები
თამარ მეფე ყოველმხრივ ცდილობდა, რომ მამის, გიორგი III-ისა და დიდი პაპის, დავით IV აღმაშენებლის პოლიტიკური კურსი განეგრძო როგორც საშინაო, ისე საგარეო საქმეებში. ამ პერიოდში თურქები უკიდურესად შევიწროებულები იყვნენთარგი:ვისგან. მდგომარეობამ ისინი აიძულა გაერთიანებასა და კოალიციურ ლაშქრობაზე ეფიქრათ. მათ ბაღდადის ხალიფას მიმართეს და განზრახული ლაშქრობის მოწყობაში დახმარება სთხოვეს. ბაღდადის ხალიფა ფაქტობრივად აღმოსავლეთის მუსლიმანური რელიგიის მეთაურად თვლიდა თავს და ქრისტიანების წინააღმდეგ „მართლმორწმუნეთა დასაცავად“ ყოველთვის მზად იყო. ხალიფამ ლაშქრობის მოსაწყობად დიდი თანხები გამოჰყო.
იმ დროისთვის, ირანის ადარბადაგანის მმართველი აბუ-ბაქრი, ერთპიროვნული მბრძანებელი გახდათარგი:სად. სწორედ აბუ-ბექრმა ისარგებლა ხალიფას მატერიალური დახმარებით და მისი მოწოდებაც თავის სასარგებლოდ გამოიყენა. მან აღმოსავლეთის თურქთა თარგი:? დიდძალ ლაშქარს მოუყარა თავი. აბუ-ბექრი პირველად შირვანისკენ გაემართა. შირვანშაჰი აღსართანი და მისი სიძე ამირ-მირმანი ვერ გაუმკლავდნენ მტერს. შირვანი საქართველოს ყმადნაფიცი ქვეყანა იყო, შესაბამისად, საქართველოს შირვანის მიმართ გარკვეული ვალდებულებაც ეკისრა.
საქართველოს სამეფო კარის გადაწყვეტილებით დიდძალი ლაშქარი შეიკრიბა. ქართველთა ლაშქარი ბრძოლისათვის გაემართა, შამქორისაკენ. ცხენოსანთა ლაშქარი მტკვრის მარჯვენა ნაპირიდან დაიძრა და მდინარე ხრამიდან შამქორისწყლამდე მანძილი დღე-ღამეში გაიარა. შამქორის ბრძოლა 1195 წელს გაიმართა
ისტორიული ქალაქი შამქორი მდინარე შამქორისწყლის მარცხენა ნაპირზე მდებარეობდა და მნიშვნელოვანი სავაჭრო პუნქტი იყო. აბუ ბაქრი ქალაქში გამაგრდა, ამიტომ ქართული ლაშქრის მთავარი დარტყმის ობიექტად ქალაქი შეირჩა. ციხესიმაგრეზე შეტევას, ლაშქრის მარჯვენა ფრთა ახორციელებდა. დავით სოსლანის რაზმი ცუდი გზების გამო დაყოვნდა. მისმა მოსვლამ არსებითად შეცვალა ბრძოლის ვითარება. ამ ბრძოლაში გამარჯვება ქართველებს ხვდათ წილად.
მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელში აღმოჩნდა კავკასიის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პუნქტები: განძა, ანისი, კარი, თურქთა გავლენა რეგიონში მნიშვნელოვნად შეცირდა. ციხე-ქალაქი კარი თავისი სიძლიერით გამოირჩეოდა და მთელ ამიერკავკასიაში თურქთა საიმედო საყრდენად ითვლებოდა. ბასილი ეზოსმოძღვარი გადმოგვცემს რომ, „მრავლით ჟამთაგან“ იბრძოდნენ კარისათვის სარგის თმოგველი, შალვა თორელი და მესხნი. მათ კარის ირგვლივ არსებული ყველა ქალაქი და სოფელი დაიმორჩილეს, კარის აღება კი ვერ შეძლეს. თამარ მეფემ ქალაქის ასაღებად დავით სოსლანი გააგზავნა, თვითონ თამარი ჯავახეთში დადგა და აქ დაელოდა „ამბავსა მათსა“. ქართველებმა შეძლეს ციხე-ქალაქის აღება და ეს ტერიტორია უშუალოდ საქართველოს შემოუერთეს. კარის აღებას უდიდესი პოლიტიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან იგი ანის-არზრუმის დიდ სავაჭრო გზაზე მდებარეობდა.
მუსლიმანურმა სახელმწიფოებმა საქართველოს წინააღმდეგ ახალი ლაშქრობის წამოწყება გადაწყვიტეს. ამჯერად ამ ლაშქრობას სათავეში მცირე აზიის თურქული სახელმწიფო, რუმის სასულთნო ჩაუდგა. რუმის სულთანმა რუქნადინმა 400,000 მეომარი შეკრიბა. მან საგანგებო მოციქული გამოუგზავნა თამარს, რომელთაც მეფეს კადნიერი წერილი გადასცეს: «მე ნუქარდინ. სულტანი ყოვლისა ცისა-ქუეშისა უმაღლესი, მიმსგავსებული ძლიერებასა ანგელოზთასა, თანამდგომი ღმრთისა, მოვლინებული მოჰმედისაგან მოგიმცნობ მეფესა ქართველთასა თამარს.
ყოველი დიაცი რეგუენია და შენ გიბრძანებია ქართველთა აღებად ჴრმალთა და ღმრთისაგან საყუარელისა ისლემთა ერისა დაჴოცად მუსულმანთა.
და კუალად ნათესავსა ზედა თავისუფალსა დადებად ხარკი ყმებური. და აწ მე მოვალ, რათა უსაჯო სამართალი სახლსა სპარსთასა და განგწუართო შენ და ერი ეგე შენი არაოდეს კადრებად აღებად ჴრმლისა, რომელი ღმერთსა ჩუენდა უბოძებია. ხოლო ცხოვნებით იგი ოდენ ვაცხოვნო, რომელმან უწინარეს მოსლვისა ჩემისა თაყუანისმცეს წინაშე კარვისა ჩემისა და აღიაროს ქადაგება მოჰამად მოციქულისა, და უარ ყოს სჯული შენი და ჴელითა თჳსითა იწყოს წინაშე ჩემსა ლეწად ჯუარისა, რომლისა მიმართ დაგიცთ ცუდი სასოება, და აწ მოელოდი ნაცვალსა ჩემსა, რომელი შეამთხჳე სპარსთა.
თამარის პირველ ისტორიკოსთან დაცულია ცნობა, რომ რუქნადინის ელჩს წერილის გადაცემის შემდეგ, მეფისათვის უღირსი სიტყვებით მიუმართავს:„უკეთუ მეფემან თქუენმან დაუტეოს სჯული, იპყრას სულტანმან ცოლად; და უკეთუ არა დაუტეოს სჯული, იყოს ხარჭად სულტნისა“. ამ სიტყვებს რომ ამბობდა ელჩი, მხარგრძელი წამოდგა „და უხეთქა ჴელითა პირსა, და ვითარცა მკუდარი დაეცა და იდვა“

თამარის ბრძანებით ჯარის შეკრება დაიწყეს. მეფე ვარძიაში მივიდა და იქ ღვთისმშობელს შეავედრა ქართველების ჯარი.
ქართველთა ლაშქარი ბასიანში მივიდა, სადაც სულთანი იყო დაბანაკებული ბასიანის ბრძოლა 1203 წელს გაიმართა. ხანგრძლივი ბრძოლის დროს ზაქარია გაგელს, შალვა და ივანე ახალხციხელებს ცხენები დაუხოცეს, სარდლებიბრძოლას ქვეითად განაგრძობდნენ. ქართველთა ლაშქარში, ამ ფაქტმა მცირედი არეულობა გამოიწვია თუმცა, დავით სოსლანმა ბრძოლის მიმდინარეობისას მნიშვნელოვანი გადაჯგუფება განახორციელა – მან ცხენოსანთა რაზმი მოწინააღმდეგის გვერდებზე შეტევისთვის მოამზადა, მარცხენა ფრთას თვითონ ჩაუდგა სათავეში, ხოლო მარჯვენაზე ზაქარია მხარგრძელი განაწესა. შეტევა ერთდროულად განხორციელდა. დავით სოსლანის მიერ დასახულმა გეგმამ გაამართლა: მტერი პანიკაში ჩავარდა და ბრძოლა ქართველების გამარჯვებით დასრულდა. ბასიანის ბრძოლაში ქართველების გამარჯვებას, უდიდესი პოლიტიკური ნიშვნელობა ჰქონდა, საქართველომ კიდევ უფრო განიმტკიცა თავისი პოზიციები რეგიონში და სამხრეთის საზღვრები სრულიად გაამაგრა.

ტრაპიზონის იმპერია
თამარ მეფის სახელთანაა დაკავშირებული ტრაპიზონის იმპერიის შექმნა. ძლიერი საქართველოს სამეფო თავის გავლენას ავრცელებდა სამხრეთით, მათ შორის, შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე.
XIII საუკუნის დასაწყისიდან ბიზანტიის იმპერიაში კომნენოსებისა და ანგელოსების დინასტიებს შორის დიდ შინაპოლიტიკური დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რამაც სახელმწიფო ეკონომიკურად დაასუსტა. 1202 წელს დაიწყო მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა, ლიბო შამპანიელის სარდლობით. 1201 წელს, ლიბოს გარდაცვალების შემდეგ, ლაშქრობას ბონიფაცი მონფერატი ჩაუდგა სათავეში. 1202 წელს ჯვაროსნული ლაშქრობის გეგმა შეიცვალა – ეგვიპტის ნაცვლად ჯვაროსნებს ზადარსა და თრაკიაში უნდა ელაშქრათ.
იმავდროულად, რომის პაპმა ინოკენტი III-მ გერმანიის მიერ შელახური რომის სტატუსი გაეძლიერებინა გადაწყვიტა და ჯვაროსნებს დასუსტებული კონსტანტინოპოლის აღება უბრძანა. 1203 წლის ივნისში ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქს ჯვაროსნების ხომალდები მიუახლოვდნენ. 1204 წლის იანვარში ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლს ალყა შემოარტყეს. იმავე წელს შეთქმულებმა ისააკ II ანგელოსი საიმპერატორო ტახტიდან ჩამოაგდეს და დააბრმავეს.
ბიზანტიის იმპერიის დასუსტებით ისარგებლა საქართველოს სამეფო კარმა, საბაბად თარგი:რის ერთი გარემოება იქნა გამოყენებული. ბასილი ეზოსმოძღვარის ცნობით,“ მოიწინეს ოდესმე ჩუეულებისაებრ ქველის-მოქმედებათათჳს ამისთა მონაზონნი შავისა მთისა, ანტიოქიით და კჳპრის ჭალაკით, ეგრეთვე მთაწმიდით და მრავალთა ადგილთათ ”, მეფე თამარს დიდი პატივით მიუღია ისინი. უკან გაბრუნებულ მონაზვნებს, როდესაც მათ კონსტანტინოპოლს მიაღწიეს, ბიზანტიის იმპერატორის, ალექსის კაცები დაუხვდნენ და გაძარცვეს. შეიტყო თუ არა მეფე თამარმა ალექსის საქციელის შესახებ, ბერძენთა მეფის ანგარებითა და მტაცებლობით განრისხებულმა, კეისრის სამაგალითო დასჯა გადასწყვიტა და ფაქტობრივად ომი გამოუცხადა ბიზანტიის იმპერიას. საომარი ოპერაციები შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დაიწყო. 1204 წელს ქართველთა ლაშქრის აქტიური საბრძოლო ქმედების შედეგად ქართველებმა ბერძენბს „წარუღეს ლაზი[კ]ა, ტრაპიზონი, ლიმანი, სამისონი, სინოპი, კერ[ა]სუნდი, კოტიორა, ამასტია, ერაკლია და ყოველნი ადგილნი ფებლაღონიისა და პონტოსანი“. თამარმა ამ ტერიტორიებისგან შექმნა სამეფო, რომელსაც სათავეში ბაგრატიონთა ნათესავი ალექსი I კომნენოსი ჩაუყენა: «და მისცა ნათესავსა თჳსსა ალექსის კომნიანოსსა ანდრონიკეს შჳლსა, რომელი იყო მაშინ თჳთ წინაშე თამარისსა შემოხვეწილი.»
ქართველი მემატიანის ზემომოყვანილ ცნობას ბიზანტიელი მემატიანე მიხეილ პანარეტიც ადასტურებს
ისტორიიდან ცნობილია, რომ ალექსი და მისი ძმა დავითი საქართველოს სამეფო კარზე იზრდებოდნენ. 1185 წელს ტახტიდან ჩამოაგდეს ანდრონიკე კომნენოსი, რომლის მემკვიდრის მანუელ კომნენოსის მეუღლე გიორგი III-ისა და ბურდუხანის ასული რუსუდანი იყო. სავარაუდოდ, იმავე წელს დაიღუპა მანუელიც. რუსუდანი საქართველოში თავის ორ ვაჟთან ერთად დაბრუნდა.

ჩრდილოეთ კავკასია
XII საუკუნეში საქართველოს შემადგენლობაში მოექცა ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიებიც. საქართველოს მეფეები მჭიდრო კავშირს ამყარებდნენ, ჩრდილოეთით მოსახლე ხალხთან. თამარის მეფობის ბოლო წლებში იმიერკავკასიელი მთიელები, საქართველოს მეფის ყმადნაფიცები იყვნენ და საქართველოს კულტურულ გავლენას განიცდიდნენ. ამას მეტყველებს ჩრდილოეთ კავკასიაში აღმოჩენილი მრავალი ქართული წარწერა.
მთიელი (ფხოველები და დიდოელები) 1212 წელს თმარს განუდგნენ. ამ მასშტაბური აჯანყების შესახებ ცნობებს იძლევა „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“: «ამ ამბების აღწერისას მემატიანე ხაზს უსვამს განდგომილ მთიულთა სარწმუნოებასაც და გვაძლევს მათ მოკლე დახასიათებას: „ხოლო ფხოველნი ჯუარის მსახურნი არიან და ქრისტიანობასა იჩემებენ. ამათ იწყეს რბევად და ჴოცად და ტყუეობად ცხადად და ღამით.»
საქართველოს ხელისუფლებამ მთელი სერიოზულობით შეაფასა მთიელთა გამოსვლა. მეფე თამარმა დამსჯელ ექსპედიციას სათავეში ივანე ათაბაგი ჩაუყენა. სამეფო ხელისუფლებამ აჯანყებულ მთიელთა წინააღმდეგ მეფის მხარეს მყოფი მთიელები გამოიყენა, სამეფო ხელისუფლების ლაშქარს, აჯანყების ჩახშობისშთვის სამი თვე დასჭირდა: «მოუწოდა მეფემან ათაბაგსა და ყოველთა მთეულთა ... მისცა ათაბაგსა და წარავლინა მათ ზედა. ხოლო ივანე გონიერად ყო: აღვიდა მთასა ჴადისასა და წარვლო წუერი მთისა, წარდგა მთასა ფხოველთასა და დიდოთასა, რომელი არავის ექმნა, არცა პირველ, არცა შემდგომად, რამეთუ ერთ–კერძო დაურჩა დურძუკეთი და ერთ–კერძო დიდოეთი და ფხოეთი. ცნეს რა მისვლა ათაბაგისა, მოვიდეს ძღუნითა მეფენი დურძუკთანი, მოსცეს ლაშქარი და დაუდგეს გუერდსა. და იწყეს ზეიდაღმან ბრძოლად, და რბევად, და კლვად, და ტყუეობად და დაწუად; მოსწყჳდეს ურიცხჳ კაცი დიდოი და ფხოვი, და დაყვნეს სამნი თუენი: ივნის, ივლისი და აგჳსტოსი. მაშინ შეიწრებულთა ათაბაგისათა მოსცეს მძევლები და აღუთქუეს მსახურებად ხარაჯა, და პირი სიმტკიცისა აღუთქუეს. წარმოასხეს მძევლები, ქმნეს ზავნი და ესრეთ გამარჯუებითა მოვიდა ივანე მეფეს წინაშე და რქუა: „ძლიერო მეფეო! იქმნა ბრძანება შენი, მოვაოჴრენ ურჩნი შენნი დოდოეთი და ფხოეთი.»
როგორც ისტორიკოსები ვარაუდობენ, სწორედ აღნიშნული დროიდან, XIII საუკუნიდან უნდა მომხდარიყო ფხოვის, ფშავისა და ხევსურეთის რეგიონებად განცალკევება

თამარ მეფე


მეფე თამარის სახელით მოჭრილი მონეტა.

ოქროს ხანა
ეკონომიკა
თამარის პოლიტიკურ წარმატებასთან ერთად, მის დროს საქართველო ეკონომიკურად მნიშვნელოვნად განვითარდა. დადასტურებულია, რომ იმ პერიოდში სასოფლო-სამეურნეო საქმეში აქტიურად გამოიყენებოდა წყლის წისქვილი.[46] დაწინაურებული იყო სოფლის მეურნეობა, რასაც იმდროინდელ საქართველოში არსებული მრავალი სარწყავი არხი ადასტურებს. თამარის დროინდელ საქართველოში, დიდი სარწყავი არხები იყო გაყვანილი ტირიფონის ველზე (იხ. ტირიფონის არხი), რუის-ურბნისის მიდამოებში, მუხრანში (იხ. მუხრანის არხი), სამგორში, კახეთსა და საქართველოს სხვა ადგილებში. ეს ყველაფერი კარგ პირობებს ქმნიდა მარცვლეული კულტურის, მევენახეობის და მეხილეობა-მებაღეობის განვითარებისთვის. ამავე პერიოდში აგებდნენ, აგრეთვე საქალაქო წყალსადენებსაც.
მაღალგანვითარებულ სოფლის მეურნეობასთან ერთად დაწინაურებული იყო ხელოსნობაც, რაც, თავის მხრივ, ვაჭრობის განვითარების საფუძველს ქმნიდა. განვითარებული იყო საშინაო და საგარეო ვაჭრობა. ხელოსნური წარმოებისა და ვაჭრობის დაწინაურებამ საქალაქო ცხოვრების აღმავლობა განაპირობა. ამ პერიოდის საქალაქო ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ცენტრები იყო თბილისი და ქუთაისი. ამ პერიოდის საქართველოში, განსაკუთრებით, განვითრებული იყო თიხის ჭურჭელის წარმოება. თამარის დროს, უბრალო თიხის ჭურჭელთან ერთად დიდი რაოდენობით მზადდებოდა მოჭიქული ჭურჭლები. საქართველოში აგრეთვე ფართოდ იყო გავრცელებული სპილენძისა და ოქრო-ვერცხლის ჭურჭლის წარმოება.
თამარ მეფის დროინდელ საქართველოს, მნიშვნელოვანი სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა მეზობლებთან – არაბეთთან, ბიზანტიასთან და სხვა სახელმწიფოებთან. საქართველოში მუსლიმანური ქვეყნებიდან იმპორტის სახით შემოჰქონდათ, სხვადასხვა სახის ქსოვილები
თამარის ეპოქის ეკონომიკურ ცხოვრებაში ფული აქტიურ როლს ასრულებდა. თბილისში საუკუნეთა მანძილზე არსებობდა ზარაფხანა. ზარაფხანა იყო აგრეთვე ქუთაისშიც. სხვადასხვა პერიოდში, საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე, თამარ მეფის დროს მოჭრილი არაერთ მონეტა აღმოუჩენიათ. 1961 წლის შემოდგომაზე სოფელ ნიჩბისში (მცხეთის მუნიციპალიტეტი) აღმოაჩინეს სპილენძის მონეტების განძი (1460 ცალი), რომელიც, ძირითადად, XII საუკუნისა და XIII საუკუნის დასაწყისის ქართული მონეტებისაგან შედგებოდა. განძში უხვად იყო თამარის დროს მოჭრილი მონეტები. ნიჩბისში აღმოჩენილი მონეტების მცირე ნაწილი ყალბი იყო

სოციალური თვალსაზრისით, XII საუკუნეში გაქრა არსებითი განსხვავება „გლეხსა“ და „ყმას“ შორის. გლეხი უკვე ფეოდალის მიწაზე მუშაობდა და მის სასარგებლოდ ბეგარას იხდიდა და სხვა სამსახურ-ვალდებულებებს ასრულებდა. გლეხობის ფართო და მრავალფეროვანი სოციალური ფენა რიცხობრივად იზრდებოდა. ერთიანი საქართველოს სიძლიერე შესაბამის სოციალურ-ეკონომიკურ ბაზისს ემყარებოდა.

განათლება და კულტურა
XII-XIII სს. ერთიანი და ეკონომიკურად ძლიერი ფეოდალური საქართველოს განათლებამ და კულტურამ მაღალ დონეს მიაღწია. ქართულმა კულტურამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების საქმეში.
ქვეყნის მაღალ განვითარებას განსაზღვრავდა სწავლა-აღზრდის საქმე. თამარის დროს სკოლები ძირითადად ეკლესია-მონასტრებთან არსებობდა
Информация к новости
  • Просмотров: 885
  • Автор: admin
  • Дата: 30 ივნისი 2015
30 ივნისი 2015

5 ქვეყანა, სადაც 'კაპიკებად' შეგიძლიათ დასვენება

Категория: სტატიები

5 ქვეყანა, სადაც 'კაპიკებად' შეგიძლიათ დასვენება


1- ტაილანდი
ამ მშვენიერ ქვეყანაში ყველა ტურისტი თავს ბედნიერად გრძნობს, მით უფრო, რომ ტაილანდში პატარა ოთახის დაქირავება თვეში სულ რაღაც 30-დან 50 დოლარამდე შეგიძლიათ.
ტურისტებისთვის მომხიბვლელია ისიც, რომ იაფი ღირს პროდუქტებიც. შესაძლოა, მთელი თვის განმავლობაში კვებაში მხოლოდ 50 ლარამდე დახარჯოთ, თუმცა, ცხადია, არ იგულისხმება რესტორანში ჭამა.

2 - კამბოჯა
შემდეგი ჩვენს სიაში კამბოჯაა. იქ კარგი საცხოვრებელი დაახლოებით, 200 დოლარი დაგიჯდებათ. აქაც, ისევე, როგორც ტაილანდში, საკვები მნიშვნელოვნად დაბალფასიანია.
რაც შეეხება თავად კურორტს, არსებული დაბალი ფასები განპირობებულია იმით, რომ იქ ჩასვლა ბევრს ეშინია, თუმცა დღეისათვის, როდესაც სამოქალაქო ომი წარსულს ჩაბარდა, შიში უსაფუძვლოა. დაბალ ფასებთან ერთად, ტურისტებს კამბოჯელების სტუმართმოყვარეობაც მოხიბლულს დატოვებს.

3 - ფილიპინები
კამბოჯაზე მეტად ფასობს საცხოვრებელი ფართის დაქირავება ფილიპინებში, თუმცა, გააჩნია ზონებსა და ადგილის პრესტიჟულობას. საბოლოო ჯამში, ცენტრალურ ადილზე 350, ტუსისტულ ზონაში 200 დოლარი, ხოლო ყველაზე წყნარ და ტურისტული ზონისგან მოშორებულ ტერიტორიაზე 50 დოლარი ღირს.
საკვები გემრიელი და იაფია, თუმცა, თუ სიგარეტი და დალევაც გხიბლავთ, ამ მხრივ, აქ ძალიან გაგიმართლებთ, ვინაიდან სასმელი და თამბაქო საკმაოდ იაფი ღირს.

4 - კოსტა-რიკა
ძალიან ლამაზი ქვეყანა ძალიან კარგი პირობებით. საოცარი კულტურის მქონე კურორტულ ზონაში დასვენება კვებითა და საცხოვრებელი ადგილის ჩათვლით, ერთი თვის განმავლობაში, 700-დან 800 დოლარამდე შეგიძლიათ.

5 - ბელიზი
ეს არის სახელმწიფო, რომლის შესახებ ბევრ ჩვენგანს ძალიან ცოტა რამ თუ სმენია. ის მექსიკისა და გვატემალას შორის მდებარეობს. ბელიზის აღმოსავლეთით კი კარიბის ზღვა და კარიბის კუნძულები მდებარეობს.
გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ეს დასვენების მსურველთათვის ნამდვილად საოცნებო მხარეა და განსაკუთრებით მათთვის, ვინც დაივინგითაა გატაცებული. აქ მშვენიერი ბუნებისა და კარგი კლიმატური პირობების ფონზე თვეში საშუალოდ, 500 დოლარი დაგიჯდებათ საცხოვრებელი ადგილის ნახვა.

წყარო - პრესა.ჯი
Информация к новости
  • Просмотров: 1002
  • Автор: admin
  • Дата: 20 ივნისი 2015
20 ივნისი 2015

როგორ დავადოთ ფოლდერს პაროლი (პროგრამების გარეშე)?

Категория: სტატიები / tutorials

როგორ დავადოთ ფოლდერს პაროლი (პროგრამების გარეშე)?


ალბათ ხშირად შეგქმნიათ დისკომფორტი, როდესაც თქვენი ოჯახის წევრებს ან სულაც მეგობრებს უსარგებლიათ თქვენი კომპიუტერით და შესულან ფოლდერში, სადაც ინახავდით პირადულ ფაილებს და შეგქმნიათ უხერხული მდგომარეობა. გასწავლით როგორ დაიცვათ კომპიუტერი ყოველგვარი პროგრამებისა და თავის მტვრევის გარეშე.

შევქმნათ ფოლდერი და პირობითად დავარქვათ OnlyMe. შევიდეთ ამ ფოლდერში და შევქმნათ ახალი ტექსტ დოკუმენტი. თუ არ იცით როგორ შექმნათ ახალი ტექსტ დოკუმენტი მიყევით ინსტრუქციას:

როგორ დავადოთ ფოლდერს პაროლი (პროგრამების გარეშე)?


დააჭირეთ მარჯვენა ღილაკს ნებისმიერ ადგილას (ფოლდერში) >> აირჩიეთ New >> ჩამონათვალში იპოვეთ Text Document

როგორ დავადოთ ფოლდერს პაროლი (პროგრამების გარეშე)?


ამის შემდეგ გახსენით უკვე შექმნილი დოკუმენტი და შიგნით ჩააკოპირეთ შემდეგი ტექსტი:

cls
@ECHO OFF
title Folder Private
if EXIST "HTG Locker" goto UNLOCK
if NOT EXIST Private goto MDLOCKER
:CONFIRM
echo Are you sure you want to lock the folder(Y/N)
set/p "cho=>"
if %cho%==Y goto LOCK
if %cho%==y goto LOCK
if %cho%==n goto END
if %cho%==N goto END
echo Invalid choice.
goto CONFIRM
:LOCK
ren Private "HTG Locker"
attrib +h +s "HTG Locker"
echo Folder locked
goto End
:UNLOCK
echo Enter password to unlock folder
set/p "pass=>"
if NOT %pass%== SheniParoli goto FAIL
attrib -h -s "HTG Locker"
ren "HTG Locker" Private
echo Folder Unlocked successfully
goto End
:FAIL
echo Invalid password
goto end
:MDLOCKER
md Private
echo Private created successfully
goto End
:End

შემდეგ ამ დაკოპირებულ ტექსტში იპოვეთ სიტყვა SheniParoli, რომელიც სპეციალურად მუქად გამოვყავი რათა უკეთ დაგენახათ, წაშალეთ და დაწერეთ თქვენთვის სასურველი პაროლი (!!!გაფრთხილება !!! ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი პაროლი, რომელიც არ დაგავიწყდებათ და რომელიც არ იქნება მარტივად ხელმისაწვდომი თქვენი მეგობრებისთვის ან ოჯახის წევრებისთვის).

მაშ ასე, საქმის 90 % უკვე შესრულებულია. ახლა მოვახდინოთ ამ ტექსტ დოკუმენტის დასეივება შემდეგნაირად:

სულ ზემოთ მარცხნივ იპოვეთ File >> შემდეგ Save As… >> File Name-ში მიუთითეთ locker.bat ხოლო Save as type-ში All Files.

როგორ დავადოთ ფოლდერს პაროლი (პროგრამების გარეშე)?


არ დაგავიწყდეთ ამ უნაკასნკელი მოქმედების შესრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება ფაილის ჩვენთვის სასურველ ფორმატში დასეივება !!!

როგორც ხედავთ, შეიქმნა ახალი ფაილი locker სხვაგვარი ხატულა (icon)-ით. შეგიძლიათ New Text Document წაშალოთ და სავალდებულოცაა რომ წაშალოთ, რადგან შიგნით შეიძლება ცნობისმოყვარე ადამიანმა თვქენი პაროლი აღმოაჩინოს.

დააწკაპეთ ორჯერ locker-ს. ინგლისურად გეკითხებათ: “გინდათ, რომ ფოლდერს პაროლი დავადო?”

როგორ დავადოთ ფოლდერს პაროლი (პროგრამების გარეშე)?


ჩაწერეთ Y და დააჭირეთ კლავიატურაზე Enter-ს. თქვენი ფოლდერი უკვე დაცულია. ახლა ისღა დაგრჩენიათ ისევ დააჭიროთ locker-ს და ჩაწეროთ თქვენი პაროლი, რომელიც მიუთითეთ და აღმოაჩენთ, რომ გამოჩნდება ფოლდერი სახელით Private. ეს ის ფოლდერია სადაც თქვენ ამიერიდან შეგიძლიათ შეინახოთ ის პირადი ფაილები, რომელსაც ვერავინ მიაგნებს თქვენს გარდა.

P.S. დაიმახსოვრეთ აუცილებლად, ამ ფოლდერში მუშაობის და ფაილების შენახვა/წაშლის თუ მსგავსი ოპერაციების შემდეგ, კვლავ დააჭიროთ locker ფაილს > ჩაწერეთ Y და დააჭიროთ Enter-ს რათა კვლავ მოხდეს ფოლდერის დალუქვა. ეს თუ დაგავიწყდათ, იგივეა რაც თქვენს ოფისში სეიფი გააღოთ, ფული შეინახოთ და დახურვა დაგავიწყდეთ.

დიდი მადლობა ყურადღებისთვის და გისურვებთ უსაფრთხო ცხოვრებას.
Информация к новости
  • Просмотров: 1082
  • Автор: admin
  • Дата: 8 ივნისი 2015
8 ივნისი 2015

მუსიკის გადმოწერა Youtube-დან

Категория: სტატიები / tutorials

ყველამ კარგად ვიცით თუ რას წარმოადგენს Youtube და რა ადგილი უჭირავს მას ზოგადად ინტერნეტ სივრცეში. Youtube-ზე მოგზაურობისას აუცილებლად გაგიჩდებოდათ სურვილი თქვენს მიერ მოწონებული სიმღერის (მხოლოდ სიმღერის ან ხმის და არა ვიდეოს) გადმოწერისა.

რა შეიძლება გავაკეთოთ ამ შემთხვევაში? ეს პროცედურა ძალიან მარტივია და მხოლოდ რამოდენიმე ეტაპს მოიცავს. ამის გასაკეთებლად არ დაგჭირდებათ არანაირი პროგრამა, რომლის გადმოწერა და დაყენება დიდ დროს მოითხოვს. მუსიკის (და ზოგადად ვიდეოზე თანდართული საუბრის) გადმოწერა Youtube–დან სხვადასხვა ვებ–გვერდების დახმარებითაა შესაძლებელი და სულ რამოდენიმე წუთს მოითხოვს.

ინსტრუქცია მუსიკის გადმოსაწერად:

შეარჩიეთ სასურველი ვიდეო Youtube-ზე;
დააკოპირეთ (Copy) არჩეული ვიდეოს ბმული.

მუსიკის გადმოწერა Youtube-დან


სურათზე ნაჩვენებია ბმულის დაკოპირების პროცედურა

შედით ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ საიტზე: video2mp3.net; vidtomp3.com; youtube-mp3.org; listentoyoutube.com;
დაკოპირებული ლინკი ჩასვით არჩეულ საიტზე ბმულისათვის გამოყოფილ გრაფაში;
მუსიკის გადმოწერა Youtube-დან


სურათზე ნაჩვენებია ვიდეოს კონვერტაცია MP3 ფორმატში

დააჭირეთ ღილაკს კონვერტაციას (რომელიც სურათზე შავი ისრით არის მითითებული);
დაელოდეთ ჩატვირთვას და გადმოწერეთ სასურველი ფაილი (გადმოსაწერი ლინკის მოსაპოვებლად საიტზე არსებული რამოდენიმე რეკლამისაგან მოგიწევთ თავის დაღწევა).
გაითვალისწინეთ, რომ ვიდეოს მუსიკალურ ფორმატში გადაყვანისას შესაძლებლობა გეძლევათ აირჩიოთ მუსიკალური ხარისხი. ჩამოთვლილი ვებ-გვერდების გამოყენება შესაძლებელია ასევე ისეთ პოპულარულ რესურსებზე, როგორიცაა Clipfish, Sevenload, Dailymotion, და MySpace.
Информация к новости
  • Просмотров: 775
  • Автор: admin
  • Дата: 6 ივნისი 2015
6 ივნისი 2015

საქართველოს მეფეთა სია

Категория: სტატიები

საქართველოს მეფეთა სია

ქართლის წარმართი მეფეები
1. ფარნავაზი _ ძვ. წ. IV _ III სს.
2. საურმაგი _ ძვ.წ. IIIს
3. ფარსმანი _ ძვ.წ. II ს-ის 50-იანი წლები
4. არტაგი _ ძვ. წ. I ს-ის 60-იანი წლები
5. ფარნავაზ II _ ძვ. წ. I ს-ის 30-იანი წლები
6. მითრიდატე I _ ძვ. წ. I ს-ის 30-იანი წლები
7. ფარსმან I _ ახ. წ. I ს-ის 40-50 –იან წლები
8. მითრიდატე II _ I ს-ის 70-იან წლები
9. ფარსმან II (ქველი) _ II ს-ის 30-50-იან წლები
10. ხსეფარნუგი _ II ს-ის 60-იან წლები
11. რევი I (მართალი) _ III ს-ის II ნახევარი
12. ასფარუგი _ III ს-ის დასასრული ან IV საუკუნის დასაწყისში

ქართლის მეფეები

1. მირიანი _ IV ს-ის I ნახევარი
2. ბაქარ მირიანის ძე _ IV ს-ის 50-60-იანი წლები
3. ვარაზ-ბაქარი მირდატის ძე _ IV ს-ის 70-80-იანი წლები
4. თრდატ რევის ძე _ IV ს-ის80-90-იანი წლები
5. ფარსმან ვარაზ-ბაქარის ძე _ IV - V ს-ის მიჯნა
6. მირდატ ვარაზ-ბაქარის ძე _ V ს-ის 10-იანი წლები
7. არჩილ მირდატის ძე _ V ს-ის 20-30-იანი წლები
8. მირდატ არჩილის ძე _ V ს-ის 30-50-იანი წლები
9. ვახტანგ გორგასალი _ V ს-ის II ნახ. _ 502 (503) წ.
10. დაჩი _ V _VI სს-ის მიჯნა
11. გურგენი _ VI ს-ის I ნახ _ 523 წ.



ერთიანი საქართველოს მეფეები

1. ბაგრატ III _ 975 _ 1014 წწ.
2. გიორგი I _ 1014 _ 1027 წწ.
3. ბაგრატ IV _ 1027 _ 1072 წწ.
4. გიორგი II _ 1072 _ 1089 წწ.
5. დავით IV აღმაშენებელი _ 1089 _ 1125 წწ.
6. დემეტრე I _ 1125 _ 1155/56 წწ.
7. დავით V _ 1155 _ 1156 წწ.
8. გიორგი III _ 1156 _ 1184 წწ.
9. თამარი _ 1184 – 1213 წწ.
10. გიორგი IV ლაშა _ 1213 _ 1223 წწ.
11. რუსუდანი _ 1223 _ 1245 წწ.
12. დავით VII ულუ _ 1246 _ 1270 წწ.
13. დავით VI ნარინი _ 1246 _ 1259 წწ.
14. დემეტრე II თავდადებული _ 1270 _ 1289 წწ.
15. ვახტანგ II _ 1289 _ 1292 წწ.
16. დავით VIII _ 1293 _ 1311 წწ.
17. ვახტანგ III _ 1298, 1302 _ 1308 წწ.
18. გიორგი V _ 1318 _ 1346 წწ.
19. დავით IX _ 1346 _ 1360 წწ.
20. ბაგრატ V _ 1360 _ 1393 წწ.
21. გიორგი VII _ 1393 _ 1407 წწ.
22. კონსტანტინე I _ 1407 _ 1412 წწ.
23. ალექსანდრე I დიდი _ 1412 _ 1442 წწ.
24. ვახტანგ IV _ 1442 _ 1446 წწ.
25. გიორგი VIII _ 1446 _ 1466 წწ.


ქართლის მეფეები

1. კონსტანტინე II _ 1466 _ 1478 წწ.
2. დავით X _ 1505 _ 1525 წწ.
3. გიორგი IX _ 1525 _ 1527 წწ.
4. ლუარსაბ I _ 1527 _ 1556 წწ.
5. სვიმონ I _ 1556 _ 1569 წწ; 1578 _ 1599 წწ.
6. დავით XI _ 1569 _ 1578 წწ.
7. გიორგი X _ 1600 _ 1606 წწ.
8. ლუარსაბ II _ 1606 _ 1615 წწ.
9. ბაგრატ VII _ 1615 _ 1619 წწ.
10. სვიმონ II _ 1619 _ 1631 წწ.
11. თეიმურაზ I _ 1625 1632 წწ.
12. როსტომი _ 1632 _ 1658 წწ.
13. ვახტანგ V _ 1658 _ 1675 წწ.
14. გიორგი XI _ 1676 _ 1688; 1703 _ 1709 წწ.
15. ერეკლე I _ 1688 _ 1703 წწ.
16. ქაიხოსრო _ 1709 _ 1711 წწ.
17. ვახტანგ VI _ 1703 _ 1714 წწ.
18. იესე _ 1714 _ 1727 წწ.
19. ბაქარი _ 1717 _ 1719 წწ.
20. თეიმურაზ _ 1744 _ 1762 წწ.



კახეთის მეფეები

1. გიორგი I _ 1466 _ 1476 წწ.
2. ალექსანდრე I _ 1476 _ 1511 წწ.
3. გიორგი II _ 1511 _ 1513 წწ.
4. ლევანი _ 1518 _ 1574 წწ.
5. ალექსანდრე II _ 1574 _ 1605 წწ.
6. დავით I _ 1601 _ 1602 წწ.
7. კონსტანტინე I _ 1605 წ
8. თეიმურაზ I _ 1606 _ 1648 წწ.
9. არჩილ II _ 1664 _ 1675 წწ.
10. დავით II (იმამ-ყული ხანი) _ 1709 _ 1722 წწ.
11. კონსტანტინე II (მაჰმად-ყული ხანი) _ 1722 _ 1732 წწ.
12. ერეკლე II _ 1744 _ 1762 წწ.
13. გიორგი XII _ 1798 _ 1800 წწ.



იმერეთის მეფეები

1. ბაგრატ II _ 1463 _ 1466 წწ.
2. ალექსანდრე II _ 1484 _ 1510 წწ.
3. ბაგრატ III _ 1510 _ 1565 წწ.
4. გიორგი II _ 1565 _ 1583 წწ.
5. ლევანი _ 1583 _ 1590 წწ.
6. როსტომი _ 1590 _ 1604 წწ.
7. გიორგი III _ 1604 _ 1639 წწ.
8. ალექსანდრე III _ 1639 _ 1660 წწ.
9. ბაგრატ IV _ 1660 _ 1681 წწ. (მონაცვლეობით)
10. არჩილ II _ 1661 _ 1698 წწ. (მონაცვლეობით)
11. ალექსანდრე IV _ 1683 _ 1695 წწ.
12. სიმონი _ 1698 _ 1701 წწ.
13. გიორგი VI _ 1703 _ 1720 წწ. (მონაცვლეობით)
14. ალექსანდრე V _ 1720 _ 1752 წწ.
15. სოლომონ I _ 1752 _ 1784 წწ.
16. დავით II _ 1784 _ 1789 წწ.
17. სოლომონ II _ 1789 _ 1810 წწ.

ავტორი - დავით ჩოჩიშვილი;

ნებისმიერ სასარგებლო რჩევასა და შენიშვნას დიდი მადლიერებით მიიღებს: ch.daviti67@Rambler.ru
Информация к новости
  • Просмотров: 894
  • Автор: admin
  • Дата: 6 ივნისი 2015
6 ივნისი 2015

lomisas salocavi (IX-X ss)

Категория: სტატიები







lomisas salocavi
(IX-X ss)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi
1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია, სამრეკლო და აკლდამები.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

ლომისა წინარექრისტიანული ღვთაება იყო მთიულეთში. სახელწოდებას ხალხურ გადმოცემათა ტრადიცია ლომა ხარს უკავშირებს. მოგვიანებით, ეს კულტი მთვარის ღვთაებას დაუკავშირდა. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ ხარის საკულტო გამოსახულებებს (რქებს) ხშირად ახალი მთვარის მოყვანილობა აქვს. ლეგენდებისა და რიტუალების თანახმად, ლომისა მონადირე, მხედარი ღვთაება იყო.

3. adgilmdebareoba

ლომისას სალოცავი მდებარეობს საქართველოში, მცხეთა–მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მთიულეთში, დაბა ფასანაურიდან ჩრდილო–დასავლეთის მიმართულებით 18 კმ–ში (პირდაპირი მანძილი) მდებარე სოფელ ქვემო მლეთის სამხრეთით, 6–7 კმ–ში, ქედზე.

4. ruka
lomisas salocavi (IX-X ss)


5. istoriuli mimoxilva

ლომისა წინარექრისტიანული ღვთაება იყო მთიულეთში. მას სინკრეტიზაციის გრძელი გზა აქვს გავლილი. სახელწოდებას ხალხურ გადმოცემათა ტრადიცია ლომა ხარს უკავშირებს. საქართველოში, როგორც მიწათმოქმედების ქვეყანაში, ხარის კულტი უძველესი დროიდან იყო ცნობილი. იგი მიწათმოქმედების ფუძემდებლად მიიჩნეოდა. მოგვიანებით, ეს კულტი მთვარის ღვთაებას დაუკავშირდა. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ ხარის საკულტო გამოსახულებებს (რქებს) ხშირად ახალი მთვარის მოყვანილობა აქვს. ლეგენდებისა და რიტუალების თანახმად, ლომისა მონადირე, მხედარი ღვთაება იყო.
მთის გაქრისტიანების შემდეგ მთვარის ტაძრის ადგილზე ქრისტიანული ეკლესია აუგიათ. წარმართული კულტის ნიშნები კი წმ. გიორგის დაუკავშირდა. იგი მეომარია, ქრისტეს მხედარი. ამავე დროს, ხარი, როგორც ცნობილია, მისი ერთ-ერთი სახე-სიმბოლოა.
ლომისის დღესასწაული აღდგომის მე-7 კვირის ოთხშაბათს იმართებოდა (ამჟამადაც იმართება). ამ დღეს მლეთაში მლოცველები მთელი აღმოსავლეთ საქართველოდან იკრიბებოდნენ. დეკანოზები გამოასვენებდნენ დროშას და "ფერხისას" სიმღერით აიტანდნენ მთაზე, სადაც იმართებოდა დღეობა შესაწირავით. ლომისას სახით თაყვანს სცემდნენ საწინამძღვრო ჯვარს, რომელიც ტარზე იყო დამაგრებული და ოთხსავე ბოლოზე სოლარული სიმბოლოები — ბურთები ჰქონდა მიმაგრებული.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

ლომისის წმ. გიორგის ხატის შესახებ არის ერთი ლამაზი ლეგენდა. XIII საუკუნეში ჩვენს სამშობლოს საშინელი განსაცდელი დაატყდა თავს. ხვარაზმელების ლაშქარი, რომელსაც ჯალალ-ედ-დინი სარდლობდა, ორგზის შემოესია ქვეყანას. მტერმა მაშინ არაგვის ხეობაც დაარბია და 7000 არაგველი ტყვედ წაასხა. ტყვეებს თან მთიულეთის მთავარი სიწმინდე - გზოვანის წმინდა გიორგის ხატი წაუღიათ. გადმოცემით, ამ ძლიერ ხატს ხვარაზმელთა (ხორასნელთა) მხარე „შეუკრავს“: დედამიწას ნაყოფი აღარ გამოუღია, ადამიანი და საქონელი გაბერწებულა... ერთი სიტყვით, ქვეყანა დაღუპვის პირას მისულა.
თავზარდაცემულ სულთანს მისნები მოუხმია. მათ მოუხსენებიათ, უბედურების მიზეზი გურჯისტანის ხატიაო. სულთანს მისი დაწვა უბრძანებია. ხატი საკირეში ჩაუგდიათ, მაგრამ იქიდან უვნებლად ამოფრენილა და იქვე მოვლენილი თეთრი ხარის რქაზე დაბრძანებულა. ხარი და ხატი მანამ არ დაძრულან ადგილიდან, სანამ სულთანს ყველა ტყვე არ გაუთავისუფლებია. მაინც დაკლებიათ ერთი კოჭლი დედაკაცი, რომელიც ვიღაც ხორასნელს მოახლედ წაუყვანია. ის ქალიც სასწრაფოდ მოუძებნიათ და ხატიანი ხარიც 7000 ქართველის თანხლებით სამშობლოსკენ დაძრულა. გზად, სადაც კი ხარს შეუსვენია, ხალხს ყველგან ნიში აუგია. ხატი ბოლოს მლეთის მთაზე დამკვიდრებულა, სადაც ახლა სალოცავია. მას ევედრებოდნენ შვილიერებას, თვალის სინათლეს და ა.შ.
არავინ იცის, სად არის ამჟამად ლომისის სასწაულთმოქმედი ხატი. აქაურთა თქმით, შიშიანობის დროს დეკანოზებს იგი გადაუმალავთ და სანაცვლოდ მისი მსგავსი ვერცხლის ხატი მოუჭედინებიათ. გადამალული ხატი ვეღარ უპოვიათ. ასლი ახლა მლეთის ეკლესიაშია დაბრძანებული.

მეორე ლეგენდა ლომისის სალოცავის კარს ეხება. ეს კარი მუხის ხისგან არის დამზადებული და რკინა აქვს გადაკრული. მის შესახებ ასეთ ამბავს ყვებიან: ერთხელ მთაზე მეფის ჯარს შეუსვენია. მოშიებულ მოლაშქრეებს კერძის მოსახარშად შეშა ვერ უპოვიათ, მეთაურის ბრძანებით ლომისის კარი ჩამოუხსნიათ, დაუპიათ და ცეცხლი იმით დაუნთიათ. უჭამიათ თუ არა, ყველა დაბრმავებულა. მეთაური ლომისას შევედრებია, თვალის ჩინი დაგვიბრუნე და ტაძარს რკინის კარს შევაბამო. ჯარს თვალი ახელია და სარდალს მადლობის ნიშნად ეს კარი შეუბამს.
ტაძარში ახლაც ინახება საყელურიანი დიდი რკინის ჯაჭვი. ვისაც აღთქმა აქვს დადებული ან აღთქმის დადება უნდა, ანდა რაიმეს ევედრება წმინდანს, ამ ჯაჭვს კისერზე იდებს და ტაძარს სამგზის შემოუვლის ლოცვით. ერთი ხალხური გადმოცემის მიხედვით, ლომისის ჯაჭვი ბარიდან კისრით ამოუტანია დიდად ცოდვილ დადიანის ქალს. სხვა ვარიანტით, წმინდა გიორგის სასწაულებრივად უხსნია ერთი ქართველი ტყვე და მასაც მადლობის ნიშნად ჯაჭვი, რომელიც ტყვეობაში კისერზე ედო, ლომისის მთაზე ამოუტანია

7. arqiteqturuli aRwera
lomisas salocavi (IX-X ss)

lomisas salocavi (IX-X ss)

lomisas salocavi (IX-X ss)

ა) ლომისას წმ. გიორგის ეკლესია დარბაზულია, რომელსაც სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან (მთელ სიგრძეზე) თანადროული მინაშენები ეკვრის (14,5X7,8მ). განეკუთვნება IX-X საუკუნეებს. ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია. ამჟამად ნახევრად მიწაში და ნანგრევებშია ჩამჯდარი. გადაკეთებულია მრავალჯერ, რის გამოც ინტერიერი მნიშვნელოვნად სახეშეცვლილია, დარბაზის თავდაპირველი გადახურვა შეცვლილია ახალი ცილინდრული კამარით, რომელიც საბჯენ თაღს ეყრდნობა. თაღს გასამაგრებლად შუაში შეყენებული აქვს დიდი სწორკუთხა ბურჯი – გრძივ კედლებზე გადაყვანილი თითო თაღით. დარბაზის დასავლეთ კუთხეებში თაღების პილასტრებია შემორჩენილი. შესასვლელი სამხრეთიდანაა, მინაშენიდან. შესასვლელის პირდაპირ ჩრდილოეთ კედელში მსგავსი კარია, რომელიც დარბაზს ჩრდილოეთ მინაშენთან აკავშირებს. აღმოსავლეთით ექვსი საფეხურით შემაღლებული სწორკუთხა საკურთხეველია, რომელიც დარბაზისგან ფართო პილასტრებითა და მათზე დაყრდნობილი ნახევარ წრიული თაღითაა გამოყოფილი. საკურთხეველი განათებულია აღმოსავლეთი კედლის ღერძზე გაჭრილი თაღოვანი სარკმლით. მსგავსი სარკმელია დასავლეთ კედელშიც. საკურთხევლის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო ყრუ თაღია, რომლებშიც მინაშენებში გამავალი თითო სწორკუთხა კარია მოწყობილი (სამხრეთი კარი ამოშენებულია). ორივე შესასვლელის ზემოთ თითო მცირე ზომის ოთკუთხა ნიშია, მსგავსი თითო ნიშია აღმოსავლეთ კედლის კიდეებთან. საკურთხეველში ორი ტრაპეზის ქვა დგას, ერთი – შუაში, მეორე (შემორჩენილი ნაწილი) – სარკმლის ქვემოთ. შეცვლილია საკურთხევლის გადახურვაც. კუთხეებში, 3 მ სიმაღლეზე, გარდიგარდმო გადებულია ბრტყელი ქვები, რაც კონქის ნახევარწრიულ საფუძველს ქმნის. ეკლესიის ორივე მინაშენი განივი კედლით ორ–ორ ნაწილადაა გაყოფილი. მათგან აღმოსავლეთი ნაწილები მხოლოდ საკურთხეველს უაკვშირდება, დასავლეთისა – დარბაზს. აღმოსავლეთის ორივე სათვსში ორ–ორი თაღოვანი სარკმელია. ერთი სწორკუთხა სარკმელია სამხრეთ მინაშენის დასავლეთ სათავსის დასავლეთ კედელში. სამხრეთ მინაშენის სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილზე მიდგმულია თაღებიანი კარიბჭე, რომლის აღმოსავლეთი და დასავლეთი თაღები ამოშენებულია. ეკლესიას, მინაშენებს და კარიბჭეს ფიქლის სახურავი აქვს.
lomisas salocavi (IX-X ss)

ბ) ეკლესიისსამხრეთით დგას ნატეხი ქვით ნაგები, გვიანდელი შუა საუკუნეების ორსართულიანი სამრეკლო. ამჟამად მისგან მხოლოდ ჩრდილოეთ ნახევარია შემორჩენილი (I სართულის ორივე ბურჯი და II სართულის განაპირა ბურჯების ნაწილი). II სართულზე ბურჯები შედარებით ვიწროა, რომელთა შორის თითო მსგავსი ბურჯი იყო მოთავსებული. სამრეკლოს I სართული გადახურული იყო დაბალი კამარით. II სართულის გადახურვის ფორმა არ დგინდება.
გ) ეკლესიის ირგლივ არსებული აკლდამებიდან ყველაზე უკეთ შემონახულია დასავლეთით მდებარე ერთი აკლდამა, რომელსაც კარი და სარკმელი აქვს. იგი გადახურულია კამარით, რომელიც პირდაპირ იატაკიდან იწყება.
8. Zeglis daqvemdebareba da statusi

ლომისას სალოცავი წილკნისა და დუშეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი არის მოქმედი. არ არის რესტავრირებული;

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა ტ2. 2004წ.
2. ფოტოების ავტორი – ზაზა ქარდავა
Информация к новости
  • Просмотров: 1031
  • Автор: admin
  • Дата: 5 ივნისი 2015
5 ივნისი 2015

უვიზო რეჟიმის ქვეყნები საქართველოს მოქალაქეთათვის

Категория: სტატიები

უვიზო რეჟიმის ქვეყნები საქართველოს მოქალაქეთათვის


უვიზო რეჟიმის ქვეყნები საქართველოს მოქალაქეთათვის. ინფორმაცია მოპოვებულია საერთაშორისო საავიაციო ჯგუფ “star alliance”-ისა და “sky team”-ის მონაცემთა ბაზიდან.
უვიზო მიმოსვლის წესები ხშირად იცვლება, ამიტომ მგზავრობის დაწყებამდე, ნუ ენდობით ბოლომდე წარმოდგენილ ინფორმაციას და გთხოვთ რომ ხელახლა გადაამოწმოთ.
ანტიგუა და ბარბუდა– უვიზოდ 1 თვე
სომხეთი– უვიზო
აზერბაიჯანი– უვიზო
ბანგლადეში– ვიზა ჩასვლისას, ფასი 50$
ბაჰამის კუნძულები – უვიზოდ 3 თვე
ბარბადოსი – უვიზოდ 28 დღე
ბელარუსი – უვიზო
ბოლივია – ვიზა ჩასვლისას ფასი 51$
ბრაზილია – უვზო
ბურუნდი – ვიზა ჩასვლისას (ეს ეხება ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს სადაც ბურუნდის წარმომადგენლობა არ არის)
კამბოჯა – 30 დღიანი ვიზა ჩასვლისას, ფასი 20$
კაპო ვერდე – ვიზა ჩასვლისას (ეხება ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს სადაც კაპო ვერდეს წარმომადგენლობა არ არის)
კუკის კუნძულები – უვიზოდ 31 დღე
კუბა – უვიზოდ 30 დღე
ჯიბუტი – 30 დღიანი ვიზა ჩასვლისას
დომინიკა – უვიზოდ 21 დღე
ეკვადორი – უვიზოდ 90 დღე
ეგვიპტე – 30 დღიანი ვიზა ჩასვლისას
გამბია – ვიზა ჩასვლისას (ეხება ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს სადაც გამბიის წარმომადგენლობა არ არის)
გრენადა – უვიზოდ 3 თვე
ჰაიტი – უვიზოდ 3 თვე
ირანი – 15 დღიანი ვიზა ჩასვლისას (ჩასვლამდე ინტერნეტით მოპოვებული უნდა იქნას ავტორიზაციის კოდი www.mfa.gov.ir)
იამაიკა – ვიზა ჩასვლისას ფასი 20$
იორდანია – ვიზა ჩასვლისას
ყაზახეთი – უვიზო
კენია – 3 თვიანი ვიზა ჩასვლისას
სამხრეთ კორეა – უვიზოდ 30 დღე (იმ შემთხვევაში თუ ჩახვალთ ჟეჯუს კუნძულზე)
კოსოვო – უვიზო
ქუვეითი – 3 თვიანი ვიზა ჩასვლისას
ყირგიზეთი – უვიზო
ლიბანი – 3 თვიანი ვიზა ჩასვლისას
ლაოსი – 30 დღიანი ვიზა ჩასვლისას ფასი 30$ (აუცილებელია მიმწვევის მითითება)
მაკაო – 30 დღიანი ვიზა ჩასვლისას
მადაგასკარი – 90 დღიანი ვიზა ჩასვლისას
მალაიზია – უვიზოდ 1 თვე
მალდივის კუნძული – 30 დღიანი ვიზა ჩასვლისას
მავრიკია – 60 დღიანი ვიზა ჩასვლისას
მიკრონეზია – უვიზოდ 30 დღე
მოლდოვა – უვიზო
მონღოლეთი – უვიზო
მოზამბიკი – 30 დღიანი ვიზა ჩასვლისას, ფასი 25$
ნამიბია – უვიზოდ 3 თვე
ნეპალი – 90 დღიანი ვიზა ჩასვლისას, ფასი 100$
ნიკარაგუა – ვიზა ჩასვლისას
ნიუე – უვიზოდ 30 დღე
პალაუ – ვიზა ჩასვლისას (მაქსიმუმ 90 დღე)
რუანდა – ვიზა ჩასვლისას (ეხება ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებს, სადაც რუანდის წარმომადგენლობა არ არის)
სამოა – 60 დღიანი ვიზა ჩასვლისას
შრი-ლანკა – 30 დღიანი ვიზა ჩასვლისას
სენტ ლუსია– უვიზოდ 6 კვირა
სენტ ვინსენტი და გრენადა – უვიზოდ 1 თვე
სირია– ვიზა ჩასვლისას
ტაჯიკეთი – უვიზო
ტანზანია – ვიზა ჩასვლისას ფასი 50$
აღმოსავლეთ ტიმორის კუნძულები – 30 დღიანი ვიზა ჩასვლისას ფასი 30$
ტოგო – 7 დღიდან 6 თვემდე ვიზა ჩასვლისას (პასპორტი ჩამოგერთმევათ და მეორე დღეს დაგიბრუნდებათ პასპორტი ვიზით)
თურქეთი – უვიზოდ 3 თვე
უგანდა – ვიზა ჩასვლისას ფასი 50$
უკრაინა – უვიზო
უზბეკეთი – უვიზო
ზამბია – ვიზა ჩასვლისას ფასი 50$
Информация к новости
  • Просмотров: 803
  • Автор: admin
  • Дата: 4 ივნისი 2015
4 ივნისი 2015

ბრძნული გამონათქვამები

Категория: სტატიები

ბრძნული გამონათქვამები


“ადამიანები ვერასოდეს მიხვდებიან იმას, თუ რა დიდი სერიოზულობაა სჭირო იმისთვის, რომ იყო მხიარული..”


“ადამიანები ვერასოდეს მიხვდებიან იმას, თუ რა დიდი სერიოზულობაა სჭირო იმისთვის, რომ იყო მხიარული..”

“ადამიანი ადამიანობის ადამიანობით ადამიანობს…” – გოეთე

“ყოველ ადამიანში მზეა-ოღონდ აცალეთ, რომ ანათოს” – სოკრატე

“ძალზე დამღლელია იმ ადამიანთან ურთიერთობა, რომელიც ყოველთვის მართალია” – აგატა კრისტი

“მე მიყვარხარ, არა იმისთვის თუ ვინ ხარ შენ, არამედ იმისთვის, ვინ ვარ მე, როდესაც შენთან ვარ” – გაბრიელ გარსია მარკესი.

“ხშირად ადამიანი მარტოობისას გაცილებით ნაკლებად მარტოსულია” – ბაირონი

“ყველაფრის შეცნობა შეიძლება, თუმცა ყველაზე ძნელი საკუთარი თავის შეცნობაა” – სტენდალი

ნუ ტირი! იმიტომ რომ ეს დამთავრდა, გაიღიმე, იმიტომ რომ ეს იყო…

“ის უნდა შეიყვარო ვისაც უყვარხარ, სხვა შემთხვევაში დაიტანჯები”

“საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა, მოკლე ჭკუის ნიშანია…”

“ცხოვრებაში რაც არ უნდა დიდი გახდე გახსოვდეს რომ შენ პატარა დაიბადე…”

“ფრთხილად აირჩიე ოცნება ის შეიძლება მართლა ახდეს…”

“სიცოცხლე იმით კი არ იზომება, რამდენჯერ ჩაისუნთქავ, არამედ იმით რამდენჯერ შეგეკვრება სუნთქვა…”

“ადამიანები იმიტომ კი არ ცოცხლობენ, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა ასულდგმულებთ, არამედ იმ სიყვარულის გამო, რომელიც მის მიმართ სხვა ადამიანებს აქვთ” – ტოლსტოი

“მეგობარი არასდროს გეტყვის “ხომ გეუბნებოდი” მაშინაც კი, თუ მართლა გეუბნებოდა…” – უენდი ჯინ სმიტი

“სიცოცხლე არაფერია მეგობრების გარეშე” – ციცერონი

“ყველა სიკეთიდან რომელთაც სიბრძნე სრული ბედნიერების მისაღწევად გვთავაზობს, ყველაზე დიდი მონაპოვარი მეგობრობაა” – ეპიკურე

მეგობრობა უსარგებლოა მსგავსად ფილოსოფიის, მსგავსად ხელოვნების…

“მეგობრობა ვერ გადაგარჩენს, იგი უფრო ერთ-ერთია იმ სიკეთეთაგან რომელიც გადარჩენას აზრს ანიჭებს” – კ.ს. ლიუისი

“მეგობრობა სრულქმნის ბედნიერებას და აქარწვაშლიბს უბედურებას, რადგან სიხარულს გვიორმაგებს და უბედურებას გვინახევრებს” – ჯოზეფ ედისონი

“ღმერთმა მოგვცა ნათესავები… მადლობა ღმერთს რომ მეგობრებს ჩვენ თავად ვირჩევთ…” – ეთელ უორტს მამფორდი

“იმდენად მეგობრები არ გვშველიან რამდენადაც იმის რწმენა რომ ისინი გვიშველიან” – ეპიკურე

“თუ მეგობარს სათხოვარი აქვს, სიტყვა “ხვალ” უადგილოა” – ჯორჯ ჰერბერტი

“ნამდვილი მეგობარი ისა ვინც კარში მაშინ შემოდის როცა დანარჩენი სამყარო გადის” – უოლტერ უინჩელი

“როგორც ჩანს ბედნიერება იმისთვისაა შექმნილი რომ მეგობრებს გაუნაწილო” – ჟან რასინი

“თუ არ გსურს უარი მოისმინო, ნურაფერს ითხოვ…” – ჯონ დრაიდენი

“ადამიანი შეიძლება გაანადგურო, მაგრამ ვერ აჯობო” – ერნესტ ჰემინგუეი

“მიიღე ცხოვრება ისეთი როგორიც არის. ”

“კარგი გრძნობაა,გრცხვენოდეს ადამიანების,მაგრამ უმჯობესია საკუთარი თავის გრცხვენოდეს” – ტოლსტოი

“კეთილ ადამიანს ზოგჯერ ძაღლისაც კი რცხვენია” – ჩეხოვი

“ერიდე ყველაფერს, რაც შენს სინდისს არ მოსწონს….” – როლანი

“საკუთარ შეცოდებათა დავიწყება უსირცხვილობას ბადებს….” – დემოკრიტე

“სიმამაცე ბოლომდე შეგნებული პასუხისმგებლობაა” – სოლონი

“ნამდვილი შეცდომებია, რომლებიც არ სწორდება” – კონფუცი

“ის, ვინც სწორად მიმითითებს ჩემს შეცდომებზე ჩემი მასწავლებელია; ის, ვინც სწორად აღნიშნავს ჩემს უტყუარ საქციელს ჩემი მეგობარია; ის, ვინც პირში მეფერება ჩემი მტერია…” – პეტრე პერველი

“ადამიანს,რომელიც წესად მიიჩნევს,აკეთოს მხოლოდ ის,რაც მას სურს,დიდხანს არ გაჰყვება სურვილი,აკეთოს,ის, რასაც აკეთებს” – ვოლტერი

“შური ბედნიერთა მტერია” – ეპიკტეტი

“ლოთობა უგუნურობაში ვარჯიშია” – პითაგორა

“ვინც მარტო რჩება, ის ამქვეყნად არაფერია” – შექსპირი

“გაზიარებული სიხარული ერთიორად მეტი სიხარულია, გაზიარებული მწუხარება ერთიორად ნაკლები მწუხარება…” – ტობენი

“ყველაზე ძნელი და უწყალო მარტოობა გულის მარტოობაა” – ბუასტი

“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

“ეჭვიანობა ქმარს სასაცილოს ხდის, ასულელებს და ცოლის სიყვარულსა და პატივისცემას უმცირებს; ცოლს კი ეჭვიანობა უფრო თავაზიანს ხდის, გონებამახვილობასა და მგრძნობიარობას უმატებს” – ბერნე

“ისტორია რომანია რომელსაც უჯერებენ ხოლმე რომანი კი ისტორიაა,რომელსაც არ უჯერებენ” – ბალზაკი

“როდესაც მეტოქესთან პაექრობის დროს მიხვდები, რომ უფრო სუსტი ხარ,შეწყვიტე კამათი,რადგან თუ ლაპარაკს განაგრძობ,უფრო და უფრო მეტ სისულელეს იტყვი” – გოეთე

“ყველაზე ძნელია საკუთარი თავის შეცნობა,ყველაზე ადვილი სხვებისთვის რჩევის მიცემა” – თალესი

“სინანული არის დიდი წუხილი, იმის გამო, რომ ვართ ისეთები, როგორებიც ვართ” – ებნერ-ეშენბახი

“მამაცობაზე უფრო ხშირად ლაპარაკობენ ლაჩრები, ხოლო კეთილშობილებაზე გაიძვერები” – ტოლსტოი

“ბიზნესზე დამყარებული მეგობრობა უკეთესია, ვიდრე მეგობრობაზე დამყარებული ბიზნესი” – როკფელერი

“ადამიანის გული მუსიკალური ინსტრუმენტია, იგი შეიცავს უდიდეს მუსიკას, მას სძინავს, მაგრამ იგი აქ არის, ელოდება შესაფერის მომენტს, რათა აენთოს, იქნას გამოხატული, იქნას ნამღერი, იქნას ნაცეკვი. ეს წამი წარმოიშობა სიყვარულიდან. უსიყვარულოდ ადამიანი ვერასოდეს გაიგებს, თუ როგორ მუსიკას ატარებდა თავის გულში. მხოლოდ სიყვარულიდან ხდება ეს მუსიკა ცოცხალი, გაღვიძებული… გააგრძელეთ სიყვარულში უფრო ღრმად და ღრმად სვლა და ერთხელაც წააწყდებით თქვენს შინაგან მუსიკას, ამის შემდეგ ცხოვრება არარასოდეს იქნება იგივე… ფაქტიურად ცხოვრება იწყება ამის მერე…” – ოშო

“ადამიანების ცხოვრება სხვადასხვა გზით მიდის, ძნელია დიდი ხნით შეაჩერო ვინმე შენს სიახლოვეს…”

“სამს შეუძლია საიდუმლოს შენახვა, თუ 2 მათგანი მკვდარია” – ფრანკლინი

“უბედური გაჭვაშლიტილი მწერიც ისე იტანჯება, როგორც მომაკვდავი გიგანტი” – შექსპირი

“წახვალ… და როდესაც ჩემზე გკითხავენ, რას ეტყვი ნეტავ? მჯერა რომ გაგახსენდები… და მერე ჩურჩულით იტყვი “მიყვარდა” მაშინ გკითხავენ “რატომ დაშორდთ?” გაგეღიმება, სიიგარეტის ბოლს გამოუშვებ და იტყვი “ჩემი იყო და ვერ ვხვდებოდი”
Информация к новости
  • Просмотров: 786
  • Автор: admin
  • Дата: 26 მაი 2015
26 მაი 2015

26 მაისი –საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

Категория: სტატიები

26 მაისი –საქართველოს დამოუკიდებლობის დღე


26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, რომელიც 1918 წლიდან იღებს სათავეს.
1917 წლის რუსეთში მომხდარ ბურჟუაზიულ რევოლუციას მონარქიის დამხობა და იმპერიის დაშლა მოჰყვა. საქართველოში ამავე პერიოდში შეიქმნა ეროვნული საბჭო, რომელიც, ფაქტობრივად, ქვეყანას მართავდა. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ აირჩიეს ნოე ჟორდანია.

1918 წლის 26 მაისს მიღებულ იქნა “საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი”, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამი იყო: “მრავალ საუკუნეთა განმავლობაში საქართველო არსებობდა, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო. მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს ყოველი მხრით მტრისაგან შევიწროვებული საქართველო თავისი ნებით შეუერთდა რუსეთს იმ პირობით, რომ რუსეთი ვალდებული იყო, საქართველო მტრისაგან დაეცვა. რუსეთის დიდი რევოლუციის მსვლელობამ რუსეთში ისეთი შინაგანი წყობილება შეჰქმნა, რომ მთელი საომარი ფრონტი სრულიად დაიშალა და რუსის ჯარმაც დატოვა ამიერკავკასია. “დარჩნენ რა თავისი ძალღონის ამარად, საქართველომ და მასთან ერთად ამიერკაკასიამ თვით იდვეს თავს საკუთარი საქმეების გაძღოლა და პატრონობა და შესაფერისი ორგანოებიც შეჰქმნეს; მაგრამ გარეშე ძალთა ზეგავლენით ამიერკავკასიის ერთა შემაერთებელი კავშირი დაირღვა და მით ამიერკავკასიის პოლიტიკური მთლიანობაც დაიშალა. ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია შეჰქმნას, მისი საშუალებით გარეშე ძალის მიერ დაპყრობისაგან თავი გადაირჩინოს და დამოუკიდებელ განვითარების მტკიცე საფუძველი ააგოს. ამისდა თანახმად, საქართველოს ეროვნული საბჭო, 1917 წლის ნოემბრის 22-ს არჩეული საქართველოს ეროვნულ ყრილობის მიერ, დღეს აცხადებს:

დამოუკიდებლობის აქტი1)ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

2)დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმა – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაა.

3)საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა.

4)საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას სურს საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით კი – მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან.

5)საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა.

6)საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზე მოსახლე ყველა ერს.

7)დამფუძნებელი კრების შეკრებამდე მთელი საქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნება ეროვნული უმცირესობათა წარმომადგენლებით და დროებითი მთავრობა პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე.

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.

არქივი

აპრილი 2017 (5)
მარტი 2017 (8)
თებერვალი 2017 (5)
იანვარი 2017 (8)
დეკემბერი 2016 (6)
ნოემბერი 2016 (6)
^