File.Pirveli.Ge » გვერდი 2
 
Информация к новости
  • Просмотров: 1037
  • Автор: admin
  • Дата: 14 თებერვალი 2017
14 თებერვალი 2017

არის ვალენტინობა ქრისტიანული დღესასწაული?

Категория: სტატიები

არის ვალენტინობა ქრისტიანული დღესასწაული?


აგერ უკვე რამდენიმე წელია ჩვენში არაეკლესიური საზოგადოება 14 თებერვალს ვალენტინობას (სიყვარულის დღეს) დიდი ზეიმით აღნიშანავს. გაზეთი, ტელევიზია და საკონცერტო აფიშები ამ დღის მოახლოებას თუ დადგომას გვაუწყებენ. საგაზეთო სტატიებიდან და ტელეგადაცემებიდან ვიგებთ, რომ 14 თებერვალი მღვდელი ვალენტინის მოსახსენებელი დღეა, რომელიც შეყვარებულებს ჩუმად აუღლებდა. ვინ იყო ვალენტინი? ის, რასაც ჩვენ დღეს 14 თებერვალს აღვნიშნავთ არის კი ქრისტიანული დღესასწაული?

14 თებერვალს რომის კათოლიკური ეკლესია ორ წმინდანს უკავშირებს: რომაელ მღვდელ ვალენტინს და ტერნის ეპისკოპოსს, აგრეთვე ვალენტინს, ორივე კლავდიუს II მეფობის დროს 269 წ. ეწამა. პირობითად მათი წამების თარიღად 14 თებერვალი იქნა აღიარებული. მათ შესახებ განსხვავებული აზრი არსებობს. კათოლიკე თეოლოგების ერთი ნაწილი თვლის, რომ ისინი განსხვავებული მოწამეები იყვნენ, რომელთაგან ერთი რომიდან 60 კმ დაშორებით, ხოლო მეორე via Flaminiana-ს გზაზე დაკრძალეს. მეორე მოსაზრების მიხედვით აღმოცენდა ერთი მოწამის ორი კულტი, რადგანაც ეპისკოპოსი ვალენტინი სიკვდილით დასასჯელად ჯერ რომში ჩაიყვანეს, ხოლო შემდეგ კი ტერნში გამოასალმეს სიცოცხლეს. წამების შემდეგ ორივე მოწამეს თავი მოჰკვეთეს. 469 წ. რომის პაპმა გელასიუსმა 14 თებერვალი ვალენტინის ხსენების დღედ დააწესა. მისი კულტი უკვე IV ს. წარწერებიდან ჩანს. ვალენტინის თაყვანისცემა, რაოდენობის მიუხედავად, ერთი წმინდანის სახეში გაერთიანდა. ვფიქრობთ, დროთა ვითარებაში სხვადასხვა რწმენა-წარმოდგენებიც შეჯერდა და ვალენტინს დაუკავშირდა. ფიქრობენ, რომ 14 თებერვალს ვალენტინის დღესასწაულს წარმართული ფესვები უნდა ჰქონდეს. ვინაიდან მისი ცხოვრება არ იძლევა ცნობებს, რომელთა მიხედვითაც იგი შესაძლოა არშიყობისა და შეყვარებულთა მფარველი ყოფილიყო (იხ. E.A. Livingstone, Oxford Eoncise Dictionary of the Cristian Church, 2000, p. 601). თუმცა, ვფიქრობთ, მოგვიანებით, ხალხური გადმოცემების მიხედვით, მღვდელი ვალენტინი (და არა ეპისკოპოსი) შეყვარებულთა მფარველად და მეოხად მიიჩნეოდა. ტრადიციის მიხედვით კლავდიუს II (გოთიკუსმა) რომელიც ომებს აწარმოებდა, ჩათვალა რა, რომ დაოჯახებული მეომრები ცუდად იბრძოდნენ, რომის იმპერიაში აკრძალა ახალგაზრდების დაქორწინება. მღვდელი ვალენტინი კი შეყვარებულ წყვილებს ჯვარს სწერდა. იგი ქრისტიანი მოწამეების დახმარებისა და ჯვრისწერების აღსრულებისათვის შეუპყრიათ და სასტიკად უცემიათ. ლეგენდის მიხედვით, ციხეში ყოფნისას იგი დამტყვევებლის ბრმა ქალიშვილს დაახლოვებია და კიდევაც შეჰყვარებია. სიკვდილის წინ მისთვის სასიყვარულო ბარათი მიუწერია, რომელიც ასე მთავრდებოდა: „შენი ვალენტინისაგან“. ალბათ აქედან მომდინარეობს ევროპული ხალხური ტრადიცია, რომლის მიხედვით ვალენტინობას გაგზავნილი ბარათით ვაჟი თავისი რჩეულის ვალენტინი ხდება, ხოლო გოგონა კი ვალენტინა.

მღვდელი ვალენტინი ეპილეფსიით დაავადებულთა მფარველადაც იყო მიჩნეული. გადმოცემის მიხედვით, მას თავად სჭირდა ეს დაავადება.

როგორც ვთქვით, მოგვიანებით ვალენტინი შეყვარებულების მფარველ წმინდანად მიიჩნეოდა. დღემდე ევროპასა და ამერიკაში 14 თებერვალს სასიყვარულო ბარათებს, საჩუქრებს, ყვავილებს, ტკბილეულს უგზავნიან შეყვარებულები ერთმანეთს. ხალხური ტრადიციის მიხედვით ვალენტინი თავის სიცოცხლეში ბავშვებს საკუთარი ბაღიდან ჩუქნიდა ყვავილებს. როდესაც მღვდელი დაატყვევეს, ბავშვები მიდიოდნენ მასთან და სიყვარულის ნიშნად ციხის გისოსებიან სარკმელში ესროდნენ ყვავილებს.

ვალენტინის სასიყვარულო ურთიერთობებთან კავშირს, როგორც თავად ეკლესიის ისტორიის კათოლიკე და პროტესტანტი სპეციალისტები მიიჩნევენ, მისი ხსენების დღეს უძველესი რომაული წარმართული დღესასწაულის აღნიშვნა უნდა დასდებოდა საფუძვლად.

რომაული კალენდრის მიხედვით თებერვალი წლის ბოლო თვე იყო და სემანტიკურად განწმენდას ნიშნავდა. მართლაც, ამ თვეში ფებრუები (Februa) ანუ განწმენდის რიტუალები ტარდებოდა. ძველ რომში 14 თებერვალს იუნონასადმი მიძღვნილი დღესასწაული აღინიშნებოდა. მას რომაელები ქალების, ქორწინების ქალღმერთად, რომაელი ღმერთებისა და ქალღმერთების დედოფლად მიიჩნევდნენ. ამ დღეს ფრინველთა დაწყვილების დღესასწაულიც ყოფილა. მომდევნო დღედ, 15 თებერვალი ლუპერკალიის დღესასწაულს ეძღვნებოდა. ასევე ნაყოფიერების წარმართული დღესასწაული, რომელიც მგლის კულტს უკავშირდებოდა. ღვთაებას ლუპერკი (Lupus-მგელი) ეწოდებოდა. ეს დღესასწაული რემუსსა და რომულუსსაც უკავშირდებოდა. როგორც ცნობილია, ლეგენდის მიხედვით რომის დამაარსბლების გადამრჩენლად მგელია მიჩნეული. ჩვენ აქ არ შევეხებით ლუპერკალის აღწერას. მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ დღესასწაულის ღამეს რომაელი გოგონების სახელები იწერებოდა ფურცლებზე და ჯამში იდებოდა. ვაჟი იღებდა ქაღალდს და ვიცი ქაღალდიც შეხვდებოდა. ის გოგონა მისი პარტნიორი იქნებოდა.

დღესასწაულის განმავლობაში ყმაწვილების დაწყვილება ზოგჯერ მთელი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, ხანდახან კი, როდესაც ისინი იზრდებოდნენ, ქორწინდებოდნენ კიდევაც. სწორედ წილისყრის ეს წესი დაუკავშირდა ევროპაში (რაც მეტნაკლებად დღემდე ტრადიციულია) 14 თებერვალს, ვალენტინის დღეს, რასაც ვფიქრობთ დაემატა ლეგენდა ზემოთხსენებული ბარათის შესახებ, რომელიც სიკვდილის წინ მოწამემ ბრმა გოგონას გაუგზავნა. თებერვალი ხომ ქრისტიანული „სასიყვარულო“ თვე იყო, ამას მრავალი, დღემდე შემორჩენილი წარმართული ქართული წეს-ჩვეულებაც მოწმობს, რომლებიც განსაკუთრებით უხვადაა საყველიერო ხალხურ დღესასწაულებში.

მართლმადიდებელი ეკლესია 14 (27) თებერვალს არ მოიხსენიებს ვალენტინის სახელით ცნობილ წმინდანს. იგი მოიხსენიებს: ინტერმანის ეპისკოპოსს, მღვდელმოწამე ვალენტინეს (უალენტინე) 30 (12.08) ივლისი, წმიდა მოწამე ვალენტინე ხუცესს - 6 (19) ივლისი, წმიდა ვალენტინოს (ვალენტინე) - 24 (6.05) აპრილი, წმიდა ვალენტინის - 16 (29) თებერვალი და 9 (22) მარტი. მათ არ აქვთ კავშირი 14 თებერვლის ვალენტინთან.

ამრიგად ვალენტინობის დღესასწაული სრულიად უცხოა მართლმადიდებლური სამყაროსათვის. იგი არც კათოლიკური ეკლესიის მიერ აღინიშნება, რაც დაგვიდასტურა ვატიკანის საელჩომ საქართველოში. იგივე აზრი დაფიქსირებულია ე. ლივინგსტონის Oxford Eoncise Dictionary of the Cristian Church, 2000, p. 601.

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წიაღში მოღვაწეობდა წმიდანი, რომელმაც დიდი ღვაწლი დასდო ჩვენში მართლმადიდებლობის განმტკიცებას და აღორძინებას. იგი არა მარტო თბილისის მფარველია, არამედ ანიჭებს ადამიანებს შვილიერებასა და ოჯახურ ბედნიერებას. და რაც მეტად ცხოვრობს ადამიანი ღვთისთვის სათნოდ, მით მეტად ეძლევა მას წყალობა ღმერთის წმიდანების და მათ შორის წმიდა მამა დავით გარეჯელის. მამა დავითი, ყველა ჩვენგანის დიდი მოძღვარი, შემწეობას, ოჯახურ ბედნიერებასა და შვილიერებას დღესაც უხვად ანიჭებს მასთან საშველად რწმენით მისულ თვითოეულ ჩვენთაგანს. ნუ დაივიწყებთ მას, სასოებით ევედრეთ, ის ხომ ჩვენთვის ლოცულობს ღვთის წინაშე, ჩვენთვის ოჯახურ ბედნიერებასა და სიყვარულს შესთხოვს უფალს.

ნინო ღამბაშიძე
ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი
Информация к новости
  • Просмотров: 3591
  • Автор: admin
  • Дата: 13 თებერვალი 2017
13 თებერვალი 2017

ვალენტინობას გილოცავთ

Категория: News

ვალენტიბნობას გილოცავთ


გილოცავთ "სიყავრულის" დღეს და გისურვებთ რომ ეს გრძნობა არასოდეს მოგკლდებოდეთ.
Информация к новости
  • Просмотров: 870
  • Автор: admin
  • Дата: 11 თებერვალი 2017
11 თებერვალი 2017

14 იდეა თუ როგორ გაატაროთ ვალენტინობის დღე საყვარელ ადამიანთან ერთად

Категория: სტატიები

[center]14 იდეა თუ როგორ გაატაროთ ვალენტინობის დღე საყვარელ ადამიანთან ერთად
[/center]

ახლოვდება 14 თებერვალი და ყველა წყვილი განსაკუთრებულად ემზადება ამ დღისთვის. ყველას სურს დასამახსოვრებელი და გრძნობებით სავსე წუთები გაატაროს თავის მიჯნურთან ერთად.

თუ ჯერ არ გაქვთ გადაწყვეტილი სად გსურთ წახვიდეთ თქვენ და თქვენი გულის სწორი, გთავაზობთ იდეებს, რომლებიც არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ.

ესტუმრეთ ზოოპარკს.
ისადილეთ რესტორანში.
გაატარეთ საღამო კარაოკე ბარში.
დაათვალიერეთ მუზეუმები.
დაესწარით რომელიმე Live შოუს.
განმარტოვდით და უყურეთ რომანტიულ კომედიას.
მოაწყვეთ თქვენი პირველი პაემნის ინსცენირება. განიცადეთ ახლიდან პირველი შეხვედრის სიხარული.
უყურეთ მზის ჩასვლას.
დაკავდით სხვადასხვა აქტივობით (იცურეთ აუზზე, ითამაშეთ პინგ-პონგი და ა.შ.)
გაისეირნეთ შორ მანძილზე მანქანით ან ავტოსტოპით.
ითამაშეთ ფეინთბოლი.
დაპატიჟეთ სხვა წყვილები და დრო ერთად გაატარეთ.
მოაწყვეთ პიკნიკი.
ითამაშეთ ვიდეო თამაშები.
Информация к новости
  • Просмотров: 3482
  • Автор: romikela5011
  • Дата: 4 თებერვალი 2017
4 თებერვალი 2017

Opera 9.51 (BETA)

Категория: პროგრამები/soft

Opera 9.51 (BETA)

Opera-ს ახალი ბეტა ვერსიაა..
Информация к новости
  • Просмотров: 1872
  • Автор: admin
  • Дата: 28 იანვარი 2017
28 იანვარი 2017

პირველ თოვლს გილოცავთ თბილისელებო!

Категория: News

პირველ თოვლს გილოცავთ თბილისელებო!


გარეთ ყველაფერი თეთრი იყო. ტოტებდამძიმებული ნაძვები საცოდავად გადახრილიყვნენ აქეთ-იქით. ეზოში ბავშვების წივილ-კივილი და ჟრიამული ისმოდა. დიახ, თბილისში ნანატრი თოვლი მოვიდა. ჯერ არ უთქვამს რამდენი ხნით დარჩება, მაგრამ მთავარია, რომ ახლა აქაა და გვაღირსა თავისი თავი. გილოცავთ პირველ თოვლს.
Информация к новости
  • Просмотров: 3452
  • Автор: admin
  • Дата: 27 იანვარი 2017
27 იანვარი 2017

რეზერვისტი ჩიტები

Категория: ვიდეო/videos / მულტფილმები/animation

რეზერვისტი ჩიტები


ფაილის სახელი: რეზერვისტი ჩიტები
ფაილის აღწერა:
მეორე მსოფლიო ომის დროს ფრონტზე ყველა იბრძოდა. მათ შორის მტრედები, სახელმწიფო სამმართველოდან. ახალგაზრდა მტრედის - ვალიანტის ყველაზე დიდი სურვილია ამ გუნდის წევრი გახდეს...
Информация к новости
  • Просмотров: 1125
  • Автор: admin
  • Дата: 22 იანვარი 2017
22 იანვარი 2017

სატელეფონო ცნობარი

Категория: სტატიები

4 ივნისიდან თბილისის სატელეფონო ქსელი გადავა შვიდციფრიან ნუმერაციაზე, ხოლო რეგიონების - ექვსციფრიანზე. სატელეფონო ნომრის საწყისი ყველგან -თბილისშიც და რეგიონებშიც, „2"-იანი გახდება.


თბილისში – ძველ სატელეფონო ნომრებს წინ ციფრი „2"-იანი ემატება. მაგალითად, აბონენტის ნომერი 38-18-18 გახდება 238-18-18; რეგიონებიდან თბილისში დასარეკად აიკრიფება კოდი: 832 და შემდეგ ახალი ნომერი 238-18-18.

რეგიონები - რეგიონებშიც „2"-იანის დამატების ხარჯზე იცვლება სატელეფონო ნომრები. ქ.ბათუმის სატელეფონონომერი 7-99-99 შეიცვლება ნომრით 27-99-99; ქ.ქუთაისის სააბონენტო ნომერი 5-99-99 შეიცვლება ნომრით 25-99-99, ქ.გორის სატელეფონო ნომერი 7-99-99 შეიცვლება ნომრით 27-99-99 და ა.შ.

რუსთავი - სააბონენტო ნომრის სიგრძე უცვლელი დარჩება. სააბონენტო ნომრების პირველი ციფრი - ”1” შეიცვლება ციფრით - „2", ხოლო მისი მომდევნო ყველა დანარჩენი ციფრები უცვლელი დარჩება, მაგალითად: სააბონენტონომერი 15-99-99 შეიცვლება ნომრით 25-99-99. ამასთან, ქ.რუსთავის სატელეფონო ქსელის აბონენტებთან საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირის დასამყარებლად უნდა აიკრიფოს ქ.რუსთავის ახალი სატელეფონო კოდი 341 და შემდეგ „2"-ით დაწყებული აბონენტის ახალი ნომერი.

საერთაშორისო ოპერატორები:


8-07 - ჯორჯიან ონლაინი 2 48 00 00
8-10 - საქართველოს ტელეკომი 2 44 40 08
8-11 - ახალი ქსელები 2 75 75 75
8-13 - მაკროკომი 2 33 33 01
8-14 - გუდვილკომი 31 12 81
8-15 - საქტელკომ პლიუსი 2 99 67 67
8-16 - ელექტროკავშირი 2 900 000; 900
8-17 - ახალი ქსელები 2 75 75 75
8-18 - გლობალ ერთი 2 43 91 43
8-19 - ინფოტელი 2 77 64 36
8-60 - ჯეონეთი 2 47 00 00
8-63 - შავი ზღვის ტელეკომი 2 92 16 01
8-65 - კავკასის ნეთვორკი 2 93 55 80
8-66 - კავკასიის ციფრული ქსელი 2 550055
8-67 - საქტელი 2 92 16 01
8-68 - ულტრაკომი 2 32 04 00
8-90 - ტელენეტი 2 50 50 50
სილქნიტი 2 100–100

სასწრაფო სამედიცინო დახმარება: 033; 03


სახანძრო სამსახური: 01; 011


პატრული: 022


გაზის საავარიო სამსახური: 04


სამინისტროებისა და უწყებების ცხელი ხაზებისამთავრობო საინფორმაციო სამს."ცხელი ხაზი" 2 92 25 88; 2 92 25 89; 2 92 26 85
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2 43 88 21
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო 2 98 83 08
ეკონომიკური განვითარების სამინისტრო 2 99 69 96
ენერგეტიკის სამინისტრო 2 99 53 10; 2 98 31 94
თავდაცვის სამინისტრო 2 91 06 45; 2 91 04 21
იუსტიციის სამინისტრო 2 75 82 21
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო 2 31 15 98; 2 31 15 85; 2 31 15 81
საგარეო საქმეთა სამინისტრო 2 28 46 48
სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2 37 80 09; 2 37 80 50
ფინანსთა სამინისტრო 077
შინაგან საქმეთა სამინისტრო 2 99 53 50; 2 98 39 43
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2 38 70 71; 2 38 75 10
საქართველოს გენერალური პროკურატურა 2 40 52 22; 2 40 51 48; 2 40 50 57
საავტომობილო გზების დეპარტამენტი 2 31 30 76
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა 2 94 06 13
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2 91 13 55
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქ.თბილისის სარეგისტრაციო სამსახური 2 94 13 60
საქ. სოციალური სუბსიდიების სააგენტო 2 91 00 46; 2 95 34 18
სამოქალაქო რეესტრის სააგენტო 2 34 04 94
იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახური 2 75 82 45; 2 75 82 06
ქ. თბილისის მერია 2 37 83 37
ქ. თბილისის საკრებულო 2 98 55 43
ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი 2 37 69 50; 2 45 45 33
კომუნიკაციების ეროვნული კომისია 2 92 16 67
კონტროლის პალატის გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზი 2 96 71 78
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო 2 38 47 98
სახალხო დამცველი 2 92 24 79; 2 99 08 36
საქსტანდარტი 2 61 30 90; 2 61 30 21
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი 2 43 92 12


კარდიოექსპრესი: 004;2 39 00 00; 2 95 00 00;
სასწრაფო დახმარება: 009; 2 94 30 09
კურაციო - არდი: 2 90 11 11; 2 38 43 84
ალსს: 2 29 40 00; 2 30 34 00
მშილდოსანი: 2 65 03 03; 2 60 37 80;2 65 05 05
პედიატრი: 2 53 06 06; 599 53 06 06
კატასტროფისა და გადაუდებელი მედიცინის ცენტრი: 2 94 35 94; 599 94 35 94
მედიკამენტების საცნობარო: 2 25 22 33
სადღეღამისო სტომატოლოგიური პოლიკლინიკა: 2 92 36 40;577 44 80 77

ექსპრეს ტელეფონები


ყაზრტანსგაზ-თბილისის საავარიო სამსახური: 2 20 04 53; 2 74 89 04;
74 86 27
გაზი გამოძახებით: 005; 008; 2 96 06 06; 2 45 06 06
დეპეშების გაგზავნა ტელეფონით: 06 ; 2 50 60 06
საერთაშორისო სატელეფონო შეკვეთები: 007
საქალაქო სატელეფონო ცნობარი: 09
ელექტრო ქსელის დაზიანება: 25 52; 2 25 52 11; 2 77 99 52
რკინიგზის ცნობათა ბიურო: ცხელი ხაზი 1331
აეროპორტის ცნობათა ბიურო: 2 43 32 21; 2 31 03 41; 2 31 04 21; 2 43 31 41
ავიასერვისი: 2 99 52 93; 2 99 76 13
SOS - ტექ. დახმარება მანქანის გადაყვანაში: 2 450 - 148; 599 30 55 03
ავია ბილეთები ყველა მიმართულებით: 2 42 24 22;2 91 37 51; 2 91 37 52
ავტოსადგური "ოკრიბა": 2 34 26 92
აეროპორტში მანქანით დახვედრის სერვისი, სასტუმროს რეზერვაცია:
2 98 99 77; 599 33 33 53
ამინდის ბიურო: 2 95 02 02;2 43 95 31
დაკარგული ნივთების ბიურო:2 96 52 41
დიდუბის ავტოსადგური: 234 72 39
"თელასის" საინფორმაციო ცენტრი: 25 52; 2 25 52 11
ნავთლუღის ავტოსადგური:2 71 66 28; 2 74 83 03; 2 74 63 23
სამისამართო ბიურო: 2 34 60 00
სამშენებლო ნარჩენების გატანა: 2 45 20 23
ქორწინების რეგისტრაცია სიღნაღში: 595 24 77 77
ცენტრალური ავტოსადგურის ცნობარი: 2 75 34 33
წყალკანალის საავარიო სამსახური:2 62 31 28
წყალკანალის ცხელი ხაზი: 2 93 11 11


კინოთეატრები:


კინოთეატრი ამირანი: 93 10 37; 98 94 13
კინოთეატრი რუსთაველი: 93 51 82; 555 000
კინოთეატრი ქოლგა(კინოს სახლი): 93 68 49
ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი 990599

თეატრები:

ახმეტელის თეატრი: 62 59 73; 65 54 37
თავისუფლების თეატრი: 98 58 21
რუსთაველის თეატრი: 93 65 83
მარჯანიშვილის თეატრი: 95 59 66; 95 35 82
ოპერისა და ბალეტის თეატრი: 98 31 48; 98 32 50
თეატრი ათონელზე: 93 32 38
თეატრალური სარდაფი ვაკეში: 22 58 35
თეატრალური სარდაფი რუსთაველზე: 99 95 00
სამეფო უბნის თეატრი: 92 38 70; 99 61 71
გრიბოედოვის თეატრი: 93 11 06; 93 16 24
ერთი მსახიობის თეატრი: 22 13 38
თოჯინების თეატრი: 95 17 13; 95 28 20
პანტომომის თეატრი: 99 63 14; 98 25 06
სომხური თეატრი: 74 70 19; 74 77 64
მარიონეტების თეატრი: 98 65 89; 99 66 20

კინომსახიობთა თეატრი: 35 31 52; 34 28 99

Информация к новости
  • Просмотров: 3413
  • Автор: gio_ghetto
  • Дата: 19 იანვარი 2017
19 იანვარი 2017

Rihanna-Take A Bow

Категория: მუსიკა/music

Информация к новости
  • Просмотров: 3820
  • Автор: admin
  • Дата: 17 იანვარი 2017
17 იანვარი 2017

XPlite 1.9.0316 Pro -სრული ვერსია

Категория: პროგრამები/soft

XPlite 1.9.0316 Pro -სრული ვერსია


XPlite Pro საშუალებას მოგცემთ წაშალოთ არასაჭირო ელემენტები ოპერაციული სისტემა Windows XP/2000 -დან. პროგრამის სხვა ანალოგი არ არსებობს
Информация к новости
  • Просмотров: 2288
  • Автор: admin
  • Дата: 7 იანვარი 2017
7 იანვარი 2017

შობა

Категория: News

შობა


7 იანვარს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ვზეიმობთ.

შობა, ეს უდიდესი მოვლენაა, დღესასწაულთა დღესასწაული. იესო ქრისტე ქალაქ ბეთლემში ერთ პატარა გამოქვაბულში იშვა. პირველად მაცხოვრის შობა წარმართ მოგვებზე გაცხადდა. სწორედ მათ შეამჩნიეს ცაზე აღმოსავლეთის ვარსკვლავი, რომელიც განსაკუთრებულად კაშკაშებდა და მოესმათ ზეციური ხმა: “ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა”. ეს იმის ნიშანი იყო, რომ გამოქვაბულში იშვა მხსნელი.

მოგვებმა გადაწყვიტეს, რომ მისულიყვნენ ახალშობილ იესოსთან და თაყვანი ეცათ მისთვის. შობის დღეს, მას მიართვეს სამი საჩუქარი: ოქრო, გუნდრუკი და მური. ოქრო როგორც მეფეს, გუნდრუკი როგორც ღმერთს და მური როგორც ადამიანს.

ყოველ შობის დღესასწაულზე, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, დგება ლიტანიობა და მისივე ლოცვა-კურთხევით თითოეული მორწმუნე ადამიანი შობის ღამეს სარკმელთან სანთელს უნდა ანთებდეს და მიდგომილ ღვთისმშობელს სახლში უნდა იხმობდეს.
Информация к новости
  • Просмотров: 1130
  • Автор: admin
  • Дата: 6 იანვარი 2017
6 იანვარი 2017

თუკი ამ ადგილას ცხოვრებას გადაწყვეტთ თქვენ ამაში ფულს გადაგიხდიან!

Категория: სტატიები

თუკი ამ ადგილას ცხოვრებას გადაწყვეტთ თქვენ ამაში ფულს გადაგიხდიან!


დედამიწაზე არსებობს ადგილები, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზის გამო მუდმივ მცხოვრებლებს საჭიროებენ.

ხელისუფლება, ადამიანების მოსაზიდად ფულს არ ზოგავს. თუკი ამაში ეჭვი გეპარებათ, გთავაზობთ რამდენიმე ადგილის მიმოხილვას, რათა გაეცნოთ უცხო ქვეყნების კულტურას.

ქალაქი დეტროიტი, მიჩიგანის შტატი, აშშ
"დასავლეთის პარიზი", "აშშ-ის საავტომობილო დედაქალაქი"... პრაქტიკულად დაცარიელებულმა ქალაქმა ეს დიდებული წოდებები XX საუკუნის მეორე ნახევარში დაკარგა და დღეს მთელი ძალებით ცდილობს უწინდებური სახელის დაბრუნებას. ადგილობრივმა ხელისუფლებამ წარადგინა ახალი პროგრამა Challenge Detroit, რომლის მიხედვითაც ინდუსტრიის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც დეტროიტში იცხოვრებენ და იმუშავებენ, ყოველთვიურად 2 500$ სთავაზობს.

ალასკა, აშშ
თუ გიყვართ ზამთარი, თოვლიანი პეიზაჟები და ცხოვრების აუჩქარებელი ტემპი, არ გაშინებთ დაბალი ტემპერატურა, მაშინ ალასკაზე ცხოვრება თქვენთვის იდეალურია.
თუკი ამ ადგილას ცხოვრებას გადაწყვეტთ თქვენ ამაში ფულს გადაგიხდიან!



სპეციალური სამთავრობო ფონდი უხდის სპეციალისტებს, რომლებიც თანახმა არიან იმუშავონ რეგიონებში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა კატასტროფულად მცირდება. ერთადერთი პირობა - უნდა იცხოვროთ ალასკაზე არანაკლებ 1 წლისა.

სასკაჩევანის პროვინცია, კანადა
კანადური პროვინცია ახალ კურსდამთავრებულ სპეციალისტებს, რომლებსაც ჯერ ცხოვრებისეული გზა არ აურჩევიათ, არაჩვეულებრივ შანსს სთავაზობს. ახალგაზრდა ენთუზიასტებს 20 ათას კანადურ დოლარს გადაუხდიან პროვინციაში 7 წლის განმავლობაში ცხოვრებასა და მუშაობაში.

ნიაგარას ჩანჩქერი, აშშ
კიდევ ერთი ფანტასტიკური შანსი, რომელიც ძალზედ წარმოუდგენლად ჩანს, იმისთვის რომ სიმართლე იყოს - იცხოვრო პლანეტის ერთ-ერთ ულამაზეს ადგილას და თანაც, ამაში თანხა მიიღო. ხელისუფლება უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს 7 000$-ს სთავაზობს ადგილობრივ საწარმოებში 2 წლის განმავლობაში მუშაობისთვის.

პონგა, ასტურია, ესპანეთი

არაჩვეულებრივი პატარა სოფელი ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარეობს და ერთ-ერთი უძველესია ქვეყანაში.

თუკი ამ ადგილას ცხოვრებას გადაწყვეტთ თქვენ ამაში ფულს გადაგიხდიან!


ახალგაზრდა მცხოვრებლების დასაინტერესებლად და ეკონომიკის გასაძლიერებლად, ხელისუფლება ახალგაზრდა წყვილს, რომელიც სოფელში გადავა საცხოვრებლად, 3 ათას ევროს სთავაზობს. ეს გახლავთ შესანიშნავი საშუალება, იცხოვრო ულამაზეს და ეკოლოგიურად სუფთა ადგილას.

უტრეხტი, ნიდერლანდები
ნიდერლანდები მსოფლიოში ცნობილია, როგორც ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მკვლევარი ქვეყანა. და აი, ერთ-ერთი სოციალური ექსპერიმენტიც: რა მოხდება, თუკი ერთ ქალაქში მცხოვრები თითოეული მოსახლე ათას დოლარს მიიღებს?

კერტისი, ნებრასკა, აშშ
ყველა ჩვენგანს დაუჩივლია ალბათ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ქალაქისთვის არაფერ ღირებულს არ აკეთებს. ამერიკულის პატარა ქალაქმა ხალხს გადაწყვეტილება შესთავაზა - ყველას შეუძლია მიწის ნაკვეთის მიღება, თუკი რაიმე ღირებულ იდეას შესთავაზებს ქალაქის ინფრასტრუქტურისა და კულტურის გასაუმჯობესებლად.

წყარო: allnews.ge
Информация к новости
  • Просмотров: 40262
  • Автор: admin
  • Дата: 5 იანვარი 2017
5 იანვარი 2017

გაბრიელ გარსია მარკესი-ბოლო სიტყვა

Категория: ლიტერატურა

გაბრიელ გარსია მარკესი-ბოლო სიტყვა



”ბოლო სიტყვა”

თუ ღმერთი ერთი წამით მაინც დაივიწყებდა, რომ მე ვარ ნაკუწებისაგან შეკერილი პატარა თოჯინა და
მე მაჩუქებდა სიცოცხლის ერთ ციცქნა ნაგლეჯს, ალბათ ვიტყოდი იმას რასაც ვფიქრობ, მაგრამ უეჭველად გავიფიქრებდი იმას რასაც ვამბობ..დავაფასებდი ყველაფერს არა ღირებულების, არამედ იმის მიხედვით თუ რა მნიშვნელობა გააჩნია მას..ვიძინებდი ცოტას, ვიოცნებებდი მეტს, მესმის რომ თითოეულს სურს როდესაც თვალებს ვხუჭავთ, ვკარგავთ სინათლის სამოც წამს, ვივლიდი მაშინ, როდესაც ყველა გაჩერებული იქნებოდა, გავიღვიძებდი მაშინ როდესაც ყველას ეძინებოდა, მოვუსმენდი როდესაც სხვები ისაუბრებდნენ და რა გულიანად შევექცეოდი შოკოლადის ნაყინს!!
თუ ღმერთი მაჩუქებდა სიცოცხლის ნაკუწს, ჩავიცვამდი შიშვლად გულაღმა დავწვებოდი მზეზე და გავაშიშვლებდი არა მარტო ჩემს სხეულს არამედ ჩემს სულსაც..
ღმერთო, თუ გული მექნებოდა მთელ ჩემს სიძულვილს სიტყვებით გადავიტანდი ყინულზე და დაველოდებოდი მზის ამოსვლას, ვან გოგის ოცნებებით ვარსკვლავებს დავახატავდი ბენედეტის ლექსს
და სერატის სიმღერას სერენადად მივუძღვნიდი მთვარეს..ჩემი ცრემლებით მოვრწყავდი ვარდებს, რათა მეგრძნო მათი ეკლების ტკივილი და ვარდის ფურცლების სისხლიანი კოცნა..
ღმერთო ჩემო, მე რომ სულ მოკლე სიცოცხლე მქონოდა...არ გავიყვანდი არცერთ დღეს ისე რომ ხალხისთვის არ მეთქვა რომ მე ის მიყვარს, დავარწმუნებდი ყოველ ქალსა თუ კაცს რომ თითოეული მათგანი ჩემთვის განსაკუთრებულია და ვიცხოვრებდი სიყვარულზე შეყვარებული..
ადამიანებს დავუმტკიცებდი თუ რაოდენ სცდებიან ფიქრობენ რა რომ შეყვარება აღარ ძალუძს როცა ბერდებია.მათ არ იციან, რომ სწორედ მაშინ ბერდებიან როცა კარგავენ შეყვარების უნარს..პატარა ბავშვს ვაჩუქებდი ფრთებს, მაგრამ მას მხოლოდ ფრენის ფრენის სწავლის ფრთებს მივცემდი. მოხუცებს დავანახებდი რომ სიკვდილი სიბერესთან ერთად კი არა, დავიწყებასთან ერთად მოდის. რამდენი რამ ვისწავლე თგვენგან ხალხოო.....დავინახე ის, რომ ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება და არ იციან, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება სწორედ იმაშია თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე. ვისწავლე ისიც,
რომ როდესაც ახალშობილი თავისი პაწაწინა თითებით სულ პირველად ეჭიდება მამის ხელს, ეს სამუდამოა
და აღარასდროს გაუშვებს მას.
ვიწვალე რომ ადამიანს აქვს უფლება უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება. რამდენი რამის სწავლება შეიძლება თქვენგან, მაგრამ სინამდვილეში ბევრი აღარ გამომადგება, რადგან როდესაც მე ამ კიდობანში მომათავსებენ, სამწუხაროდ მე უკვე მომაკვდავი ვიქნები..
რომ ვიცოდე, რომ დღეს უკანასკნელად გხედავ მძინერეს, მაგრად ჩაგიკრავდი გულში და
შევევედრებოდი უფალს რომ შენი სულის დამცველად მოვევლინე. რომ ვიცოდე, რომ უკანასკნელად გხედავ როგორ გადიხარ სახლდან, მოგეხვეოდი, გაკოცებდი და მოგაბრუნებდი რომ კიდევ ერთხელ მეკოცნა. რომ ვიცოდე, რომ უკანასკნელად მესმის შენი ხმა, ფირზე ჩავიწერდი თითოეულ შენს სიტყვას რათა დაუსრულებლად შემეძლოს მისი მოსმენა. რომ ვიცოდე, რომ ეს ჩვენი უკანასკნელი წუთებია, გეტყოდი "მიყვარხარ" თითქოს არ ვიყო დარწმუნებული, რომ შენ ეს უკვე იცი...
ყოველ გათენებასთან ერთად ცხოვრება ახალ-ახალ საშუალებებს გვაძლევს რომ ლამაზად ვაკეთოთ
ჩვენი საქმე, მაგრამ თუ ეხლა მე ვცდები და დღეს მეტი არაფერი დაგრჩენია, მინდა გითხრა თუ რა ძლიერ მიყვარხარ და არასდროს დაგივიწყებ...

ხვალინდელი დღე არავის აქვს გარანტირებული - ახალგაზრდას თუ მოხუცს, შეიძლება დღეს უკანასკნელად ხედავ მათ, ვინც გიყვარს, ამიტომ ნუღარ დაელოდები მეტს, იცხოვრე დღევანდელი

დღით, რამეთუ არ იცი ხვალინდელი დღე იქნება თუ არა, და მერე ნამდვილად დაგწყდება გული რომ ვერ გამონახე დრო ღიმილისთვის, მოფერებისთვის, კოცნისთვის და რომ დაკავებულობის გამო ვერ

შეასრულე შენი საყვარელი ადამიანის უკანასკნელი სურვილი. გვერდიდან არ მოიშორო ისინი ვინც გიყვარს, ჩუმათ ჩასჩურჩულე თუ რაოდენ გჭირდებიან ისინი, გიყვარდეს და ფაქისად მოეპყარი მათ, დროს ნუ დაიშურებ, რომ უთხრა ""ვწუხვარ"" , ""მაპატიე"" , ""გეთაყვა"" , ""გმადლობთ"" , და
ყველა ის სასიყვარულო სიტყვა რაც იცით..

შენ არავინ გაგიხსენებს შენი ფარული ფიქრების გამო, შესთხოვე უფალს რომ მოგცეს ძალა და სიბრძნე
მათ გამოსათხოვებლად. უჩვენე შენს მეგობრებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული მათგანი შენთვის.
Информация к новости
  • Просмотров: 3607
  • Автор: admin
  • Дата: 17 დეკემბერი 2016
17 დეკემბერი 2016

გილოცავთ ბარბარობას

Категория: News

გილოცავთ ბარბარობას


ქრისტიანული ბარბარეს კულტი წარმოიშვა და გავრცელდა აღმოსავლეთის მართლმადიდებელთა შორის. მის სამშობლოდ ასახელებენ ეგვიპტეს, ბაალბექს, ფრიგიას. ბარბარეს უმთავრესად თაყვანს სცემდნენ როგორც ავადმყოფთა მკურნალსა და მფარველს. ევროპის კათოლიკურ ქვეყნებში მიაჩნდათ ცეცხლისა და ქარიშხლისაგან მფარველ წმინდანად და მის სახელზე ზარებს წირავდნენ, აგრეთვე იმ ხელოსანთა მფარველად, რომელთაც მუშაობისას თოფის წამლის გამოყენება სჭირდებოდათ.

ქართველების ერთ-ერთი უძველესი საახალწლო დღესასწაული. ქართლი ბარბარობის წინაქრისტიანული ხანის წარმოდგენებსაც შეიცავს. ქართველები ბარბოლს, ბარბლაშის (სვანეთი) და ბარბალეს სახით თაყვანს სცემდნენ ამავე სახელწოდების წინაქრისტიანული მზის ადგილობრივ ღვთაებას.

ღვთაება ბარბალეს ატრიბუტებს წარმოადგენდა წრიული საგნები და სხვადასხვა სოლარული ემბლემები (რკინისა თუ მწვანე რტოებით დამზადებული წრეები, კვირისტავები, გვერგვი, კალპი, გვირვინი და სხვა). მორწმუნე ქართველებს იგი წარმოდგენილი ჰყავდათ როგორც ქალების, ფურების და საერთოდ ბუნების ნაყოფიერების დედური ძალების მფარველი ასტრალური ქალღვთაება. ბარბარობაში ასახულია ქართველთა კოსმოგონიური წარმოდგენები, რადგან ეს დღეობა ითვლებოდა ზამთრის მზის ბუნიობის დღეობად. რიგი გადმონაშთებისა ასახავს ბარბალესა და ნიშხის, ე. ი. მზისა და ციური გველეშაპის ანუ ნათლისა და ბნელის კოსმოგონიურ ბრძოლას. ქართველთა ძველ კალენდარში ბარბალეს თვე უნდა ყოფილიყო წლის დასაწყოსი თვე. ბარბარობასთან დაკავშირებული იყო სხვადასხვა რიტუალური ლოცვა-ვედრება, შესაწირავები: რძის ფაფა, ხაჭაპურები (სვანეთში), ლობიოს- და ნიგვზისგულიანი ჯვარდასახული ტაბლები, ე. წ. საბარბალო ტაბლები (ლეჩხუმში) და სხვა. ბარბარობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რიტუალი იყო მეკვლეობა.
ბარბარობა, ქრისტიანული წმინდანის, ბარბარეს (ბარბალეს) სახელობის დღესასწაული. ხალხური წეს-ჩვეულების თანახმად იმართებოდა 4-6 დეკემბერს (ძველი სტილით).
Информация к новости
  • Просмотров: 3704
  • Автор: admin
  • Дата: 17 დეკემბერი 2016
17 დეკემბერი 2016

გილოცავთ ბარბარობას!

Категория: News

გილოცავთ ბარბარობას!


გილოცავთ ბარბარობას ყველას მრავალს დაესწარით და ბედნიერები გამყოფოთ ღმერთმა თქვენ, ოჯახთან ერთად !




Информация к новости
  • Просмотров: 4052
  • Автор: LostBoy
  • Дата: 16 დეკემბერი 2016
16 დეკემბერი 2016

HUMMER Jump and Race 3D

Категория: მობილურისთვის

HUMMER Jump and Race 3D


ძაან მაგარი თამაშია თქვენი მობილურებისათვის მგონი პოსტერზეც კარგადაა აღნიშნულიი გადაწერეთ და დააკომენტარეთ

არქივი

აპრილი 2017 (5)
მარტი 2017 (8)
თებერვალი 2017 (5)
იანვარი 2017 (8)
დეკემბერი 2016 (6)
ნოემბერი 2016 (6)
^