სტატიები » გვერდი 10 » File.Pirveli.Ge
 
Информация к новости
  • Просмотров: 2963
  • Автор: admin
  • Дата: 25 ივნისი 2010
25 ივნისი 2010

პატარა ტრილოგია აბსურდზე

Категория: სტატიები

შურისძიება

- აი, ეს არის იდილია, - ზმორებით გაიფიქრა ძუ მგელმა და გადახედა ქმარს, ხვად მგელს და პატარა ლეკვს, მამის ტანს რომ მიკვროდა.
ორივენი მშვიდად და ნებიერად თვლემდნენ.
” – მართლაც ყველაზე თავისუფალი არსება ვარ მთელ დედამიწის ზურგზე. არა, ყველაზე ძლიერი ნამდვილად არ ვარ. ამის მიუხედავად არც ერთი ცხოველი არ მემტერება. ჩემი ერთადერთი გასაჭირი შიმშილია, ისიც ზამთარში. ძლიერი ვარ და რასაც მინდა იმას ვაკეთებ. თან დაუნდობელიც ვარ.”...

Информация к новости
  • Просмотров: 5519
  • Автор: admin
  • Дата: 24 მაი 2010
24 მაი 2010

"მე შენ მიყვარხარ"

Категория: სტატიები

"მე შენ მიყვარხარ" 88 ენაზე[/b]
"მე შენ მიყვარხარ"


1. Абхазский "Я тебя люблю" - Сара бара бзия бзо smile
2. Арабский "Я тебя люблю" - Ана ахебеки
3. Адыгейский "Я тебя люблю" - Сэ оры плэгун
4. Алтайский "Я тебя люблю" - Мэн сэни турар
5. Албанский "Я тебя люблю" - Уне дуа ти
6. Амхарский "Я тебя люблю" - Афэггерэ антэ
7. Английский "Я тебя люблю" - Ай лав ю
8. Армянский "Я тебя люблю" - Эс кэс сирумэм
9. Афганский "Я тебя люблю" - Ма ди кавэл мина
10. Башкирский "Я тебя люблю" - Мин хинэ яратау
11. Белорусский "Я тебя люблю" - Я тябэ кахаю
12. Бирманский "Я тебя люблю" - Чэна тинго чхи ти (Чумма тинго чхи ти)
13. Болгарский "Я тебя люблю" - Аз ти обичам
14. Бурятский "Я тебя люблю" - Би шамай дурлаха
15. Венгерский "Я тебя люблю" - Серетлек


Информация к новости
  • Просмотров: 3396
  • Автор: Head
  • Дата: 22 მაი 2010
22 მაი 2010

Mara Salvatrucha | MS-13

Категория: სტატიები

სტატია დაწერილია ჩემ მიერ


1980-იანი წლებისთვის როდესაც ომი დაიწყო ორ დაჯგუფებას შეორის ელ სალვადორში დაიღუპა 100 000 კაცზე მეტი. ამ დროს ორ მილიონამდე ემიგრანტი გადავიდა შტატებში საცხოვრებლად ელ სალვადორიდან.
პირველად ჩასული ელ სალვადორის მოსახლეობა განლაგდა რამპარტ არეა-ზე ლოს ანჯელესში. ემიგრანტები დასახლდნენ იაფასიან სახლებში, იქაურობა უკვე დაპყრობილი იყო ამერიკელ-მექსიკელი განგსტერების მიერ.

ემიგრანტთა ახალგარდობა და მოზარდები მალე გაერივნენ აქაურ გაგნსტერულ ცხოვრებას. ეს ახლად ჩამოყალიბებული დაჯგუფება სალვადორიდან, თავიან თავს Mara Salvatrucha-ს ეძახდნენ, უფრო სწორედ კი MS-13-ტს. ცნობილია რომ მათ სახელი აიღეს შემდეგი კომბინაციიდან ”La Mara” და როგორც ელ სალვადორის წარმომადგენლები სალვადორის ნაცვლად '’Salvatrucha”. მაქამდე კი იყო დაჯგუფება ”Farabundo Marti National Liberation Front” რომლებიც გამოირჩეოდნენ ჩხუბით. ხოლო რიცხვი 13 დამატებულია კალიფორნიის ციხის გამო.

ახლად ჩამოყალიბებული დაჯგუფებაში შეიმჩნეოდა კრიმინალური ფაქტებიც. მათი სახელი მალა ყველაზე გავლენიანი გახდა.

დაჯგუფების რამოდენიმე წევრი მალე დაპატიმრებული იქნა ელ სალვადორში, და ჩასმულნი იქნენ ელ სალვადორის სამხრეთის ციხეში სახელად ’Guezaltepeque Prison’-ში. თანდათანბი Mara Salvatrucha-ს დაჯგუფება ძლიერდებოდა და ძლიერებოდა შეერთებულ შტატებში...

მით უფრო და უფრო მეტ ახალგარდებს უნდოდათ გაწევრიანებულიყვნენ ამ დაჯგუფებაში. მაგრამ დეპორტაციის გამო შტატებში მხოლოდ 3 ეს სალვადორელი MS-13-ის წევრი დარჩა. ამერიკიდან დეპორტილებულმა ხალხმა ელ სალვადორში განაგრძო Mara Salvatrucha-ს ჩამოყალიბება...

MS-13ი მალე ყველაზე დიდი განგსტერული დაჯგუფება გახდა მთელ ელ სალვადორში. ისინი სულ ახალ-ახალ ქუჩებზე სახლდებოდნენ, ამიტომ მათ 18-ე ქუჩელებს ან MS-18-ელებსაც ეძახდნენ.

Mara Salvatrucha გახდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ამერიკის შეერთებული შტატების პოლიციისთვის, რადგან ისი არა მოხოლოდ განგსტერული ცხოვრებით ცხოვრობენ არამდენ ისინი ტერაქტებს აწყობენ მთავრობის წინააღმდეგ. 1997 წელს Honduras President Ricardo Maduro მოკლული იქნება MS-13 დაჯგუფების მიერ. ამ მკვლელობის შემდეგ კი მათ განაცხადეს: ”უამრავი ხალხი დაიხოცება ... შემდეგი სკივდილი ემუქრებათ პოლიციეებს და ჟურნალისტებს”. 2004 წელს კი Guatemalan President Oscar Berger- იქნება ასევე მოკლული მათ მიერ.

2002 წელს Mara Salvatrucha-ს წევრებმა გაიტაცემს ავოტობუსი ქალაქ Tegucigalpa-ში, და მასში ააფეთქეს 28 ადამიანი აქედან 7 პატარა ბავშვი.

Honduran-ში პირველად გამოცხადდა ანი MS-13 პოლიციის დაჯგუფება, რადგან იქ იყო მათთვის თავშესაფარი. იქ ისინი დადიოდნენ როგორც უნდოდათ და მათი შიშის გამო ვერავინ ვერაფერს აკეთებდა.
დღეს დღეისობით ეს ჯადგუფება ისევ არსებობს და ის არის მხოლოდ და მხოლოდ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ფარგლებში ისინი არ გამოსულან ევროპაში.
Информация к новости
  • Просмотров: 2028
  • Автор: admin
  • Дата: 21 მაი 2010
21 მაი 2010

8/12/1980

Категория: სტატიები

8/12/1980


8 დეკემბერი... ამით ზოგიერთათვის ყველაფერი გასაგებია. უკვე 27 წელი გავიდა ჯონ ლენონის მკვლელობიდან. მაგრამ არ მინდა ნეკროლოგების წერა, ამ ქვეყანაში ეს ისედაც ყოველდღიურობაშია მყარად გამჯდარი. მაგრამ ყველას გვჭირდება გმირი, რომელსაც ვეთაყვანებით. ჯონ ლენონმა თავისუფლად შეითავსა თაობების გმირის და იდოლის როლი. მან და კიდევ რამდენიმე ადამიანმა მოახდინეს რევოლუცია მუსიკაში და ეს გახდა მისი მკველობის მიზეზი. გმირების სახის და იდეეალების მსხრევას ყველა ვერ უძლებს, ეს ვერც მარკ დევიდ ჩეპმენმა შეძლო. მოკლედ მაინც ნეკროლოგი გამომდის, არადა როგორ არ მინდა. ამ დღეს მისი თაყვანისმცემლები იკრიბებიან და მას იხსენებენ, მიუხედავად იმისა, რომ მას ვერც ვერასოდეს დაივიწყებენ, ისევე როგორც კენედის სიკვდილს ან კიდევ დღეს, როდესაც პირველად დაადგა ადამიანმა ფეხი მთვარეზე. ისე სიმართლეს პირდაპირ რომ ჩავხედოთ თვალებში, ლენონმა მითიური სახე სწორედ მკვლელობით შეიქმნა, ის საბედისწერო გასროლა რომ არა (რა გაცვეთილი წინადადებაა) დღეს ის უკვე ისეთი ლეგენდა აღარ იქნებოდა, რადაც ის 1980 წლის დეკემბერს იქცა.
Информация к новости
  • Просмотров: 4038
  • Автор: admin
  • Дата: 18 მაი 2010
18 მაი 2010

მუხრან მაჭავარიანი ( მრავალ ჭირვარამ _ გადანახადი)

Категория: სტატიები

მუხრან მაჭავარიანი ( მრავალ ჭირვარამ _ გადანახადი)


მაჭავარიანი მუხრან ივანეს ძე დაიბადა სოფელ არგვეთაში, საჩხერის რაიონში 1929წლის 12 აპრილს.
დაამთავრა თსუ - ის ფილოლოგიური ფაკულტეტი 1954 წელს.
1963 – 64 წლებში იყო ჟურნალ „პიონერის“ მთავარი რედაქტორი.
1967 – 82 წლებში ჟურნალ „დილის “მთავარი რედაქტორი.
1982 წლიდან ალმანახ „საუნჯის“ მთავარი რედაქტორია.
პირველი ლექსები 1952 წელს გამოაქვეყნა, პირველი წიგნი „ლექსები“ – 1955წ.
1958 წელს გამოვიდა პოეტის 2 კრებული - „წითელი მზე და მწვანე ბალახი“ და „სიჩუმე უშენოდ“, რომელიც რუსულად თარგმნა ე. ევტუშენკომ.
ამ კრებულისათვის მ. მაჭავარიანს მიენიჭა ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII მსოფლიო ფესტივალის ლაურიატის წოდება 1959წ. მომდევნო კრებულები „ლექსები, პოემა“ დაიბეჭდა 1962წ. „იარონ“ – 1970 წელს; „თქვი“ – 1971წ.; „ვინც იყო, იგი რომ არა...“ – 1973 წ.; „დუმილი რეკავს“ – 1974წ.; „ლექსები“ – 1976წ.; „ერთტომეული“ – 1979წ.
ეს იყო მკვეთრად თავისებული პოეტური ხმის დახვეწის, სრულყოფის ეტაპები.
მ. მაჭავარიანის მთელი შემოქმედება სამშობლოს სიყვარულთაა შთაგონებული, მისი შემოქმედებული კრებულიც, პირველ ყოვლისა, პატრიოტიზმზეა დაფუძნებული („საშველს რომ აღარ მაძლევს ხოლმე“, „ხარ სავსავი ჩემთვის ტაძარი“, „თქვა ოპიზარმა“, „დუმილი რეკავს“ და სხვა).
პათოსითა და სიმახვილით გამოარჩევა მუხრანს რამდენიმე ლექსი, რომელშიც ხაზგასმულია შემოქმედის, როგორც მოქალაქის პოზიცია („სხდომა“, „ხმას ამოიღებ...“, „რაშია საქმე“ და სხვა).
მ. მაჭავარიანის ლექსები ცნობილ ისტორიულ ამბავს წარმოსახავს და ბალადურად ვითარდება („საბა“ , „დავითი“, „ჭოლა“, „ვახტანგ მეფის ნანადირევი“ და სხვა). მათში აღსანიშნავია მხატვრის თვალთახედვა, ეფექტური აღქმა და ფრაზის აზრობრივი ტევადება.
მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ფილოსოფიურ ლირიკას, რომელც უმეტესწილად მცირე ზომის ლექსებით, ზოგჯერ თითო პოეტური წინადადებით არის წარმოდგენელი („უკვე მოვხუცდი“, „თქვი“, „როდემდე“, „ვეძებ და ვეძებ“ და სხვა).
ერთობ ნიშანდობლივია მუხრან მაჭავარიანის შემოქმედებაში სოფლის თემა, მშობლიური პეიზაჟები, წელიწადის დრონი და ყოფაცხოვრებითი სურატები, რომლებსაც ახლავს მზიური, მაჟორული განწყობა და ჯანსაღი დაძალოვანი შეგრძნებანი.
მ. მაჭავარიანის ლექსები ნათარგმნია რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ბულგარულ, ჩეხურ და სხვა ენებზე.
Информация к новости
  • Просмотров: 2371
  • Автор: admin
  • Дата: 15 მაი 2010
15 მაი 2010

რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს

Категория: სტატიები

რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს: სააკაშვილის საგარეო და თავდაცვის პოლიტიკა...

ლაშა გელოვანი


ჯერ კიდევ ნოემბრის ამბების დაწყებამდე, ამერიკელებმა და მათმა ევროპელმა მოკავშირეებმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის მსვლელობა გააჩერეს. ოქრუაშვილის აღსარებებმა და სააკაშვილის რეაქციამ ბევრი რამ უკან დასწია საქართველოსთვის, მაგრამ ამერიკელებს ოქტომბრამდეც ჰქონდათ ბევრ რამეზე ფეხი ათრეული.

სააკაშვილის ოთხწლიანი მმართველობის შემდეგ განსაკუთრებით ყურადღებას ის ფაქტი იმსახურებს, რომ მიუხედავად ხშირი, არადიპლომატიური და ხმამაღალი ანტი-რუსული პროპაგანდისა, სააკაშვილს არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ კავკასიაში რუსეთის ინტერესებისთვის რამეთი ევნო. პირიქით, შევარდნაძის ადმინისტრაციისგან განსხვავებით, სააკაშვილის მმართველობის პირობებში რუსებმა კავკასიაში პოზიციები გაიუმჯობესეს...

Информация к новости
  • Просмотров: 3371
  • Автор: admin
  • Дата: 9 მაი 2010
9 მაი 2010

მას იმხელა თავი აქვს...

Категория: სტატიები

მას იმხელა თავი აქვს, თავის სამსახურში არ ეტევა...

მას იმხელა თავი აქვს, რომ შეიZლება კვადრატულ მეტრზე გადასახადი დაუწესონ და მაშინ წელიწადში 23947293 ლარი მოუწევს...

მას იმხელა თავი აქვს, რომ თმის შესაჭრელად პარიკმახერთან მისასვლელად ბადრიმ უნდა დააფინანსოს...

მას იმხელა თავი აქვს, რომ სავსე ბაკით წრეზე, ბენზინი მარცხენა ყურთან გაუთავდება ჭუკის...

მას იმხელა თავი აქვს, რომ მისი ოთახის კარი, გასაღების ჭუჭრუტანის ფორმისაა, ზევით დიდი ღრმული და მერე ხაზი...

მას იმხელა თავი აქვს, რომ ტაქსები არ უჩერებენ...

მას იმხელა თავი აქვს, რომ შესვენების აღება სჭირდება, კისერი რომ არ დაეღალოს...

მას იმხელა თავი აქვს, რომ მის სურათებს ა4 ზე ბეჭდავენ...

მას იმხელა თავი აქვს, რომ როდესაც ის ოთახშია ბაკოს ადგილი აღარ არის...

მას იმხელა თავი აქვს, რომ აბასუმნის ობსერვატორიიდან ვარსკვლავებს ვეღარ ხედავენ...

მას იმხელა თავი აქვს, რომ სად მთავრდება მისი თავი და სად იწყება დედამიწა კაცი ვერ გაიგებს...

თავი როგორ გაეტია? სადარბაზო შესასვლელი გაუღეს?

მას იმხელა თავი აქვს, რომ სკაიპში სურათი ვერ დააყენა...

მებრZოლი არა ისა... ჩაფხუტი არ ეტევათავზე და რანაირი მებრZოლი ეგაა, თავზე ჯავშანმანქანას ხომ არ დაახურავენ, აი ტანკის კოშკურა კიდევ შეიZლება ჩაეტიოს...

მაგხელა თავი მხოლოდ ლენინის Zეგლს ჰქონდა თავისუფლების მოედანზე (ლენინის მოედანზე) აღების დროს ტანს რომ გადასZალა და ამოყირავდა...

მაგას იმხელა თავი აქვს, რომ თავს როცა იბანს საბურთალოზე წყალი წყდება...

მას იმხელა თავი აქვს, რომ თვითფრინავში არ უშვებდნენ 2ბილეთს სთხოვდნენ, როცა შეუშვეს თავი ლუქში გააყოფინეს, კონსულმა კი 2ვიზა ჩაურტყა ერთი თავისთვის, მეორე თავისთვის...

ჰოლადნიაში მისი სასტუმროს წინ დიიიდი 50სართულიანი შენობა იდგა მთლიანად შემინული და დილით სასტუმროდან დამოდიოდა, იმ შენობას უყურებდა და ისე იხეხავდა კბილებს, თორემ მაგის თავს რა სარკე ეყოფოდა.... (მეც არ ვთქვი ნახევარ თბილისში შენობები რატომ შემინეს მეთქი.....)

მას იმხელა თავი აქვს, რომ მახოსაც კი ვერ ეკაიფება თავის ზომაზე....

...

თუ ვინმე დაინახავს მას აუცლიებლად მიაწოდოს არაყი, თორემ ყარყოდ Zალზე აგრესიული ხდება და ერთხელ უარს არავის ეუბნება...

პ.ს.

თუ ვინმემ გამოიცნო ვინ არის დაწერეთ არ მოგერიდოთ :)


ავტორი: ტატო მახაშვილი (tatsson.log.ge)
Информация к новости
  • Просмотров: 6533
  • Автор: admin
  • Дата: 30 აპრილი 2010
30 აპრილი 2010

ნარკომანია (niniko.log.ge)

Категория: სტატიები

ნარკომანია (niniko.log.ge)


ასე თუ ისე,ნარკომანია საზოგადოებაში ერთ-ერთი რთულად გადასაჭრელი პრობლემაა..რთულად რა,შეიძლება ითქვას გადაუჭრელია.

ბევრი რამის თქმა შეიძლება ამ სენზე,თუ რა უბედურების მოტანა შეუძლია..თვითონ ნარკომანისთვის,და რა თქმა უნდა თავისი გარემოცვისთვის.ნარკომანია..ეს ის შემთხვევაა,როდესაც შეიძლება მეგობარი მეგობარს არ დაეხმაროს,ის შემთხვევაა როდესაც რაღაც გრამების სანაცვლოდ ადამიანს,ახლობელს უღალატო..

საიდან გაჩნდა ეს სენი? პირველად სად აიდგა ფეხი? მართლა მაინტერსებს :)

და რამე ეშველება? :( კონკრეტული შემთხვევებიდან რაც ვიცი,არც ერთი არ დასრულებულა კარგი შედეგით.

რა თქმა უნდა ყველას თავისი ცხოვრება აქვს და როგორც უნდა ისე იცხოვროს,მაგრამ ამ შემთხვევაში ეს მარტო ერთი ადამინის უბედურება არაა,ეს არის მთლიანად საზოგადოების უბედურება.

გამოსავალი?

ჰო.. გამოსავალზე კი ვფიქრობთ და არც კი ვიცით არსებობს თუ არა ის საერთოდ..

და რა არის საფუძველი ამ ჭაობში შეტოპვის?? მიზეზი რა არის რის გამოც ადამიანი ასეთ მდგომარეობაში ვარდება?

ავადმყოფობა რომ განიკურნოს,მისი გამომწვევი მიზეზი უნდა ვიცოდეთ..

და კიდევ ერთი და ვფიქრობ არც ისეთი კარგი რამ,ნარკომანები საზოგადოებისგან უკუგდებულები ხდებიან,მათ საზოგადოება უარყოფს,როგორც სრულყოფილ ადამიანს არ აღიქვამს..მართალი გითხრათ ხალხს ვერ გაამტყუნებ,მაგრამ იქნებ ჯობია უარყოფის მაგივრად როგორმე დავეხმროთ?

...................................................................

მე არ მძულს ნარკომნი..მე მეცოდება და თანავუგრძნობ მას :(

ავტორი: niniko (niniko.log.ge)
Информация к новости
  • Просмотров: 2867
  • Автор: admin
  • Дата: 29 აპრილი 2010
29 აპრილი 2010

ქართული პარადოქსი

Категория: სტატიები

ქართული პარადოქსი


დღეს მეგობარს ველაპარაკე ამ თემაზე.
მან დაარქვა ამ მოვლენას ”ქართული პარადოქსი”.

ძნელია აღწერა, არც კი ვიცი, თუ გამომივა...

აი, დრო ხო ნელა გადის ჩვენთან? ხო პატარა ქალაქში ვცხოვრობთ?

არა, ცუდად დავიწყე.

აი, წარმოიდგინეთ, დილით სამსახურამდე მაქსიმუმ 30 წუთი გჭირდებათ, და საღამოს - სახლისკენაც ამდენივე.

და თითქოს ყველაფრის დრო გვაქვს, თითქოს დიდი არაფერია, აქვეა კინოც, თეატრიც, ბასეინიც და სავარჯიშო დარბაზიც გაძეძგილია ტრენაჟორებით და გელოდება, აქვე ცხოვრობენ ბებიაც და ბაბუაც - აი, იმ უბანში, სადაც დღეში მინიმუმ ორჯერ გაივლი ხოლმე, ხო? და ხალხი, ის ხალხი, რომელიც მეხუთე კლასიდან შენს გვერდითაა, ან ბაღიდან - ისინიც აქვე არიან, სულ, ისევ იმ ქუჩაზე ცხოვრობენ, ისევ იმ ბინაში...

და მაინც, რატომ ვერ ნახულობ ახლო მეგობრებს? რატომ ვერ დადიხარ იქ, სადაც გინდა? რატომ ვერ იცლი საკუთარი თავისათვის? რატომ ვერ გამოგინახავს ერთი ან ორი საათი, რომ მიხვიდე - იცურაო, ივარჯიშო, ახალი სპექტაკლი ნახო (ხომ ხარ მაგარი ”სვეცკი ლომი” და აზზე ხარ კულტურის და დაჟე მულტურის და რამე...), ან რატომ ვერ მოგინახულებია ბაბუაშენი, რასაც ყოველდღე აპირებ?

რატომ უადვილდებათ ეს ყველაფერი სხვა ქალაქებში მაცხოვრებლებს (და შენც მათ შორის, როცა ჩადიხარ იმ სხვა ქალაქში), მიუხედავად მათი ცხოვრების გიჟური რიტმისა, მიუხედავად იმისა, რომ დღეში 4-5 საათს (!) მხოლოდ გზაში (!) ატარებენ - გზაში სახლი/სამსახური, რაზეც შენ სულ რაღაც ერთი საათი გჭირდება (ალია-ბალია, თავისი ნელა ტასაობებით და რამე).

რატომ შემიძლია მე - ლონდონში, პარიზში, ბერლინში, მოსკოვში - გავიღვიძო დილის 6:30 და მაინც დროზე მოვასწრო დუში, გაპარსვა, საუზმე და მეტროთი მიჩაქჩაქება და ზუსტად 8:00 ადგილზე ყოფნას როგორ ვახერხებ?
და როგორ ვახერხებ აქ, თბილისში, 8:30 გაღვიძებულმა, 10:05 (10:15) მაინც დავაგვიანო სამსახურში?

რატომ ღირს იქ დრო უფრო ძვირი, და რატომ ხდება ყველაფერი უფრო ჩქარა?
რატომ არის ჩვენთან ყველაფერი ასეთი ნელი, ზანტი, და მაინც ვერაფრის მოსწრებას რატომ ვერ ვახერხებთ?

აი დაახლოებით ეს არის ქართული პარადოქსი - ბევრი დრო გაქვს, და არაფრის დრო არ გრჩება...

ქართული პარადოქსი


ავტორი: dv0rsky (dv0rsky.blogspot.com)
Информация к новости
  • Просмотров: 3559
  • Автор: admin
  • Дата: 13 აპრილი 2010
13 აპრილი 2010

საზამთროები

Категория: სტატიები

საზამთროები




დიდი ბრიტანეთი ევროპის პირველი სახელმწიფო გახდა, სადაც ოთკუთხა საზამთროს მასობრივი რეალიზაცია დაიწყო. უჩვეულო ფორმის საზამთროების პირველი პარტია სუპერმარკეტების უმსხვილესმა ქსელმა მიიღო და უკვე დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.
აღსანიშნავია, რომ ბრაზილიაში მოყვანილი ხილის უჩვეულო ფორმა მის გემოზე არანაირად არ აისახება. მისი უპირატესობა კი ის არის, რომ ტკბილი ხილი "ზედმეტ" ადგილს არ იკავებს და გადასაადგილებლად დაცილებით მოსახერხებელია.

ერთი კილოგრამი ოთკუთხა საზამთრო ლონდონში 5 გირვანქა სტერლინგი ღირს. გასულ წელს იგივე ფორმის საზამთროებმა ჩინეთისა და იაპონიის ქალაქებშიც შეაღწიეს.
აღსანიშნავია, რომ უცნაური ფორმის საზამთროს მოყვანა სხვა ქვეყნის მიწათმოქმედებმაც სცადეს. მაგალითად არაბეთის გერთიანებულ საემიროებში 2001 წლიდან არა მარტო ოთკუთხა პომიდორი და კიტრი, არამედ ბულგარული წიწაკაც კი მოჰყავთ. ბოლო დროს ფერმერები პირამიდის ფორმის საზამთროების მოყვანასაც შეუდგნენ, რომლებიც მართალია ტრანსპორტირებისას სირთულეებს ქმნის, მაგრამ სუფრაზე მირთმევისას მეტადუჩვეულოდ ეფექტურად გამოიყურება
Информация к новости
  • Просмотров: 4346
  • Автор: admin
  • Дата: 1 აპრილი 2010
1 აპრილი 2010

კიდევ ერთელ მურმან ჯინორია...(tatsson.log.ge)

Категория: სტატიები

მთელი საღამოა რაღაცის დაწერა მინდა, მაგრამ ვერ მომიფიქრებია რა დავწერო, ხან ძველ ნაწერებს გადავხედე და ხან ახალის დაწერა ვცადე, ამასობაში ერთ საინტერესო ნაწერს წავაწყდი, ეს არის საკმაოდ ვრცელი ინტერვუ მურმან ჯინორიასთან, რომელიც გაზაფხულზე ჩავწერე, გადავიკითხე და მომეწონა, გადავწყვიტე რაღაც ნაწყვეტები თქვენც წაგაკითხოთ, თქვენ ამ ადამიანს კარგად იცნობთ რა თქმა უნდა, სცენაზე ან ფილმებში გეყოლებათ ნანახი, მაგრამ რამოდენიმე ციტატას მაინც დავწერ ამ ინტერვიუდან, მე პირადად ამის წაკითხვამ ძალიან დამამშვიდა და ცოტა ხნით გამიყვანა ამ საშინელი პოლიტიკური ისტერიიდან რაც ჩვენს ირგვლივ ყოველდრე ხდება: ...

Информация к новости
  • Просмотров: 3365
  • Автор: admin
  • Дата: 24 მარტი 2010
24 მარტი 2010

მსოფლიო გარდაუვალი არჩევანის წინაშე

Категория: სტატიები

მსოფლიო გარდაუვალი არჩევანის წინაშე


[გაგი ოთიაშვილი. ნიუ იორკი, აშშ]
სწორედ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესია არის მიზეზი, რის გამოც საერთაშორისო საზოგადოება დადგა მკაფიო არჩევანის წინაშე:

დაუთმოს რუსეთს საქართველოს განადგურება და შექმნას ”რუსული სუდეტის ოკუპაციის ”პრეცედენტი”. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთს შეუძლია შეიტანოს მეზობელ ქვეყნებში პასპორტები და მერე დაიპყროს ისინი ”საკუთარი მოქალაქეების დაცვის” საბაბით. ასეთი პრობლემა ელოდება უკრაინას, ლატვიას, ლიტვას, ყაზახეთს...

ამასთან მსოფლიოს მოუწევს ახალი აგრესიული მონოპოლისტი მონსტრის დაბადებაში მელოგინის როლის შესრულება. აზერბაიჯანი და ცენტრალური აზია კვლავ აღმოჩნდება თავისი უზარმაზარი რესურსებით რუსეთის მარწუხებში.

ამერიკას 8-12 თვეში შეექმნება სისხლიანი ბრძოლების კასკადი - რუსეთი უკვე გათელილ კავასიაზე ირანთან ერთად შექმნის ენერგო-კარტელს და მიაწვდის იარაღს ახლო აღმოსავლეთის ექსტრემისტებს... მერე რუსეთი ეცდება დიდი მსხვერპლის მიზეზით ამერიკის გაძევებას ჯერ ერაყიდან, მერე უკვე ავღანეთიდან... ამერიკა ადრე იყო უმთავრესი შემსყიდველი ენერგომატარებლებისა და რუსული ბუნებრივი რესურსების... ეს მას უქმნიდა ანგარიშგასაწევ პოზიციას,რადგან ამერიკულ შესყიდვებზე იყო დამოკიდებული რუსული ფინანსური სიმყარე.

ახლა ჩინეთის (განსაკუთრების ამ ოლიმპიადის შემდეგ) და ინდოეთი ხდებიან ბუნებრივი რესურსების უდიდესი მომხმარებლები და შემსყიდველებიც... რუსეთს მზად აქვს ევრაზიული სტრატეგიული გაერთიანების პროექტი... მხოლოდ ცენტრალურ აზიას უნდა ჩაუხშოს იმედი ევროპასთან და საერთოდ მსოფლიოსთან პირდაპირი ეკონომიკური ურთიერთობისა! ამას კავაკსიის დაბრუნებით შესძლებს მხოლოდ. რუსეთის მიმართ დათმობის შემთხვევაში მსოფლიო 3-4 წელში მიიღებს ტოტალიტარული რეჟიმების კოალიციას - ევრაზიულ გაერთიანებას (რუსეთი-ჩინეთი-ირანი-ცენტრალური აზიის ქვეყნები-პაკისტანი-ჩრდ.კორეა-მონღოლეთი).

აი ეს თუ უნდა ევროპელ ბალეტმესტერ მინაზებულ პოლიტიკოსებს... მაშინ ისინი ღირსები იქნებიან აღმოჩნდნენ ახალი ატილას ქვეშ!

ახლა განვიხილოთ მოვლენათა განვითარების დასავლური გეგმა - შუა აზიის მხრიდან ამიერკავკასიის გზით ენერგორესურსების ტრანსპორტირება ევროპაში ძირს უთხრის რუსეთის გეგმებს - შუა აზია თავად ხდება ევროპასთან პირდაპირი მიმწოდებელი გაზისა და ნავთობისაც, რასაც ამჟამად ოცნებითაც კი შეუძლებელს ხდის რუსული იმპერიალისტური გაზპრომი.

დასავლეთის პოზიციების გამაგრება ამიერკავკასიაში ირანს უბიძგებს საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებისაკენ და რა თქმა უნდა ევროპის ნეიტრალურ ქვეყნის (მაგ. შვეიცარიის,ფინეთის რომელიმე კომპანიის საშუალებით რათა შარიათის კანონების დარღვევაში არ დასდონ ბრალი) ირანი შეუერთდება ევრაზიულ ამიერკავკასიის დერეფანზე გამავალ დიდი ენერგეტიკულ სატრანპორტო ქსელს რათა გაყიდოს თავისი გაზი.

თან შუა აზიის ქვეყნები მიიღებენ 4-5 ჯერ მეტ მოგებას, ვიდრე ეს ამჟამად მათ გაზპრომთან კაბალური ურთიერთობით აქვთ. ევროპაც ალტერნატიული ენერგომატარებლების საშუალებით უფრო დამოუკიდებელი იქნება რუსეთისაგან, თან ევროპას მეტი არჩევითობის საფუძველზე მიეცემა ენერგო-რესურსების ფასების დარეგულირების შანსი.

ამ შემთხვევაში ევრაზიული რეგიონი რუსეთს მონოპოლიური მდგომარეობიდან თავს დააღწევს. აი ესაა ნამდვილი არსი. თან არ დაგვავიწყდეს ეკონომიკური კრიზისის მიმდინარეობა ევროპაში.

ევროპელების მსყიდველობითი დაინტერესების მკვეთრ დაცემასთად დაკავშირებით, ფინანსური წრეების მიერ ახალი საინვესტიციო სფეროებისა და მიმართულებების მოძიება ძალიან ძნელია ევროპაში. ევროპელი მოსახლეობა დემოგრაფიულად მცირდება - ე.ი. ახალშექმნილი ოჯახების მიერ საიპოთეკო კრედიტით სახლების, მანქანების და სხვა მოძრავ-უძრავი ქონების შეძენის პროცესი შენელებულია... ამ შემთხვევაში ამიერკავკასია,შუა აზია, და სხვა ქვეყნები წარმოადგენენ პოტენციურად მზარდ ბაზრებს ამ რეგიონებში მზარდი ეკონომიკა მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობას ნელ-ნელა, მაგრამ სტაბილურად ზრდის...

თუ მსოფლიოს დემოკრატიული საზოგადოება წინ აღუდგება რუსეთის ბარბაროსულ ქმედებეს, მაშინ ევროპას რუსეთი შესთავაზებს ლიბერალურ პოლიტიკურ ხაზს ისე, რომ ძველის მიერ ჩადენილზე პასუხს აღარავინ მოსთხოვს, რათა ეს გარეგნულად ლიბერალური თავმიკანტურებული დათვი არ გააბრაზონ თავგანწირვამდე...

აქ საქართველოს სტრატეგიულად უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება... ეს თავად ამერიკელებს არცა აქვთ შემეცნებული კარგად. მათი ჰილი ბილური აზროვნებით ბინლადენი და აიათოლას ირანია მთავარი მტერი და არა მოსკოვი-ირანი-ჩინეთის პოლიტიკურ-ენერგეტიკული ტოტალიტარული კარტელი(!) ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს პირდაღებულ უმეცრებასთან. აქ პრეზიდენტობის კანდიდატებიდან მხოლოდ მაკ ქეინი ხვდება თუ რა საშიშროება ელის ამერიკას მოსკოვი-პეკინ-თეირანის პოლიტიკურ-ენერგეტიკული ტოტალიზირებული კარტელით.
http://presa.ge/index.php?text=news&i=3371
12:33 11.08.28
Информация к новости
  • Просмотров: 3072
  • Автор: admin
  • Дата: 23 მარტი 2010
23 მარტი 2010

რა მოხდა, ჩემი ვერსია (by Kakha)

Категория: სტატიები

რა მოხდა, ჩემი ვერსია (by Kakha)


ცალკე თემას იმიტომ ვხნი რომ მგონი არავინ არ დაფიქრებულა ჯერ კიდევ წესიერად თუ რა მოხდა და რატომ
ვფიქრობ ჩემ აზრს ბევრი გაიზიარებს

ნუ რუსეთი აგენტურის თემა და ა.შ., ცოტა თითიდან გამოწოვილია, რუსეთი აღარ მოქმედებს 40-იანი წლების სტილით, შტრილიცებით და ფანჯარაში გამოდგმული უთოებით. ახლა სხვა ტექნოლოგიებია, მართალია საკაოდ ფინანსურად რესურსტევადი მარა სამაგიეროდ მეტად ეფექტური.
იმ მოსმენებიდან რაც გაჟღერდა, ანწილი როგორც ჩანს მართლა რეალურია. რუსეთი ახდენდა პროვოცირებას მიტინგის და არეულობის, ოღონდ არა უშუალოდ აგენტურით, არამედ ერთუჯრედიანი ამბიციებს გადაყოლილი არაკაცების საშუალებით. რუსეთს თითქმის დაბანილი აქვს ხელები (ასე რომ კრემლის აგენტის იარლიყები აქ ცოტა ზედმეტია და უფრო უხერხულ სიტუაციაში აყენებს ხელისუფლებას)...
Информация к новости
  • Просмотров: 2165
  • Автор: admin
  • Дата: 18 მარტი 2010
18 მარტი 2010

რა მოუტანა ხალხს რევოლუციამ?

Категория: სტატიები

რა მოუტანა ხალხს რევოლუციამ?
1. ასფალტი
2. შადრევანი
3. კონცერტები
4. უმუშევრობა
5. მიშას 24 საათიანი ლაივი
6. ცხოვრების გაძვირება
7. რუსეთის ბაზების გაყვანა
8. ძალადობა
9. პატროიტები ბუჩქებში
10. ეკლესიების ნგრევა
11. გირგვლიანის და 37 ახალგაზრდას მკვლელობა
12. პოლიტპატიმრები
13. დიქტატურა
14. პრემიერ მინისტრის მკვლელობა
15. რეზერვისტები
16. ბოკერია-ლომაია-ნადირაძე-კირკიტაძე-ადეიშვილი-მერაბიშვილი
17. 24 საათიანი შუქი
18. იმედის-მე-9-არხის-იბერიის-202-ის დახურვა
19. უპერსპექტივობა
20. 7 ნოემბერი...............7 ნოემბერი..........7 ნოემბერი..........7 ნოემბერი......
Информация к новости
  • Просмотров: 2569
  • Автор: admin
  • Дата: 17 მარტი 2010
17 მარტი 2010

CLK 63 AMG black series

Категория: სტატიები

CLK 63 AMG black series


CLK 63 AMG black series


CLK 63 AMG black series


მოკლედ ეს არის 2008 წლის Mercedes CLK 63 AMG Black Series.თქვენ შეგიძლიათ ამ მანქანის დეტალური დათვალიერება და სრული ინფორმაციის მიღეა თუ რა შეუძლია ამ ულამაზეს და ერთ-ერთ უძლიერეს მოდელს.
შეგიძლიათ ნახოთ სურათზე მონიშნული წერტილები დეტალურად.
სურათების რომელსაც სრულიად ში ნახავთ არსად გექნებათ აქამდე ნანახი ასე რომ პირველი აქ ვნახოთ ყველამ.
არქივში გელოდებათ აგრეთვე 3 ვიდეო რომელიხ მხოლოდ მატორზეა თავიდან დაშლილი ბოლოს კი სრული AMG laughing
სრულიადში ასევე წაიკითხავთ თუ რისთვისააგამოშვებული მანქანა (ვინც ცოტა ინგლლისური მაინც იცის)
მოკლედ ნახავთ რომ AMG -ს მაგრად უმუშავია ამ მანქანაზე.არის კიდევ სიახლე 7 სიჩქარიანი გადაცემის კოლოფი რომელიც AMG -მ ამ მოდელისთვის ააწყო.
დაბლა სრული მონაცემებია
500 ცხენისძალა. 0 დან 100 KM მდე 4.1 წამში კრიფავს laughing

Brakes F/R: ABS, vented disc/vented disc
Driveline: Rear Wheel Drive
Tires F-R: 265/30 R19 - 285/30 R19
Engine
Displacement cu in (cc): 383 (6208)
Power bhp (kW) at RPM: 500(373) / 6800
Redline at RPM: n.a.
Torque lb-ft (Nm) at RPM: 470(630) / 5250
Type: V8
Exterior Dimensions & Weight
Length × Width × Height in: 183.4 × 72.2 × 53.8
Weight lb (kg): 3880 (1760)
Performance
Acceleration 0-60 mph s: 4.1
Fuel Economy EPA city/highway mpg (l/100 km): n.a. (15.3)
Top Speed mph (km/h): 186 (300) - electronically limited

გადმოსაწერად ნახეთ სრულიად

არქივი

მაისი 2017 (1)
აპრილი 2017 (5)
მარტი 2017 (8)
თებერვალი 2017 (5)
იანვარი 2017 (8)
დეკემბერი 2016 (6)
^