Информация к новости
  • Просмотров: 1344
  • Автор: admin
  • Дата: 17 2018
17 2018

პიერ დუკანის ცილოვანი დიეტა

Категория: სტატიები

პიერ დუკანის ცილოვანი დიეტა


ფრანგი დიეტოლოგის პიერ დუკანის დიეტა 2000 წელს გამოჩნდა და მალე პოპულარობა მოიპოვა. დიეტის მენიუს შემადგენლობაში ცალსახად ცილები (იგივე პროტეინები) ჭარბობს ყველა სხვა პროდუქტს, რის გამოც მას “ცილოვან დიეტაც” ეწოდა. ამ მეთოდით უამრავმა ადამიანმა დაიკლო, მათ შორის ბევრმა პოპულარულმა ვარსკვლავმა, რამაც დიეტის ეფექტურობას უფრო ავტორიტეტი შესძინა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ დუკანის დიეტას არამარტო დადებითი გამოხმაურებები ჰქონდა – უცხოურ პრესაში პარალელურად გამოჩნდა დიეტის სავალალო შედეგით დაზარალებული პაციენტების ისტორიებიც. გარდა ამისა დიეტა თავისი არადაბალანსებული რაციონის გამო ექიმების კრიტიკის ქარცეცხლშიც მოხვდა და დუკანისათვის სამედიცინო პრაქტიკის უფლების ჩამორთმევაც კი დადგა დღის წესრიგში.

ახლა კონკრეტულად დიეტის შესახებ. პიერ დუნკანის დიეტის მეთოდოლოგია ოთხი ფაზისაგან შედგება, რომელთა დაცვის შემდეგ მიიღწევა სასურველი შედეგი.

პირველი ფაზა - შეტევა:


ყველაზე რთული ეტაპი – დაშვებულია მხოლოდ 72 სახის პროდუქტი (იხ. სტატიის ბოლოს):

უნდა შეასრულოთ ყველაფერი წესების მიხედვით და არ გადაუხვიოთ დაწყებულ გზას. დასაწყის ეტაპზე არაა გამორიცხული დისკომფორტი განსხვავებული საკვების და რაციონის გამო. პირველი ფაზის დროს იკლებთ 2-დან 6კგ.-მდე. პირში სიმშრალის შეგრძნება და არც თუ ისე სასიამოვნო სუნი დუკანის დიეტის თანამდევი ნიშნებია.

პირველი ფაზის ხანგრძლივობას ადამიანი ინდივიდუალურად განსაზღვრავს, ეს დამოკიდებულია მიზანზე, საწყის წონაზე და ორგანიზმის უნარზე რამდენად სწრაფად შეუძლია გადაერთოს კვების რაციონის ცვლილებებზე. უნდა გესმოდეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არაა აუცილებელი საკუთარი თავის წამება. არა აქვს მნიშვნელობა რამდენად შორს ხართ წასული სიმსუქნეში, შედეგს წვალების გარეშეც მიაღწევთ, უბრალოდ ფაზის ხანგრძლივობა შედარებით გაიზრდება.

პირველი ფაზის ხანგრძლივობა:

10-20 ზედმეტი კგ – პირველი ფაზის ხანგრძლივობაა 3-5 დღე;

20-30 ზედმეტი კგ – პირველი ფაზის ხანგრძლივობაა 5-7 დღე;

30-ზე ზედმეტი კგ – პირველი ფაზის ხანგრძლივობაა 7-10 დღე;

ყურადღება: დუკანის დიეტის პირველი ფაზა არ შეიძლება გაგრძელდეს 10 დღეზე მეტი. რეკომენდირებული ვადის გაზრდამ შეიძლება სერიოზული გართულებები გამოიწვიოს და ზიანი მიაყენოს თქვენს ორგანიზმს.

პირველი ფაზის მენიუ:

„შეტევის“ ფაზაში უპირატესად ჭარბობს ცილოვანი საკვები. დუკანი რეკომენდაციას უწევს ქათმის და წიწილის ხორცს (აუცილებლად კანის გარეშე), მჭლე ლორი, ხბოს ღვიძლი, ნებისმიერი სახის თევზი (მოხარშული, შებოლილი, გრილზე მომზადებული, მაგრამ არა შემწვარი) და ზღვის პროდუქტებს. შემწვარი საკვები მთლიანად აკრძალულია. ხორცის კერძების გარდა შეიძლება მოხარშული კვერცხის (დღეში 2ც.) და უცხიმო რძის პროდუქტების მიღება. შეგიძლიათ საჭმელს საკმაზები, სანელებლები, მარილი დაამატოთ მცირე რაოდენობით, ისე რომ კერძი გემრიელი და არომატული იყოს. მთავარია არ გამოიყენოთ გემოს არომატიზატორები.

აუცილებელია:

– დუკანი ავალდებულებს ყოველდღიურად 1,5 სუფრის კოვზი შვრიის ქატოს ჭამას – ეს წესი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგავიწყდეთ! (ქატო შეგიძლიათ მიიღოთ უცხიმო კეფირთან ან იოგურტთან ერთად, ან რძის ფაფის სახით)

– ყოველდღიურად 20 წუთიანი ფეხით გასეირნება ან სპორტით დაკავება

– დღეში არანაკლებ 2 ლიტრი სითხის მიღება (ყავა და ჩაი შედის ამ რაოდენობაში)

რაციონიდან ამოიღეთ:

– სუფთა სახის შაქარი. დაშვებულია მხოლოდ შაქრის შემცვლელი ძალიან მცირე დოზით.

– მოხარშული: ბატის, იხვის, ღორის, ცხვრის ხორცი; ხბოს და კურდღლის ცხიმიანი ნაწილის ხორცი. აკრძლულია ყველა ამ სახეობის ხორცი მცირე რაოდენობითაც კი.

პიერ დუკანის ცილოვანი დიეტა


მეორე ფაზა - მონაცვლეობა:


მეორე ფაზაში გადადიან ისინი, ვინც პირველი ფაზის დაცვის შემდეგ ჯერ კიდევ ვერ მიაღწია შედეგს. გააგრძელებთ თუ არა, ამას თქვენ წყვეტთ, რადგან თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენს ჯანმრთელობაზე და თქვენ უნდა იფიქროთ ფრანგი ექიმის დიეტის გაგრძელების მიზანშეწონილობაზე.

ამ ეტაპზე წინა ფაზის დაშვებულ 72 პროდუქტს ემატება 28 პროდუქტი ხილის და ბოსტნეულის სახით (იხ. სტატიის ბოლოში):

მეორე ფაზა გრძელდება იქამდე, სანამ არ მიაღწევთ თქვენს ოპტიმალურ წონას (საშუალოდ 2-დან 6-თვემდე). ამ ფაზის დროს უნდა მოხდეს ცილოვანი საკვების და ბოსტნეულის მონაცვლეობა. საკვები რეჟიმების მონაცვლეობა დასაკლები წონის რაოდენობაზე დამოკიდებული:

– 10კგ.-ზე – ცილები – ცილები/ბოსტნეული 1/1 დღე (1 დღე ცილები, მეორე დღე ცილები/ბოსტნეული; შეიძლება 3/3 ან 5/5 ვარიანტი)

– 10კგ.-ზე მეტი – 5/5 დღის მონაცვლეობა

მეორე ფაზის მენიუ:

ნუ დაივიწყებთ, რომ დუკანის დიეტის ძირითად პროდუქტს შვრიის ქატო წარმოადგენს. ამ ფაზის დროს ყოველ დღე უნდა ჭამოთ 2 სუფრის კოვზი შვრიის ქატო. ქატოს შეგიძლიათ დაუმატოთ ნებისმიერი ბოსტნეული, გარდა სახამებლის შემცველის (ავოკადო, ოსპი, პარკოსნები, ბარდა, კარტოფილი). დაშვებული პროდუქტების სურვილისამებრ მომზადება შეგიძლიათ: მოხარშვა, გამოცხობა, გამოშრობა (არა შეწვა). ბრინჯის და სხვა მარცვლოვანი ღერღილის ჭამა ასევე აკრძალულია, რადგან ისინი დიდი რაოდენობით სახამებელს შეიცავენ.

მეორე ფაზის დროს დაშვებულია სხვადასხვა სახის საკმაზების და სპეციების გამოყენება, თუმცა ზომიერად. როცა შედეგი დაგაკმაყოფილებთ, გადადიხართ მესამე ეტაპზე.

აუცილებელია:

– დღეში 2 სუფრის კოვზი შვრიის ქატოს მიღება;

– შეკრულობის შემთხვევაში შეგიძლიათ 1 სუფრის კოვზი ხორბლის ქატოს გამოყენება;

– შეეცადეთ რძის პროდუქტების ნორმას 1კგ-ს არ გადააჭარბოთ;

– სვით დღეში მინიმუმ 2 ლიტრი წყალი;

– ყოველდღიური გასეირნება გაზარდეთ 30 წუთამდე.

პიერ დუკანის ცილოვანი დიეტა


მესამე ფაზა - განმტკიცება:


სახელის მიხედვით ძნელი მისახვედრი არაა, რომ დიეტის ეს ეტაპი მიღწეული შედეგის განსამტკიცებლადაა საჭირო.

მესამე ფაზის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაკლებულ კილოგრამებზე. თითოეულ დაკლებულ კილოგრამზე არანაკლებ 10 დღე უნდა დახარჯოთ გასამყარებლად. ანუ თუ დაიკლეთ 7კგ., განსამტკიცებლად 70 დღე დაგჭრდებათ.

ამ გრაფიკს მკაცრად უნდა მისდიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში არა მარტო ვერ განამტკიცებთ მიღწეულ შედეგს, არამედ მოკლე დროში დაუბრუნდებით იმ წონას, საიდანაც დაიწყეთ.

მესამე ფაზის მენიუ:

– დაშვებულია პირველი ფაზის ყველა პროდუქტის გამოყენება;

– დაშვებულია მეორე ფაზის ყველა ბოსტნეულის გამოყენება;

– აუცილებელია ყოველ დღე ხილის ერთი პორცია (200გრ.) სალათის მიღება (აკრძლულია ყურძენი, ბანანი, ბალი);

– დაშვებულია დღეში არაუმეტეს ორი ნაჭრი პურის მიღება;

– დაშვებულია დღეში არაუმეტეს 40გრ. მწიფე ყველის გამოყენება;

– აუცილებელია სახამებლის შემცველი პროდუქტების გამოყენება (კარტოფილი, ბრინჯი, ბარდა, ლობიო, მაკარონის ნაწარმი), მაგრამ არა უმეტეს ორჯერ კვირაში;

– ყოველდღიური ფეხით სეირნობა არ უნდა იყოს 25 წუთზე ნაკლები.

ყურადღება: შვრიის ქატოს რაოდენობა გაზარდეთ 2,5 სუფრის კოვზამდე დღეში.

მესამე ფაზის პერიოდში არაუმეტეს კვირაში ერთი დღისა, შეგიძლიათ მოიწყოთ სადღესასწაულო დღე – ეს ნიშნავს, რომ ამ დღეს შეგიძლიათ შეჭამოთ რაც თქვენ გესიამოვნებათ, მაგრამ მხოლოდ კვირაში ერთხელ!

მეოთხე ფაზა - სტაბილიზაცია:


ყველაზე სასიამოვნო და ნანატრი ფაზა. სტაბილიზაციის პერიოდში მხოლოდ ორი წესი უნდა დაიცვათ:

– აუცილებელია დღეში არანაკლებ 3 სუფრის კოვზი შვრიის ქატოს ჭამა;

– კვირაში ერთხელ პროტეინის (ცილების) დღე მოაწყეთ.

დანარჩენ დროს არცერთ პროდუქტში არ ხართ შეზღუდული.

ამ ეტაპიდან დუკანი უფრო აქტიურ ფიზიკურ დატვირთვას უწევს რეკომენდაციას. რაც უფრო მეტი აქტიურობა, მით უკეთესი. ეს საშუალებას მოგცემთ ნაკლებად შეიზღუდოთ კვებაში.


დაშვებული ცილების დიდი შემცველობის 72 სახეობის პროდუქტის სია:
12 სახეობის ხორცი:
1. სტეიკი
2. ძროხის სუკი და ჩალაღაჯი (ძროხის ხორცი, რომელიც ფილეს მსგავსია)
3. როსტბიფი – სქელი მხარე (პირველი 4-5 ნეკნი), თხელი (შემდეგი 4-5 ნეკნი)
4. ენა
5. გრიზონის ხორცი (გამოყვანილი)
6. ხბოს ესკალოპი
7. ხბოს ნეკნები
8. ხბოს ღვიძლი და თირკმელები
9. უცხიმო ლორი
10. უცხიმო ბეკონი
11. ქათმის და წიწილის ხორცი
12. კურდღლის ხორცი.
25 სახეობის თევზი:

1. ვირთევზა
2. ხეკი
3. სამეფო დორადა
4. ატლანტიკის დიდთავა (Hoplostethus atlanticus)
5. ხმალთევზა
6. პალტუსი
7. პალტუსი შებოლილი
8. პიქშა
9. საიდა
10. კამბალა
11. ღლაბუტა
12. ლავრაკი (ზღვის ქორჭილა)
13. სკუმბრია
14. ვირთევზა
15. კეფალი
16. სკაროსი
17. ბარაბული
18. სარდინი
19. ორაგული
20. ორაგული გამოყვანილი
21. ზღვის ენა (Solea solea)
22. სურიმი (თევზის ფარში)
23. თინუსი
24. თინუსი საკუთარ სოუსში
25. ტიურბო (Psetta maxima)
18 სახეობის ზღვის პროდუქტი:
1. ჩვეულებრივი ბუკცინუსი (Buccinum undatum)
2. კალმარი
3. მოლუსკები
4. ცერასტოდერმა
5. ზღვის სავარცხელა
6. კიბორჩალა
7. კრევეტები
8. ნაცრისფერი კრევეტი
9. კრილი
10. ასთაკვი (ომარები)
11. ხამანწკა
12. ლანგუსტი
13. ნორვეგიული ასთაკვი
14. ორსაგდულიანი მოლუსკები
15. ზღვის ზღარბი
16. რვაფეხა
17. მელანთევზა
18. კიბო
9 სახეობის შინაური ფრინველის ხორცი:
1. სირაქლემა
2. მწყერი
3. წიწილა
4. შინაური ფრინველის ღვიძლი
5. ინდაური
6. მტრედი
7. დედალი მწყერი
8. ქათამი
9. ქათმის ან ინდაურის ბარკალი (ცხიმის და კანის გარეშე)
2 სახეობის კვერცხი:
1. ქათმის
2. მწყერის
6 სახეობის რძის პროდუქტი:
1. ნატურალური უცხიმო იოგურტი ან ასპარტამით (სახარინი) არომატიზირებული
2. ოჯახური უცხიმო თეთრი ყველი
3. უცხიმო ხაჭო
4. ხაჭოს კვერი (სიროკი) ჰემოგენიზირებული
5. ხაჭოს კვერი (სიროკი) დამდნარი ცხიმის მცირე შემცველობით
6. უცხიმო რძე
მეორე ეტაპი – მონაცვლეობა (კრუიზი)

დაშვებულია I ეტაპის 72 პროდუქტი + 28 სახეობის ბოსტნეული
1. არტიშოკი
2. სატაცური
3. ბადრიჯანი
4. ჭარხალი
5. მანგოლდი (ფურცვლოვანი ჭარხალი),
6. ბროკოლი
7. სტაფილო
8. ნიახური
9. შამპინიონები
10. ყველა სახეობის კომბოსტო (ბრიუსელის, ყვავილოვანი, კოლრაბი, წითელი),
11. პალმის გული
12. კიტრი
13. ყაბაყი
14. ვარდკაჭაჭა
15. ისპანახი
16. კამა
17. რომაული სალათი
18. სატაცურის ლობიო
19. თალგამი
20. ხახვი
21. მჟაუნა
22. პრასი
23. წითელი წიწაკა
24. გოგრა
25. ბოლოკი
26. ყველა სახის მწვანე სალათი
27. სოიო
28. პომიდორი
Информация к новости
  • Просмотров: 3784
  • Автор: admin
  • Дата: 17 2018
17 2018

Strongworld theme

Категория: პროგრამები/soft

Strongworld theme


ეს არის ძალიან მაგარი თემა . სურათზე რაც არის ზუსტად ეგეთია (*_*)
Информация к новости
  • Просмотров: 12876
  • Автор: admin
  • Дата: 9 2018
9 2018

8 სამარცხვინო მოდური ტრენდი, რომელიც აუცილებელია გაქრეს!

Категория: სტატიები

მოდა ისეთი სფეროა, რომელშიც ხანდახან ძალიან მახინჯი რაღაცები ხდება ტრენდული. შემდეგ ეს იმდენად მყარდება ადამიანთა ყოველდღიურობაში, რომ რთულია მის გარეშე ყოფნა ძალიან ბევრი ადამიანისთვის.დღეს ვისაუბრებთ 8 სამარცხვინო მოდრუ ტრენდზე, რომელიც უნდა გაქრეს ყოველდღიურობიდან.

1.მულეტი

ეს სამოსი არ არის,მაგრამ მოდური ნამდვილად იყო ერთი პერიოდი. უნდა ვაღიაროთ, რომ მსგავსი სტილი არავის არ უხდება. წინ ოდნავ ჩოლკა და უკან კულულები, საშინელებაა.
8 სამარცხვინო მოდური ტრენდი, რომელიც აუცილებელია გაქრეს!

2.ჰუპ კაბები

მსგავსი სტილი 18 -ე საუკუნეში იყო გავრცელებული, რომელიც ქალს დიდ პრობლემებს უქმნიდა. ნამდვილად თავის მოტყუებაა ასეთ სტილს უწოდო მოდური, თუმცა დღესაც ბევრი მოყვარული ჰყავს ამ სტილს.იმედია მალე ყველას შეძულდება/
8 სამარცხვინო მოდური ტრენდი, რომელიც აუცილებელია გაქრეს!

3.ჰარემის შარვლები

მსგავსი სამოსი ემსი ჰამერს ეცვა თავის კლიპში და იმის მერე მოდური გახდა, თუმცა ვაღიაროთ უნდა, რომ ნამდვილი სიმახინჯეა/
8 სამარცხვინო მოდური ტრენდი, რომელიც აუცილებელია გაქრეს!

4.წვეტიანი ფეხსაცმელი

შუასაუკუნეებში ყველას მსგავსი ფეხსაცმელი ეცვა. წვეტიანი ფეხსაცმელი ადამიანს სიმაღლეს აძლევსო, თუმცა უაზრობაა. იმედია მსგავსი ტრენდი არასდროს არ დაბრუნდება.
8 სამარცხვინო მოდური ტრენდი, რომელიც აუცილებელია გაქრეს!

5.სახმრეები

მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში შემოვიდა მოდაში, თუმცა აქტუალურია 80 – იან წლებში იყო. ეს მოდური ტრენდი წარსულში უნდა დავტოვოთ.
8 სამარცხვინო მოდური ტრენდი, რომელიც აუცილებელია გაქრეს!

6.ელასტიკები

საშინელი სანახავია ადამიანი, რომელსაც ელასტიკები აცვია, რადგანაც ამით ირღვება ესთეტიკისა და სილამაზის კანონები.იმედია ასე არავინ არ ივლის.
8 სამარცხვინო მოდური ტრენდი, რომელიც აუცილებელია გაქრეს!

7.ჩაწეული შარვლები

თითქოს მოდური სტილი, რომელიც რეალურად საშინელი სანახავია. უკვე დროა, რომ აიწიოთ შარვლები და მიხვდეთ, რომ მსგავსი სტილი საშინელებაა.
8 სამარცხვინო მოდური ტრენდი, რომელიც აუცილებელია გაქრეს!

8.ქვედაკაბა

მსგავსი ჩაცმის სტილი ბევრისთვის სექსუალურია, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ პირიქით, ეს ამახინჯებს ქალს.

ასეთი სახის ჩახსნილი ან ღილებიანი კაბა, ნამდვილად არ უხდება ქალს.
8 სამარცხვინო მოდური ტრენდი, რომელიც აუცილებელია გაქრეს!

Информация к новости
  • Просмотров: 3403
  • Автор: admin
  • Дата: 9 2018
9 2018

Annihilation 2

Категория: ვიდეო/videos

Annihilation 2


ზომა : 356 MB
ხარისხი : DVDRip
ფორმატი : AVI
ატვირთულია : ALLSHARES.GE
Информация к новости
  • Просмотров: 2363
  • Автор: admin
  • Дата: 1 2017
1 2017

უგემრიელესი ნამცხვარი “პრაღა”

Категория: სტატიები

უგემრიელესი ნამცხვარი “პრაღა”


როცა ბებოს რეცეპტების ძველ ბლოკნოტს ათვალიერებ, ბევრ კარგ, წლების განმავლობაში გამოცდილ რეცეპტს აღმოაჩენ. ამ უგემრიელესი ნამცხვრის რეცეპტიც იქ ვიპოვე, მოვინიშნე ჩემს სიაში და გუშინ მოვამზადე. მინდა გითხრათ, რომ შესანიშნავია მრავალი მიზეზის გამო: 1) სჭირდება ყველასათვის ხელმისაწვდომი ინგრედიენტები 2) მზადდება ძალიან მარტივად და 3) უგემრიელესია. მე და ჩემს ოჯახის წევრებს, უკლებლივ ყველას, ძალიან მოგვეწონა. გირჩევთ მოამზადოთ და ასიამოვნოთ თქვენი საყვარელი ადამიანები.
დაგჭირდებათ:

ბისკვიტისთვის:

3 კვერცხი
1 ჩ.ჭ. შაქარი
½ ქილა მოხარშული შესქელებული რძე
200 გ. არაჟანი
1 ჩ.კ. სოდა
1 ½ ჩ.ჭ. ფქვილი
2 სავსე ჩ.კ. კაკაო
ცოტა ვანილი
კრემისთვის:

200 გ. ოთახის ტემპერატურის, დარბილებული კარაქი
½ ქილა მოხარშული შესქელებული რძე
1 სავსე ს.კ. კაკაო
შოკოლადის მინანქრისთვის:

100 გ. კარაქი
1 ჩ.ჭ. შაქარი
5 ს.კ. კაკაო
5 ს.კ. რძე
ფორმა: 28 სმ. დიამეტრის (შესაძლებელია 26 სმ.-ც, უფრო მაღალი გამოვა_

მომზადეაბა:

კვერცხი და შაქარი ერთად ათქვიფეთ, როცა მასა მოთეთრო და სქელი გახდება დაუმატეთ შესქელებული რძე და კვლავ ათქვფეთ. შემდეგ კი არაჟანი შეურიეთ.
ცალკე ჯამში ჩაცერით ფქვილი, კაკაო და სოდა, აურიეთ და კვერცხიან მასას დაუმატეთ, ხელის სათქვეფით შეურიეთ მშრალი და სველი ინგრედიენტები ერთმანეთს.
ფორმაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი, წაუსვით კარაქი და გადაიტანეთ მასში ცომი. შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ დაახლოებით 25 წუთი. ხის წკირით შეამოწმეთ, თუ მშრალი ამოვა, მზადაა.
ბისკვიტი ბოლომდე გააციეთ, შემდეგ გაჭერით შუაზე ან სამ ნაწილად.
იმისათვის, რომ კრემი კარგი გამოგივიდეთ, აუცილებელია, რომ კარაქი და შესქელებული რძე ოთახის ტემპერატურის იყოს. მე კრემი ხელის სათქვეფით გავაკეთე და ძალიან კარგი გამოვიდა. კარაქი ცოტა გათქვიფეთ, შემდეგ ნელ-ნელა შეათქვიფეთ შესქელებული რძე, ბოლოს კი კაკაო. უგემრიელესი კრემი მზადაა.
კრემი წაუსვით ბისკვიტის ქვედა ნაწილს, შემდეგ კი მეორე ნაწილი დაადეთ. შედგით მაცივარში.
სანამ ნამცხვარი მაცივარში ცივდება, მოამზადეთ შოკოლადის მინანქარი. პატარა ქვაბში მოათავსეთ კარაქი, შაქარი, კაკაო და რძე, აქციეთ ერთიან მასად, შემდეგ კი დადგით დაბალ ცეცხლზე და განუწყვეტლივ ურიეთ. სანამ წამოდუღდება გადმოდგით, ცოტა შეაგრილეთ, შემდეგ კი ნამცხვარს მოასხით.
უგემრიელესი „პრაღა“ მზადაა, გემრიელად მიირთვით!
Информация к новости
  • Просмотров: 4893
  • Автор: LostBoy
  • Дата: 1 2017
1 2017

hatchet

Категория: ვიდეო/videos / ფილმები/movies

hatchet


მააგრი ფილმია რაა გადაწერეთ და თვითონვე შეაფასეთ
Информация к новости
  • Просмотров: 2949
  • Автор: admin
  • Дата: 16 2017
16 2017

როგორ ავიღოთ ცნობა ნასამართლეობის შესახებ ონლაინ?

Категория: სტატიები

როგორ ავიღოთ ცნობა ნასამართლეობის შესახებ ონლაინ?
სამსახურის დაწყების მსურველთა უმეტესობას განსაკუთრებით საჯარო სამსახურში თხოვენ ცნობას ნასამართლეობის შესახებ, მისი აღება არც ისე პრობლემურია თუმცა ონლაინ განცხადების გაკეთება გაცილებით მარტივი და ნაკლებად შრომატევადია. იმისათვის რომ აიღოთ ცნობა ნასამართლეობის შესახებ ონლაინ უნდა შეხვიდეთ შემდეგ საიტზე: http://sa.gov.ge/, აღნიშნულ საიტზე შეიძლება დიდხანს იხეტიალოთ, მაგრამ ვერსად მიაგნოთ ონლაინ განცხადების გაკეთების ფორმას. ეს კი გამოწვეულია მხოლოდ ერთი მარტივი შეზღუდვით – თუ საიტზე რეგისტრაციას არ გაივლით არ გამოჩნდება ის პანელი საიდანაც ცნობის დამზადების შესახებ განცხადების დაწერა შეგიძლიათ.
რეგისტრაციის გავლა
რეგისტრაციის დასაწყებად https://www.sa.gov.ge/ -ზე უნდა დააკლიკოთ – ავტორიზაცია/რეგისტრაცია -ს.
როგორ ავიღოთ ცნობა ნასამართლეობის შესახებ ონლაინ?
ამის შემდეგ გამოვა ფანჯარა სადაც მისათითებელია მომხმარებელი და პაროლი მაგრამ ვინაიდან რეგისტრირებულები არ ვართ ვერ მიუთითებთ მას და ამიტომ ვირჩევთ რეგისტრაცია-ს.
[center]როგორ ავიღოთ ცნობა ნასამართლეობის შესახებ ონლაინ?
[/center] მითითებულ ღილაკზე დაკლიკების შემდეგ გამოვა სარეგისტრაციო ველები, რომელთა შევსებაც სავალდებულოა.
როგორ ავიღოთ ცნობა ნასამართლეობის შესახებ ონლაინ?
ალბათ ხვდებით, რომ უნდა მიუთითოთ უტყუარი და ზუსტი ინფორმაცია, ამის სემდეგ მონიშნავთ კვადრატს, რომელიც არის “ვეთანხმები მომსახურების პირობებს” ფრაზის წინ და დააკლიკებთ რეგისტრაციის ღილაკს.
[center]როგორ ავიღოთ ცნობა ნასამართლეობის შესახებ ონლაინ?
[/center] თუ თქვენ ყველა ველს სწორად შეავსებთ გამოვა მსგავსი ტიპის შეტყობინება, რომელიც გვამცნობს რომ ჩვენს მითითებულ ელ.ფოსტაზე გამოიგზავნება წერილი, სადაც იქნება რეგისტრაციის დასრულების ბმული. მას შემდეგ რაც ელ.ფოსტაზე შეხვალთ და დააკლიკებთ მომსახურების სააგენტოსაგან მიღებულ ბმულს, უკვე შეგიძლიათ გაიაროთ ავტორიზაცია ვებ-გვერდზე.
როგორ ავიღოთ ცნობა ნასამართლეობის შესახებ ონლაინ?
ავტორიზაციის გავლისას უთითებთ ელ.ფოსტას და პაროლს, ხოლო ავტორიზაციის კოდს მიიღებთ მობილურზე ან ელ.ფოსტაზე (ამ შემთხვევაში მონიშნულია მობილური). ველების სწორად შევსების შემთხვევაში გამოვა შემდეგი ფანჯარა:
როგორ ავიღოთ ცნობა ნასამართლეობის შესახებ ონლაინ?
სადაც უნდა შეიყვანოთ მობილურზე/ელ.ფოსტაზე მიღებული კოდი და დააკლიკოთ ღილაკს ავტორიზაცია. ავტორიზაციის გავლის შემდეგ თქვენ უკვე გადახვალთ ძალიან საიტერესო გვერდზე სადაც არამარტო ცნობის აღება არამედ სხვა საინტერესო მომსახურებებიც შეგიძლიათ მიიღოთ ონლაინ.
როგორ ავიღოთ ცნობა ნასამართლეობის შესახებ ონლაინ?
ნასამართლეობის შესახებ ცნობის ასაღებად ან აკლიკებთ განცხადებებს და შემდეგ ცნობებს და ირჩევთ ნასამართლეობის შესახებ-ს ან უბრალოდ ცნობის აღებას აკლიკებთ და გადახვალთ შემდეგ გვერდზე:
როგორ ავიღოთ ცნობა ნასამართლეობის შესახებ ონლაინ?
სადაც ავსებთ მითითებულ მონაცემებს და რაც ძალიან საინტერესოა 5 სამუშაო დღეში ცნობის მომზადება არის სრულიად უფასო, ასევე არაა აუცილებელი ცნობის ასაღებად თქვენ მიხვიდეთ შეგიძლიათ მიუთითოთ მინდობილი პირი (მხოლოდ სახელის და გვარის მითითებით აიღებს თქვენს მაგივრად ცნობას). ცნობის საფასური: 5 დღე – უფასო; 3 დღე – 15 ლარი; 1 დღე – 25 ლარი; *ცნობა მოქმედია მისი გაცემიდან (დამზადებიდან) 15 კალენდარული დღის განმავლობაში. მას შემდეგ რაც შეავსებთ მონაცემებს და დააკლიკებთ რეგისტრაციის ღილაკს თქვენს განცხადებას მიიღებს მომსახურების სააგენტო, თუ მაინც გსურთ გადაამოწმოთ ნამდვილად მიიღეს თუ არა თქვენი განცხადება აკეთებთ შემდეგს:
როგორ ავიღოთ ცნობა ნასამართლეობის შესახებ ონლაინ?
ჩამოშლით განცხადებების მენიუს და აკლიკებთ “განცხადებები”-ს ღილაკს, რომლის შემდეგაც გამოვა ინფორმაცია თქვენი განაცხადის შესახებ (როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები). განცხადების მომზადების შესახებ ინფორმაცია მოგივათ თელეფონზე SMS-ის სახით და მითითებული ადგილიდან შეძლებთ ნასამართლეობის შესახებ ცნობის აღებას უპრობლემოდ. გისურვებთ სასურველ ცნობას !
Информация к новости
  • Просмотров: 8389
  • Автор: gio_ghetto
  • Дата: 19 2017
19 2017

ტატუები

Категория: სურათები/photo

ტატუები

აქ არის ყველაზე უცნაური ტატუები! fellow
Информация к новости
  • Просмотров: 2887
  • Автор: admin
  • Дата: 4 2017
4 2017

11 ილუსტრაცია, რომელიც ასახავს, თუ როგორ იცვლება მამაკაცის ცხოვრება დაოჯახების შემდეგ

Категория: სტატიები

ერთ არც თუ ისე მშვენიერ დღეს ყველა მამაკაცის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც ის ემშვიდობება ლაღ ცხოვრებას. შემდეგ ის ნოსტალგიით იხსენებს თავსგადახდენილ ისტორიებს, ზოგს სიამოვნებითა და ხალისით, ზოგს კი – პირიქით.

წარმოგიდგენთ სახალისო სურათებს, რომლებიც დაგანახებენ, თუ როგორ იცვლება საბრალო მამაკაცების ცხოვრება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯის გადადგმის – დაქორწინების შემდეგ.

11 ილუსტრაცია, რომელიც ასახავს, თუ როგორ იცვლება მამაკაცის ცხოვრება დაოჯახების შემდეგ


11 ილუსტრაცია, რომელიც ასახავს, თუ როგორ იცვლება მამაკაცის ცხოვრება დაოჯახების შემდეგ


11 ილუსტრაცია, რომელიც ასახავს, თუ როგორ იცვლება მამაკაცის ცხოვრება დაოჯახების შემდეგ


11 ილუსტრაცია, რომელიც ასახავს, თუ როგორ იცვლება მამაკაცის ცხოვრება დაოჯახების შემდეგ


11 ილუსტრაცია, რომელიც ასახავს, თუ როგორ იცვლება მამაკაცის ცხოვრება დაოჯახების შემდეგ


11 ილუსტრაცია, რომელიც ასახავს, თუ როგორ იცვლება მამაკაცის ცხოვრება დაოჯახების შემდეგ


11 ილუსტრაცია, რომელიც ასახავს, თუ როგორ იცვლება მამაკაცის ცხოვრება დაოჯახების შემდეგ


11 ილუსტრაცია, რომელიც ასახავს, თუ როგორ იცვლება მამაკაცის ცხოვრება დაოჯახების შემდეგ


11 ილუსტრაცია, რომელიც ასახავს, თუ როგორ იცვლება მამაკაცის ცხოვრება დაოჯახების შემდეგ


11 ილუსტრაცია, რომელიც ასახავს, თუ როგორ იცვლება მამაკაცის ცხოვრება დაოჯახების შემდეგ


11 ილუსტრაცია, რომელიც ასახავს, თუ როგორ იცვლება მამაკაცის ცხოვრება დაოჯახების შემდეგ
Информация к новости
  • Просмотров: 12006
  • Автор: admin
  • Дата: 31 2017
31 2017

საბავშვო საიტები

Категория: სტატიები


საბავშვო საიტები


როგორ გავამხიარულოთ პატარა ? როგორ დავიცვათ მავნე და დიდებისთვის განკუთვნილი საიტების ზემოქმედებისგან როდესაც ბავშვი კომპიუტერთან ჯდება? ან უბრალოდ საბავშვო საიტები გაინტერესებთ? ეძებთ როგორ გაართოთ თქვენი პატარა კომპიუტერთან ? ამ სტატიაში ნახავთ საბავშვო საიტების მისამართებს...


Patara.ge - იმიტომ რომ გვიყვარს !
Bana.ge - ვისაც გიყვართ თამაში გელოდებით ბანაში
bastibubu.ge - ბასტიბუბუ
children.ge - მეოცნებე ბავშვები
chita.ge - სათამაშოები , კონკურსები, თამაშები
feria.ge - საუკეთესო სათამაშოების მაღაზია ფერია
forbaby.ge - ბავშვებისთვის
gorga.ge - გამომცემლობა გორგა
ქართული ზღაპრები
KIDS - გააფერადე
kids.ge - ყველაფერი პატარებზე
kidsdreams.ge - ბავშვთა ტანსაცმელი და აქსესუარები
kidspace.ge - ბავშვები -მშობლები
lurjacxenebi.ge - ვოკალურ თეატრალური სტუდია
მეზღაპრეს ბლოგი
puphynuphy.ge - ფუფი ნუფი

Lan.ge - მულტფილმები
bavshvi.com - ყველაფერი ბავშვების შესახებ
საბავშვო ტნსაცმლის მაღაზია
Bembi.ge - საბავშვო საიტი
animaciebi.com - ყველაფერი ბავშვებისთვის
Информация к новости
  • Просмотров: 10761
  • Автор: gio_ghetto
  • Дата: 24 2017
24 2017

აფხაზეთის ომის სურათები!

Категория: სურათები/photo

აფხაზეთის ომის სურათები!

აფხაზეთის ომის სურათები!
Информация к новости
  • Просмотров: 4014
  • Автор: admin
  • Дата: 20 2017
20 2017

თუკი თქვენ ამ სურათში 10 წამში კვერცხს იპოვით თქვენი IQ ერთ–ერთი უმაღლესია მსოფლიოში!

Категория: სურათები/photo

უნგრელმა მხატვარმა გერგეი დუდაშმა, რომელიც სოციალურ ქსელებში დუდოლფის სახელით არის ცნობილი, კიდევ ერთი ე.წ. ვირუსული ფოტო შექმნა, რომელმაც ინტერნეტსივრცე დაიპყრო.

სოციალური ქსელის მომხმარებლები პანდის, კატებისა და სხვა უამრავი თავსატეხის შემდეგ, ამჯერად, ტიტებში დამალულ სააღდგომო კვერცხს ეძებენ.
თუკი თქვენ ამ სურათში 10 წამში კვერცხს იპოვით თქვენი IQ ერთ–ერთი უმაღლესია მსოფლიოში!
Информация к новости
  • Просмотров: 8190
  • Автор: admin
  • Дата: 21 2017
21 2017

Banner Maker Pro 7

Категория: პროგრამები/soft

Banner Maker Pro 7


es aris zaan magari BANEREBIS gasaketebeli programa BANNER MAKER PRO 7. BOLO VERSIAA. YVELAS GAMOGADGEBAT gansakutrebit ki WEBMASTEREBS. aucileblad gadaweret da daakomenatret KIDEC!!!
Информация к новости
  • Просмотров: 6101
  • Автор: admin
  • Дата: 17 2017
17 2017

სიყვარულის 10 მცნება

Категория: სტატიები

სიყვარულის 10 მცნება


1)თუ სიყვარულს ეძებ,ისე ეძებე რომ სხვას არ წაართვა.
2)სჯობს გაიცნო და შეიყვარო, ვიდრე შეიყვარო და მერე გაიცნო.
3)სიყვარული ისეთი სნეულებაა, რომელიც მედიცინისგან განუკურნავია.
4)არავინ დაისჯება ისე, როგორც ის, ვინც არ შესწირავს თავს სიყვარულს.
5)სიყავრული თამაში არ რის, როცა მოგესურვება დაიწყო და დაამთავრო.
6)ამ ქვეყნად არაფერი ხდის საჭიროდ, ისე როგორც სიყვარული.
7)ბედნიერია ის, ვინც ჭეშმარიტ სიყვარულს ეზიარება.
8)სიყავრული არ გეკითხება როდის მოდის და როდის მიდის.
9)სიყვარული ადამიანს დაუპატიჟებლად ესტუმრება და როცა ჩასახლდება გულში, იმ წამსვე დაიწყებს მბრძანებლობას.
10)თუ ვინმე გიყვარს-ადამიანი ხარ, ...
Информация к новости
  • Просмотров: 2875
  • Автор: admin
  • Дата: 9 2017
9 2017

10 უცნაური ფაქტი სექსის შესახებ, რომელიც სკოლაში არ გისწავლიათ!

Категория: სტატიები

10 უცნაური ფაქტი სექსის შესახებ, რომელიც სკოლაში არ გისწავლიათ!


ამ სტატიაში გთავაზობთ 10 საინტერესო ფაქტს სექსის შესახებ.

1. ადამიანებს, რომლებსაც კარგი სურნელი აქვთ, გარეგნულად უფრო მომხიბვლელებად აღვიქვამენ.

2. კვლევები აჩვენებენ, რომ მამაკაცი და ქალი უბრალოდ მეგობრები ვერ იქნებიან, თუ კვირაში 2-3-ჯერ უფრო ხშირად ურთიერთობენ.

3. ენდორფინებს, რომლებსაც ორგანიზმი პარტნიორთან სექსუალური კავშირის დროს გამოყოფს, არანაკლები ეიფორიის შეგრძნება აქვს, ვიდრე ნარკოტიკებს.

4. ყოფილა შემთხვევები, როცა სპერმატოზოიდები ცოცხლები და გასამრავლებლად გამოსადეგი ეკულაციიდან 8 დღის შემდეგაც ყოფილან.

5. რეგულარულმა სექსმა, რომელიც ორივე პარტნიორს აკმაყოფილებს, შესაძლოა, მათ შორის სიყვარული წარმოშვას.

6. ადამიანებს, რომლებსაც კვირაში სექსი 1-2-ჯერ მაინც აქვთ, იმუნური სისტემა უკეთ უმუშავებთ.

7. თუ მამაკაცი ორგაზმს კვირაში ოთხჯერ მაინც განიცდის, ეს ორჯერ ამცირებს პროსტატის კიბოს გაჩენის რისკს.

8. კვლევები აჩვენებენ, რომ მაღალქუსლიანების ტარება ქალის სექსუალურ მომხიბვლელობას საშუალოდ 25 პროცენტით ზრდის.

9. როცა ქალი ორგაზმს განიცდის, ტვინში დროებით ის განყოფილება ეთიშება, რომელიც ისეთ ემოციებზეა პასუხისმგებელი, როგორებიცაა შიში და შფოთვა.

10. ყველაზე დიდი პენისი, ექიმების ცნობით, სიგრძეში 28 სანტიმეტრია.
^