სიახლეები 2015 წელი » გვერდი 11 » File.Pirveli.Ge
 
Информация к новости
  • Просмотров: 2903
  • Автор: admin
  • Дата: 7 იანვარი 2015
7 იანვარი 2015

Alilo- ალილო-გილოცავთ ქრისტეს შობას

Категория: News

Информация к новости
  • Просмотров: 1264
  • Автор: admin
  • Дата: 6 იანვარი 2015
6 იანვარი 2015

ბედის ირონია ანუ გაამოთ! (1975 )

Категория: ვიდეო/videos / ფილმები/movies

ბედის ირონია ანუ გაამოთ! (1975 )


ხანგრძლივობა: 2 საათი 35 წუთი
ქვეყანა: სსრკ ,
წელი: 1975
კატეგორია: საახალწლო
ჟანრი: ოჯახური , დრამა , კომედია , მელოდრამა , საახალწლო ,
რეჟისორი: ედლარ რიაზანოვი
როლებში: Андрей Мягков,ბარბარა ბრილსკა,იური იაკოვლევ-სუხანოვი,Александр Ширвиндт,გეორგი ბურკოვი,Лия Ахеджакова,Александр Белявский,Любовь Добржанская,ოლგა ნაუმენკო,გეორგი მარტინიუკი,ედლარ რიაზანოვი,მარინა უსტიმენკო,Валентина Талызина,სერგეი ნიკიტინი,ალლა პუგაჩიოვა ი დრ.,Елена Наумкина

მოკლე აღწერა: მეგობრები წავიდნენ აბანოში, ტრადიციის მიხედვით, რომ ყველაფერი ცუდი წინა წელს გაატანონ და ახალი წელს სუფთები შეხვდნენ, და იმ დონემდე გადათვრნენ(არყით და ლუდით), რომ ლენინგრადში სხვა გააგზავნეს. ასე ანდრეი მიაგკოვი ალექსანდრ შირვინდტის მაგივრად მოხვდა სხვის, მაგრამ "აღმოჩნდა" სხვის, მაგრამ ასეთივე ბინაში, ზუსტად ასეთივე დასახელების ქუჩაზე, ასეთივე ავეჯით, როგორიც თავისია მოსკოვში, სადაც გაიცნო მშვენიერი ქალი...
Информация к новости
  • Просмотров: 1347
  • Автор: admin
  • Дата: 6 იანვარი 2015
6 იანვარი 2015

მარტო სახლში 5: საახალწლო ძარცვა / Home Alone: The Holiday Heist (2012 )

Категория: ვიდეო/videos / ფილმები/movies

მარტო სახლში 5: საახალწლო ძარცვა / Home Alone: The Holiday Heist (2012 )


ხანგრძლივობა: 1 საათი 27 წუთი
ქვეყანა: აშშ , კანადა ,
წელი: 2012
ჟანრი: კრიმინალი , საოჯახო , კომედია ,
რეჟისორი: პიტერ ხიუიტტი
როლებში: ედვარდ ასნერი,პიტერ დაკუნა,ჯოდელ ფერლანდი,Элли Харви,კრისტიან მარტინი,Деби Мейзар,ჩად კროვჩუკი,დაგ მიურრეი,Chris Sigurdson,ედდი სტიპლზი
მოკლე აღწერა: მზიანი კალიფორნიიდან შტატ მენში გადასვლის შემდეგ, რვა წლის ფინი ახალ სახლში თავს გრძნობს მოუხერხებლად და უცხოდ. მას ჰგონია, რომ საშინელი ადგილია და გაჩერებას ვერ შეძლებს. სჯერა, რომ სახლში უცნაური არსებები ბინდარობენ და თავისი ოჯახის დასაცავდ, იგი ამზადებს ხაფანგებს, რომლებიც აუცილებლად შეძლებენ ბოროტი არსებების დაჭერას. როდესაც იგი თავის უფროს დასთან ერთად მარტო რჩება სახლში, რთავს თავის ხაფანგებს, რაშიც ბოროტი არსებები კი არა მძარცველების დაჯგუფება ეხვევა...
Информация к новости
  • Просмотров: 1160
  • Автор: admin
  • Дата: 5 იანვარი 2015
5 იანვარი 2015

გაუჩინარებული ქალი / Gone Girl (2014/RUS/ENG/WEB-DLRip) ONLINE

Категория: ვიდეო/videos / ფილმები/movies

გაუჩინარებული ქალი / Gone Girl (2014/RUS/ENG/WEB-DLRip) ONLINE


წელი: 2014
ჟანრი: დრამა, მისტიკა, თრილერი
ხანგრძლივობა: 02:29:02
გახმოვანება: რუსული (დუბლირებული) [ლიცენზია] / ინგლისური (ორიგინალი)
რეჟისორი: დევიდ ფინჩერი
როლებში: ბენ აფლეკი, როზამუნდ პაიკი, ნილ პატრიკ ჰარისი, ტაილერ პენი, ქერი ქუნი, კიმ დიკენსი
ფილმის შესახებ:
ახალგაზრდა ქალი ემი უკვალოდ გაქრა ქორწილის მეხუთე წლისთავის აღსანიშნავ დღეს. საეჭვო ქცევის და ტყუილების გამო ყველას ეჭვმიტანილად მისი მეუღლე ნიკი მიაჩნია…
Информация к новости
  • Просмотров: 1798
  • Автор: admin
  • Дата: 5 იანვარი 2015
5 იანვარი 2015

სუპერმარკეტის გმირი

Категория: ვიდეო/videos / ფილმები/movies

სუპერმარკეტის გმირი


ორიგინალური დასახელება: Paul Blart Mall Cop
ენა: რუსული
ზომა: 698.12 მბ
ჟანრი: კომედია
წელი: 2009
რეჟისორი: სტივ კარი
როლებში: კევინ ჯეიმსი, კეირ ო’დონელი, ჯეიმა მეისი

მოკლე შინაარსი:
სავაჭრო ცენტრს ქურდები ჩაიგდებენ ხელში მცველი კი იძულებულია თავის რბილ ხასიათს გაუმკლავდეს რათა სიტუაციას დაეუფლოს
Информация к новости
  • Просмотров: 1618
  • Автор: admin
  • Дата: 5 იანვარი 2015
5 იანვარი 2015

GTA SAN ANDREs Hot coffee-+18

Категория: თამაშები/games

GTA SAN ANDREs Hot coffee-+18


ენა: ინგლისური,რუსული
ზომა: 585.75 მბ
ჟანრი: მოქმედებითი
წელი: 2008
მწარმოებელი: Grand Theft Auto

მოკლე შინაარსი:
ეს არის ჩვეულებრივი სან ანდრეასი თავისი მანქანებით და მისიებით!!. ყველაფერი არის ისე, როგორც ჩვეულებრივში, მაგრამ Hot Coffee ნიშნავს რომ ამ "ვერსიაში" თქვენ შეგიძლია გქონდეთ სექსი თქვენს მეგობარ ქალთან. ადრე არ აჩვენებდნენ როგორ ხდებოდა, მხოლოდ კამერა მოძრაობდა. ახლა კი სულ სხვაგვარდაა!!. თქვენ უბარლოდ მიდიხართ თქვენს შეყვარებულთან, მიგყავთ ბარში და ა.შ. ბოლოს კი როცა უკვე სახლში შევა გკითხავთ გინდათ თუ არა მასთან სექსი. თქვენ თუ დააჭერთ Y - ს ანუ დადებით პასუხს და დანარჩენი თქვენ თვითონ ნახეთ...
Информация к новости
  • Просмотров: 4573
  • Автор: lockerz
  • Дата: 5 იანვარი 2015
5 იანვარი 2015

საშობაო ისტორია / A Christmas Carol (ქართულად)

Категория: ვიდეო/videos / ფილმები/movies

საშობაო ისტორია / A Christmas Carol (ქართულად)

ინფრორმაცია ფილმზე
დასახელება : საშობაო ისტორია
ორიგინალური დასახელება : A Christmas Carol
გამოშვების წელი : 6 ნოემბერი, 2009
ჟანრი : ფენტეზი, დრამა, ოჯახური, მულტფილმი
რეჟისორი : რობერტ ზემეკისი
როლებში : ჯიმ კერი, სტივ ვალენტაინი, დერილ საბარა, სეიჯ რაიანი, რაიან ოჩოა, ბობი პეიჯი, რონ ბოტიტა, სემი ჰანრატი, ჯულიან ჰოლოუეი, გარი ოლდმან..

ფილმის აღწერა
ესაა ვიქტორიანული, ჭკუის სასწავლებლი ისტორია ბებერ და გულქვა წუწურაქ ებენიზერ სკრუჯზე, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში ღრმა განწმენდას განიცდის. მისტერ სკრუჯი - ფინანსისტი და ფულის გადამახურდავებელია, რომელმაც მთელი ცხოვრება სიმდიდრის დაგროვებას მიუძღვნა. მას სძულს ყველაფერი ფულის გარდა, მეგობრობის, სიყვარულისა და საშობაო დღესასწაულების ჩათვლით..
__________________________

An animated retelling of Charles Dickens' classic novel about a Victorian-era miser taken on a journey of self-redemption, courtesy of several mysterious Christmas apparitions..

საშობაო ისტორია / A Christmas Carol (ქართულად)
IMDB Raiting: 7.0/10 (15,661 votes)

მოკლე ინფორმაცია
გამომშვები : ამერიკა/Walt Disney Pictures
გახმოვანება : ქართული [სამოყვარულო, მრავალხმიანი]
ხანგრძლივობა : 01:35:49

ფაილი
ხარისხი : DVDRip
ფორმატი : Avi
ვიდეო : 1645 kb/s, 720x304
აუდიო : AC3, 384 kb/s (6 ch)
ზომა : 700 MB
Информация к новости
  • Просмотров: 3283
  • Автор: admin
  • Дата: 5 იანვარი 2015
5 იანვარი 2015

The Perfect Holiday | იდეალური შობა

Категория: ვიდეო/videos / ფილმები/movies

The Perfect Holiday | იდეალური შობა


ჟანრი: მელოდრამა, სათავგადასავლო
წელი: 2007
ატუდია: Capital Arts Entertainment
რეჟისორი: ლენს რივერა
როლებში: მორის ჩესტნატი, გაბრიელ იუნინი, ფაიზონ ლავი, ჩარლზ მერფი, კეტ უილიამსი, ჯილ მარ ჯონსი
აღწერა: ნენსი - მრავალშვილიანი მარტოხელა დედაა. ბავშვებზე გაუთავებელმა ზრუნვამ მას თავისი თავი დაავიწყა. შობის ღამეს ის შვილებთან ერთად სანტა კლაუსის მოლოდინშია. ერთი კი არ იცის, რომ მისმა პატარა გოგონამ სანტას დედის გაბედნიერება სთხოვა...
Информация к новости
  • Просмотров: 2443
  • Автор: xovle
  • Дата: 3 იანვარი 2015
3 იანვარი 2015

CHRISTMAS COTTAGE (2008) DVDRIP

Категория: ვიდეო/videos / ფილმები/movies

CHRISTMAS COTTAGE (2008) DVDRIP

დასახელება: საშობაო კოტეჯი
ორიგინალური დასახელება: Christmas Cottage
წელი: 2008
ჟანრი: დრამა, ოჯახური
რეჟისორი:მაიკლ კამპუსი
როლებში: ჯარედ პადალეკი, მარშა ჰარდენი, პიტერ ო’ტული, აარონ ეშმორი, რიჩარდ ბერჯი, ჯეფრი ლუისი, კრის ელიოტი, რიჩარდ მოლი, კირსტენ უორენი, ჯეი ბრაზო

ანოტაცია:
ფილმი მოგვითხრობს რეალურ ისტორიას თანამედროვე ცნობილი მხატვრის ტომას კინკეიდის ცხოვრებიდან. საკუთარ ნიჭზე ყურადღების მიპყრობა მომავალ მხატვარს უბედური შემთხვევა დაეხმარა - მისმა დედამ კინაღამ საკუთარი სახლი დაკარგა და ვალის გასტუმრებაში დასახმარებლად, ახალგაზრდამ ხელი მოკიდა პატარა ქალაქის ცენტრში მდებარე სახლზე საშობაო ფრესკის მოხატვას. მხატვარმა შეძლო იმდენად თბილი და ალალი ნაწარმოები შეექმნა, რომ მან პატარა ქალაქის ცხოვრება შეცვალა.

წარმოება: აშშ, Birch Grove Films / Firm Films / String Media
ხანგრძლივობა: 01:43:42
გახმოვანება: პროფესიონალური (მრავალხმიანი)

ფაილის
ფორმატი: AVI (XviD)
ხარისხი: DVDRip
ვიდეო: 1433 kb/s, 704x384
აუდიო: AC3, 448 kb/s (6 ch)
მოცულობა: 1,399 MB
Информация к новости
  • Просмотров: 10477
  • Автор: admin
  • Дата: 1 იანვარი 2015
1 იანვარი 2015

საახალწლო ლექსები

Категория: ლიტერატურა

საახალწლო ლექსები


თოვლის შვილიშვილი
გაუჭირდა თოვლის პაპას,

ხვნეშით დადის, წამლებს ყლაპავს.



დავბერდიო, - ასე ამბობს, -

მხნედ ვიყავი შარშან ამ დროს!



საჩუქრების დიდი გუდა

ძლივს ასწია, შველა უნდა.



შუბლზე ცვარი მოიწმინდა:
– თოვლის შვილიშვილი მინდა!
ვასილ გულეური








საახალწლო სიზმარი

ახალი წლის ღამეა

და სასწაულს ველი,

მალე დაჰკრავს თორმეტჯერ –

მიდის წელი ძველი.



ნაძვის ხესთან ვზივარ და

არ ჩამთვლიმოს, ვცდილობ.

თოვლის პაპას რომ დავხვდე,

არ მსურს, დავიძინო.



გარეთ ცივა, სახლში კი

საამურად თბილა...

ჰოდა, შუაღამემდე

ჩამეძინა ტკბილად.



თოვლის პაპა მესიზმრა

და სიზმარი ახდა –

როცა გამომეღვიძა,

საჩუქრები დამხვდა.



ასე ჩუმად რად მოდის

თოვლის პაპა, ნეტავ?

შუაღამეს რად უცდის,

დღე რატომ ვერ ვხედავ?



ნატვრადა მაქვს ქცეული

თოვლის პაპის ნახვა...

კიდევ ერთ წელს მის მოსვლას
სად ვუცადო ახლა?..
ვასილ გულეური





ციკოს თოვლის პაპა

ახლა წლამდე ცოტა დარჩა,

მოადგება აგერ, მთებს.

მუხის ძირას ციყვი ციკო

თოვლის პაპას აკეთებს.



მოაგროვა სამი გუნდა,

არ დასჭირდა წვალება.

ორ ცალ კერკეტ კაკალს უდებს

თოვლის პაპას თვალებად.



ტანზე კოხტად ჩაურიგა

ყავისფერი ღილები.

განა მართლა ღილებია –

გაკროლილი თხილები.



სტაფილო აქვს ცხვირის ნაცვლად –

ციკო მართლა არ ხუმრობს.

მხოლოდ ქუდი ვერ იშოვა,

თავზე რომ დაახუროს.



ფუღუროსკენ გაეშურა,

იქნებ, რამე მოძებნოს...

თოვლის პაპა მარტო დარჩა

და თავისთვის ოცნებობს:



“მალე ქუდსაც დავიხურავ,

ხელში ჯოხსაც დავიჭერ.

სულ პირველი მე გავიგებ

ახალი წლის ნაბიჯებს!..”



უცებ, მართლა ნაბიჯების

ხმა მოისმა შორიდან.

გაუკვირდა თოვლის პაპას –

ნუთუ, უკვე მოვიდა?



მაგრამ, არა, ახალი წლის

ნაბიჯები როდია,

ეს კურდღელი ამბაკო და

თაგვი თენგო მოდიან.



დაინახეს თოვლის პაპა...

რა გგონიათ, რა მოხდა?

ცოტა ხანში, როცა ციკო

ხიდან დაბლა ჩამოხტა,



იქ რაც დახვდა, დამშვიდებით

აბა, როგორ უცქიროს –

თოვლის პაპა უღილებოდ,

უთვალებოდ, უცხვიროდ!
ვასილ გულეური



საახალწლო

ჩირი, ვაშლი, ჩურჩხელა,

შოკოლადის ფილა,

მოგილოცავთ სუყველას

ახალი წლის დილას!

ოქრო გოგო-ბიჭებო,

დამიბერდით ტკბილად!
გივი ჭიჭინაძე




როდის მოვა თოვლის პაპა
მაშინ, როცა დეკემბერი წავა,
გზას დაუთმობს იანვარს და თოვას,
პატარებო, ახალი წლის ღამეს,
თოვლის პაპა საჩუქრებით მოვა.

ყველაფერი დაუჯერეთ მშობლებს,
სწავლით გული გაუხარეთ, თორემ,
თოვლის პაპა ურჩ და ზარმაც ბავშვებს,
დამიჯერეთ, უსაჩუქროდ ტოვებს.
ნათია ჯანაშია



წერილი თოვლის ბაბუას
ჩემო თოვლის ბაბუა,
მენატრები ძალიან,
გავიგე, რომ ბავშვებთან
გულით მოგიხარია.
ისიც ვიცი, ხურჯინი
საჩუქრებით სავსე გაქვს,
ალბათ როგორ დაგღალა
მძიმე ტვირთის ტარებამ!
ჰოდა, თოვლის ბაბუა,
იცი, მე რას ვნატრულობ?
საახალწლოდ ეგ სავსე
ხურჯინი რომ მაჩუქო!
ლელა ცუცქირიძე


გუნდა-გუნდა
გუნდა-გუნდა, თოვლის გუნდა,
გაგორდება, სადაც უნდა,
გაეპარა დედა თოვლს და
კარუსელზე შემოსკუპდა.
დედა თოვლი ფიფქებს აფრქვევს:
- ჩემი გუნდა სად არის?
მის ძებნაში გადათოვლა
თოვლმა მთელი ქალაქი.
გაიხარეს პატარებმა:
- ფანტელები ცვივა ციდან,
ეს რა კარგად მოგვილოცა
თოვლმა ახალი წლის დილა
ლელა ცუცქირიძე



გამოცანები
ნათია ჯანაშია
***
როცა თოვს, ციდან რა ცვივა?
არ უნდა ბევრი ფიქრი,
ბამბის პატარა ფთილას ჰგავს,
გამოიცანით! (ფიფქი)


***
აღმართ-აღმართ დავატარებთ,
როცა ფიფქი ცვივა ციდან,
დაღმართებში არხეინად
დაგვაქროლებს. რაა? (ციგა)


***
თოვლისაგან გავაკეთე,
რა ახურავს თავზე? – ტაფა!
ცხვირი კურდღელს მოუპარავს,
თქვით, რა არის? (თოვლის პაპა)



***
ყინვისაგან როცა წვეთებს
ეყინება ბოლოები,
საწვეთურებს რა ჰკიდია?
გამჭვირვალე?.. (ლოლუები)





საახალწლო სიმღერა

თეთრი ციდან ფიფქი ცვივა,

გვირილების ხელაო...

ჩქარა ტაში,

ჩქარა ტაში,

აბა, დელი-დელაო!

ჩვენს ნაძვის ხეს შემოევლოს

წიფელა და თელაო.

ეს რა კარგი,

რა ლამაზი

დილა გაგვითენდაო.

თეთრი ციდან ფიფქი ცვივა,

გვირილების ხელაო...

ჩქარა ტაში,

ჩქარა ტაში,

აბა, დელი-დელაო!

ჯანსუღ ჩარკვიანი





თოვლის ბაბუა

გადმოლახა ზღვები და

გადმოლახა მთები -

მოდის თოვლის ბაბუა

დათოვლილი მხრებით,

დათოვლილი წარბებით,

დათოვლილი თმებით.

მოჰყავს დათუნიები

მოაქვს საჩუქრები.

გარეთ ცივი ქარია,

ათოვს მთებს და ველებს.

ალბათ სცივა ბაბუას -

ვინ გაუთბობს ხელებს?

როცა მოვა, ვიცეკვებთ

და გულს გავიხარებთ,

გაზაფხულის მოსვლამდე

არ გავუშვებთ გარეთ.

მორის ფოცხიშვილი





საახალწლო

რაც ძველია, ძველია,

ძველია და მიდის.

დღეს ახალი წელია,

ზეიმია დიდი.

დაფიფქული წარბებით,

დათრთვილული ქუდით

თოვლისპაპა მოვიდა

თოვლი მოაქვს გუდით.

აბა, ჩქარა, ბავშვებო,

გავანძრიოთ ხელი,

თორემ დაგვიძველდება

ეს ახალი წელი.

მორის ფოცხიშვილი




ნაძვის ხეო

ნაძვის ხეო,

ნატვრის ხეო,

გული ლხენით აგვივსეო.

ნუ დაგვღალე,

თოვლის ბაბუ,

საჩუქრები გვაღირსეო.

გივი ჭიჭინაძე



ნაძვის ხეო

ნაძვის ხეო, ნაძვის ხეო,

ლამაზო და მშვენიერო,

როგორ მინდა შენს გარშემო

ვიცეკვო და დავიმღერო!

თბილ ოთახში მოგიწვიეთ,

გაერთო და ჩვენც გაგვართო.

ყინვასა და სიცივეში

რა გინდოდა ტყეში მარტო?

ხედავ, სახე გაგიბრწყინდა,

დაგვიმშვენე ბავშვებს მხარი,

ახალი წლის სტუმარი ხარ,

ჩვენი ზამთრის მეგობარი.

ნაძვის ხეო, ნაძვის ხეო,

ლამაზო და მშვენიერო,

როგორ მინდა შენს გარშემო

ვიცეკვო და დავიმღერო!
იოსებ გრიშაშვილი




ნაძვის ხის სიმღერა

მოვა, როცა მთა და ბარი

თეთრ ნაბადში გაეხვევა.

პატარების საოცნებო

საახალწლო ნაძვის ხე ვარ!

ჩამოვიყვან თოვლის პაპას,

მხარზე ხურჯინგადაკიდულს,

ჩამოვიტან ნამცხვარს, ქადას,

ჩურჩხელას და შაქარყინულს.

მალხაზებო, მანანებო,

ვარსკვლავების სადარებო,

მოდით ჩემთან, საჩუქრები

დაგირიგოთ, პატარებო! -

სიმღერებით ცა მთოვარი

გაათბეთ და გაადარეთ,

ეს ახალი წელიწადიც

ბედნიერად გაატარეთ!

ნოდარ დუმბაძე



საახალწლო

- ახალი წლის საღამოა,

ქარი ქრის და ფიფქი ცვივა,

თოვლის საბანს რომ იხურავ,

ნაძვის ხეო, არა გცივა?

- არა მცივა, პატარებო,

მე ღიმილი თქვენი მათბობს

და გისურვებთ, რომ თქვენს გულშიც

არასდროს არ დაიზამთროს.

ზამთარია, მაგრამ გული

არ გითბებათ ყველას განა?

ხედავთ? თოვლის ბაბუამაც

საჩუქრები მოგიტანათ.

უღრან ტყიდან მოვიჩქარი,

ისე ძლიერ შემიყვარდით,

მე მოვედი, რომ ახალი

მოგილოცოთ წელიწადი.

ნოდარ დუმბაძე




საახალწლო კარნავალზე

ტანში ჟრუანტელი მივლის,

ახალი წლის დილა დგება,

ფიფქი -თოვლის შვილობილი

ხელზე მტრედად

მაფრინდება.

მელაკუდა რა ხანია

აღარ დასდევს კუდში იხვებს,

დათვი, თითქოს ბატკანია,

თავს გვიკრავს და

ხმას არ იღებს.

მგელს არა აქვს სულაც შიში,

თოვლის პაპა როცა ჩნდება,

ჩვენთან ერთად დგება რიგში

და საჩუქარს ელოდება.

მორის ფოცხიშვილი




მრავალ-მრავალ ახალ წელს

ნაძვის ხეზე ჩიტი ჯდება,

ოქროს ნისკარტს მაღლა სწევს,

საქართველოს სადიდებლად

მრავალ, მრავალ ახალ წელს!

ჩემი გული სიხარულით,

რა თქმა უნდა, ახლაც ძგერს,

მშვიდობა და სიყვარული,

მრავალ, მრავალ ახალ წელს!

მორის ფოცხიშვილი



უცნაური ორთქმავალი

საახალწლო ნაძვის ხეზე

ქალაქისკენ მომავალი

ნიავქარზე უფრო მალი -

დგას ბაქანზე ორთქმავალი.

დაგანახათ წამით ნეტავ,

უცნაური არის მეტად.

ერთმანეთზე გადაბმული,

ჩანს თერთმეტი სათაგური.

წინ ეწევა დიდი კასრი

და იმ კასრზე კბილებბასრი

ულვაშა და კუდფუმფულა

ფისუნია დასკუპულა.

მემანქანის ფორმა შვენის,

მემანქანის ქუდიც ხურავს

და ტკბილი ხმით უხმობს თაგვებს,

თან ხითხითებს ეშმაკურად:

- ვისაც უნდა ქალაქისკენ

უბილეთოდ გავაქროლო,

აბა, ჩქარა ამობრძანდეს,

ერთი წამი დაგვრჩა მხოლოდ.

გივი ჭიჭინაძე
Информация к новости
  • Просмотров: 13434
  • Автор: admin
  • Дата: 1 იანვარი 2015
1 იანვარი 2015

ლექსები ახალ წელზე

Категория: ლიტერატურა

ლექსები ახალ წელზე


- ახალი წლის საღამოა,

ქარი ქრის და ფიფქი ცვივა,

თოვლის საბანს რომ იხურავ,

ნაძვის ხეო, არა გცივა?



- არა მცივა, პატარებო,

მე ღიმილი თქვენი მათბობს

და გისურვებთ, რომ თქვენს გულშიც

არასდროს არ დაიზამთროს.



ზამთარია, მაგრამ გული

არ გითბებათ ყველას განა?

ხედავთ? თოვლის ბაბუამაც

საჩუქრები მოგიტანათ.



უღრან ტყიდან მოვიჩქარი,

ისე ძლიერ შემიყვარდით,

მე მოვედი, რომ ახალი

მოგილოცოთ წელიწადი.
Информация к новости
  • Просмотров: 3576
  • Автор: admin
  • Дата: 1 იანვარი 2015
1 იანვარი 2015

როგორ ხვდებიან ახალ წელ მსოფლიოში და სად ცხოვრობს სანტა კლაუსი?

Категория: სტატიები

მალე ახალი 2015 წელი დადგება! ყველას გილოცავთ ამ არაჩვეულებრივ დღესასწაულს და
გისურვებთ იმას რასაც თქვენ თავად უსურვებდით საკუთარ თავს!
ამ ნიუსით კი შევეცდები უფრო გაგიღრმავოთ საახალწლო განწყობა და მოგითხროთ იმის შესახებ თუ
როგორ ხვდებიან ახალ წელს მთელს მსოფლიოში და სად ცხოვრობს სანტა კლაუსი ანუ თოვლის ბაბუა!


როგორ ხვდებიან ახალ წელ მსოფლიოში და სად ცხოვრობს სანტა კლაუსი?


როგორ ხვდებიან ახალ წელს მსოფლიოში?

წარმოგიდგენთ რამოდენიმე ქვეყნის საახალწლო ტრადიციებს!


დავიწყოთ არგენტინათი: ძველი ტრადიციების თანახმად, არგენტინაში დაწესებულებების თანამშრომლები წლის ბოლო სამუშაო დღეს, ფანჯრიდან ძველ კალენდრებს, უვარგის უწყსებსა და ბლანკებს ყრიან, ისე რომ, ბუენოს-აირესის იმ ნაწილში, სადაც სამუშაო დაწესებულებები მდებარეობს, შუადღისთვის ქუჩები ქაღალდების თხელი ფენით იმოსება. ერთ-ერთი გაზეთის რედაქცია, ისე მოიხიბლა ამ ტრადიციით, რომ მთელი არქივი მოისროლეს ფანჯრიდან! ამ ტრადიციის წარმომავლობის შესახევ არავინ არაფერი იცის, თუმცა მის გარეშე არგენტინელებისთვის ახალი წელი, ახალი წელი არ იქნებოდა!


ავსტრალია: საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილი სანტა კლაუსების ხილვა მხოლოდ სიდნეის პლაჟებზე შეიძლება! ასეთ ეგზოტიკურ თოვლის ბაბუას ტრადიციული სანტა-კლაუსის დამახასიათებელი თეთრი წვერი და წითელი ქუდი ამშვენებს. დასვენებისა თუ სადღესასწაულო დღეების მიუხედავად ავსტრალეირები დილის 5-6 საატზე იღვიძებენ. სმაგიეროდ ათი საათისთვის იძინებენ, ახალი წელი აქაც გამონაკლისია, თუმცა შუაღამის პირველ საათს არავინ აცილებს.


ავსტრია: ვენაში დაუწერელ კანონად ითვლება სხალ წელს წმინდა სტეფანეს ეკლესიაში ჩამოკიდებული ''მსოფლიო ზარის'' საზეიმო ხმის მოსმენა. ძველ დროში კი კარგი ნიშანი იყო ბუხრის მწმენდავთან შეხვედრა, შეხება და დასვრა. ეს ტრადიცია ბედნიერების მომტანად დღემდე მიაჩნიათ.


ბირმა: იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში ახალი წელი ყველაზე3 ცხელ სეზონს ემთხვევა მას წყლის ფესტივლით აღნიშნავენ. სნახაობა მართლაც, რომ სასაცილოა: ნებისმიერი ასაკის ადამიანები ერთმანეთს წყლით წუწავენ. აქ მათთვის არაფერი გასაბრაზებელი არ არის, რადგან წყლის მისხმა ტრადიცია და კეთილგანწყობის გამოხატვაა.


ბულგარეთი : ახალი წლის წინა დღეს ბულგარელები შინდის (რატომ მაინცდამაინც შინდის უცნობია) ჯოხს იძენენ. რაც მათთვის ახალი წლისთვის აუცილებელი ატრიბუტია. პირველ იანვარს ბავშვები მშობლ;ებთან მიდიან და ჯოხის მსუბუქი დარტყმით ახალი წლის დადგომას ულოცავენ. იმ დროს, როდესაც საათი ბოლოჯერ ჩამოჰკრავს და მოსახლეობას კიდევ ერთი წლის წაბრძანებას ამცნობს, ბულგარელების სახლში სინათლე სამი წუთით ქრება. ეს დრო საახალწლო კოცნას ეთმობა! ბულგარელებს უხარიათ, თუ საახალწლო სუფრის დროს ვინმე დააცემინებს, რადგან მათი აზრით ეს ბედნიერების მომტანია!



საბერძნეთი: ბერძნული ტარადიციის თანახმად, ზუსტად 12 საათზე ოჯახის უფროსი ეწზოში და კედელს ბროწეულს ესვრის. თუ ბროწეულის მარცვლები მთელ ეზოში მიმოიფანტება, მაშინ ახალ წლეს ოჯახი ბედნიერად გაატერბს. სტუმრად მისვლისას ბერძნებს თან დახავსებული ქვა მიაქვთ და სახლში შესვლისას მასპინძელს ეუბნებიან: '' დაე ჩემი მასპინძლის ქისა (ან საფულე) ამ წვასავით მძიმე იყოს.''


დანია: დანიაში ტყის მცველებმა ბრაკონიერებთან-რომელთაც ნაძვის ხის მოჭრა და სახლში წაღEბა უნდათ, ბრძოლის შესანიშნავ მეთოდს მიაგნეს. წინა საახალწლო დღეებში ისინი ნაძვის ხეს სპეციალურ ხსნარს უსვამენ, რომლის მყრალი სუნიც სივრცეში შეუმჩნეველია, მაგრამ როგორც კი თბილ გარემოში აღმოჩნდება, იგი მაშინვე საშინელ სუნს უშვენბს. ასე რომ, სახლში ლამაზი ნაძვის ხის დადგმის ყველანაირი სურვილი უქრებათ!


ირლანდია: ახალი წლის ღამეს, ირლანდიელები საკუთარი სახლის კარს აღებენ ნებისმიერი ადამიანი, ვინც ღია კარში შესვლას მოინდომებს სახლის სასურველი სტუმარი გახდება. ასეთ სტუმარს მაგიდის საპატიო ადგილას დასვამენ და ტრადიციულ სადღეგრძელოს '' მშვიდობა ამ ხალხს და მთელ მსოფლიოს'' შესვამენ!


კუბა: ახალი წლის ღამეს კუბელები ჭიქებს წყლით ავსებენ და ზუსტად 12 საათზე ფანჯრიდან ასხამენ! ასეთი ჟესტით კუბელები ერთმანეთს უსურვებენ, რომ დამდეგი წელი წყალივით ნათელი სუფთა და რასაკვირველია ბდმიერი ყოფილიყოს! აქ საათი მხოლოდ 11 ჯერ ჰკრავს! რადგან კუბელებისთვის 12 ჩამოკვრა უკვე ახალი წელია!


როგორ ხვდებიან ახალ წელ მსოფლიოში და სად ცხოვრობს სანტა კლაუსი?


სად ცხოვრობს თოვლის ბაბუა?


ჩრდილოეთის ძალიან ბევრი ქვეყანა, სანტა-კლაუსის საცხოვრებელი ადგილის შესახებ დღემდე ცხარედ დაობს! ბავშვები კი ყოველთვის კითხულობენ: '' საიდან მოდის სანტა - კლაუსი, მთელ დანარჩენ წელს სად ატარებს და საიადან მოაქვს საჩუქრები? გაუთავებელი კითხვებნის შემდეგ დაიბვადა ლეგენდა იმის შესახებ რომ თოვლის ბაბუა ჩრდილოეთ პოლუსზე ცხოვრობს! მაგრამ იმის გამო, რომ აქ არ არის საძოვრები ირმებისთვის, ჟურნალ გაზეთებმ,ა დაბეჭდეს რომ სანტა თავისი ირმებით სინამდვილეში ლაპლანდიაში ცხოვროობდაა!


თოვლის ბაბუსი მიწად ლაპლანდია ოფიციალურად გაეროს მიერ 1984 წელს იქნეა მიღებული! ხოლო 1985 წელს მისი შტაბ-ბინაც გაიხსნა სადაც სანტა დამხმარე ელფებთან ერთად, მთელი წლის განმავლობაში ბინადრობს!


წელიწადი ნებისმიერ დროს სანტა კლაუსის ანუ თოვლის ბაბუის ნახვა ლაპლანდიაში შეიძლება. მის მნახველთა რიცხვი კი ცოტა ანამდვილად არ არის! ყოველწლიურად მას მილიონობით ბავშივი სტუმრობს, რათქმაუნდა სანტა ყველაზე მეტ დატვირთავს შობის დღეებში განიცდიის!
Назад Вперед

არქივი

სექტემბერი 2017 (2)
აგვისტო 2017 (1)
ივლისი 2017 (2)
მაისი 2017 (1)
აპრილი 2017 (5)
მარტი 2017 (8)
^